თბილისი:
მანჩესტერი:
8-07-2013, 15:59
ავტორი: washington,
ნანახია: 2970,
კომენტარები: 15
გავიგოთ მეტი რამ საფეხბურთო სამყაროში
დღის სიახლეები...
გავიგოთ მეტი რამ საფეხბურთო სამყაროში
"მანჩესტერის" გეგმა "ბ".

გავიგოთ მეტი რამ საფეხბურთო სამყაროში

8/7/13: "მანჩესტერ იუნაიტედი" "გრანადას" დამცველის, გილერმო სიქუეირას ტრანსფერს განიხილავს, სადაც აღწერილია ბრაზილიელი, როგორც მანკუნიანელებისთვის გეგმა "ბ". მოგეხსენებათ, დევიდ მოიესი ლეიტონ ბეინსის გადაბირებას აპირებს, მაგრამ თუ ეს ტრანსფერი არ განხორციელდა, მაშინ მისი მიზანი სიქუეირას შეძენა იქნება. თურმე "წითლების" სკაუტ კარლოს რუისზე დიდი შთაბეჭდილება მოუხდენია "გრანადას" დამცველს, რომელმაც უმალ შეატყობინა "მანჩესტერის" შეფებს.


გადაწყდა: ლევანდოვსკი მომავალ ზაფხულს "ბაიერნს" შეუერთება

გავიგოთ მეტი რამ საფეხბურთო სამყაროში

8/7/13: "დორტმუნდის" მთავარმა მწვრთნელმა, - იურგენ კლოპმა დაადასტურა, რომ რობერტ ლევანდოვსკი მიუნხენის "ბაიერნს" შეუერთდება, ოღონდ მომავალ ზაფხულს. "მე ვფიქრობ, რომ რობერტ ლევანდოვსკის "ბაიერნში" გადასვლა ცნობილი ფაქტია. ის მომავალ ზაფხულს შეუერთდება მიუნხენელებს, მანამდე კი პოლონელი თავდამსხმელი ერთი სეზონით კვლავ ჩვენთან იქნება".


კატალონიელების მიზანი, - ტიაგოსა და ვილიას გაყიდვა და უეინის ყიდვა!...

გავიგოთ მეტი რამ საფეხბურთო სამყაროში

ესპანური პრესა ავრცელებს ინფორმაციას, რომ კატალონიის "ბარსელონა" ტიაგო ალკანტარასა და დავიდ ვილიას 26 მილიონ ევროდ გაყიდვას აპირებს, რათა 30 მილიონ ევროდ "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი, - უეინ რუნი შეიძინონ. თუმცა "მანჩესტერის" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, დევიდ მოიესმა კატეგორიულად უარყო ინგლისელი თავდამსხმელის გუნდიდან წასვლა და გულშემატკივრებს პირობა მისცა, რომ "შრეკი" "იუნაიტედში" დარჩება.


"იუვენტუსი" ვიდალს ახალ კონტრაქტს სთავაზობს

გავიგოთ მეტი რამ საფეხბურთო სამყაროში

"იუვენტუსის" ხელმძღვანელებს თურმე ძალიან ეძვირფასება და ეიმედებათ თავისი ჩილელი ნახევარმცველი არტურო ვიდალის. მოგეხსენებათ არტუროს მიყიდვას "მანჩესტერ იუნაიტედი", მადრიდის "რეალი", მიუხენის "ბაიერნი" და "პარი სენ ჟერმენი" სთხოვდნენ, მაგრამ ტურინელებმა მას ახალ ხუთწლიანი კონტრაქტი შესთავაზა, ფეხბურთელი დაფიქრდება ყველაფერს აწონ-დაწონის და ალბათ იტალიელების წინადადებას დათანხმდება.


სასაცილო ფაქტი "ბოხუმის" მწვრთნელზე...

გავიგოთ მეტი რამ საფეხბურთო სამყაროში

"ბოხუმმა" ბაიერ "ლევერკუზენთან" ამგანაგურ მატჩში 2-0 წააგო, მატჩის მსვლელობისას სასაცილო ფაქტი დატრიალდა, "ბოხუმის" მწვრნელ, - პიტერ ნოირურერს და მის თანაშემწე, კრისტიანს თამაშის მსვლელობისას ჩასძინებიათ და რომ გაიღვიძეს გაიხუმრეს: "კიდევ კარგი ჩაგვეძინა და ჩვენი გუნდის მარცხს ვერ ვუყურეთ"...


გუშინ კლარენ ზეედოფრმა ბრაზილიის ჩემპიონატში თავის გუნდ, - "ბოტაფოგოს" გამარჯვება მოაპოვებინა "ფლუმინენსესთან".



"მილანის" განცხადება !!...

გავიგოთ მეტი რამ საფეხბურთო სამყაროში

მოგეხსენებათ, შარშან კევინით "მანჩესტერ იუნაიტედი" ინტერესდებოდა, გუშინ კი "მილანმა" გამოაცხადა, რომ 15 მილიონი ევრო გადამხადეთ და ჩვენი განელი ნახევარმცველი, კევინ-პრინც ბოატენგი ვისაც გინდათ წაიყვანეთო. მართალია მანკუნიანელების გარდა მისი შეძენა "ჩელსისა" და "მონაკოს" სურდა, მაგრამ ახლა კონკრეტული არაფერი ისმის...



რა მოხდა კიევში?

გავიგოთ მეტი რამ საფეხბურთო სამყაროში

გუშინ, დინამოს კევმა "სპარტაკს" ანგარიშით 2:1 მოუგო. "სპარტაკის" გულშემატკივრები სტადიონზე მეტად გამომწვევად იქცეოდნენ, შესაბამისად მათ თავს უკრაინელები დაესხნენ და სპეცდანიშნულების რაზმი, რომ არა დიდი უბედურებაც დატრიალდებოდა.



ჯორჯ ბესტის 10 საუკეთესო გოლი



პ.ს სტატია დაწერილია სხვადასხვა ოფიციალურ და არაოფიციალურ წყაროებიდან...
სიახლეები, სტატიები, ახალი ამბები, ჭორები, ინტერვიუები, ტრანსფერები, ვიდეოები, სურათები
15 კომენტარი
№1
ავტორი: Red Hooligan
8 ივლისი 2013 16:03
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
საღოლ კარგია ))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№2
ავტორი: GeorgeBest
8 ივლისი 2013 16:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 0
ბოატენგი გაასწორებდა ჩემი აზრით მაგარი ფანტააზის მატარებელი ფეხბურთელია და კარგი იქნება
0
№3
ავტორი: washington
8 ივლისი 2013 16:10
  • სიახლეები: 179
  • კომენტარები: 383
ციტატა: GeorgeBest
ბოატენგი გაასწორებდა ჩემი აზრით მაგარი ფანტააზის მატარებელი ფეხბურთელია და კარგი იქნება

ხო მაგრამ მოურინიოს თქმის არ იყოს მე ფეხბურთელი მჭირდება და არა მოდელიო : D
Red Hooligan,
გაიხარე : ))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№4
ავტორი: GeorgeBest
8 ივლისი 2013 16:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 0
washington,
ბაზარი არაა :D:DD:D:D მოდელია მაგრამ :D ბარსასთან რეებიც აკთა მაგის გამოა მარტო მაგარი რავი მე გამისჭორდებოდა თან ჯინიანი ტიპიცაა რა :D არაფრის დამთმობი არ მოუხდება მანიუს თან ასე იაფად
0
№5
ავტორი: Esi
8 ივლისი 2013 16:14
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
საღოლ ავტორ კარგი და საინტერესოა :)
0
№6
ავტორი: gilmour
8 ივლისი 2013 17:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
გრანადას 27 წლის მცველი რამდენად გამოგვადგება კაცმა არ იცის და მგონი სულელური ჭორია.
ბოატენგს რაც შეეხება კარგი ცენტრია, ფიზიკურად ძალიან მაგარია,მაგრამ უფრო შემტევი ტიპისაა, მაინც სტროტმანის ტრანსფერი მირჩევნია.
რაღაც ძალიან აირდაირია სატრანსფერო სიახლეები ვეღარ გავიგე ვიზეა სერიოზულად ლაპარაკი და ვიზეა ჭორი, მოიესის პრესკონფერენციაზე მეგონა რამეს გავიგებდით რეალურს, მაგრამ ძალიან ზოგადი საუბარი იყო.
0
№7
ავტორი: love united
8 ივლისი 2013 17:17
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
სპარტაკის 1 ფანი მოკვდაო და სიმართლეა ნეტა?..

ბოხუმის მწვრთნელი რა კაცია.. wink
0
№8
ავტორი: MAGNIFICENT 7
8 ივლისი 2013 17:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 314
ალკანტარას ვიყიდოთ და რუნის არ გავყიდით

_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _

“პელემ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი მიწოდა. ეს ყველაზე ცუდი დღეა ჩემს ცხოვრებაში…” - ჯორჯ ბესტი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "მახსოვს როდესაც პირველად შევხვდი მას, ის მაშინ 13 წლის იყო და ბურთს ისე დასდევდა, როგორც კოკერ სპანიელის ლეკვი ქარში მოფრიალე ვერცხლისფერ ქაღალდს"-სერ ალექს ფერგიუსონი რაიან გიგზის შესახებ.
№9
ავტორი: Giorgi Kuloshvili
8 ივლისი 2013 17:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 351
ბესტი მართლაც ბესტია რა <3
0
№10
ავტორი: GeorgeBest
8 ივლისი 2013 17:25
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ლევანდოსვკი ბაიერნში recourse არ მინდა რომ ბორუსია დაიშალოს

ბესტის ვიდეო ყველაზე მაგრად მომეწონა winked
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top