დევიდ მოიესმა "მანჩესტერში" პირველი პრესკონფერენცია გამართა...
დღეს, დევიდ მოიესმა, როგორც “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა, პირველი პრესკონფედერნცია გამართა: "ძალიან ამაყი ვარ იმით, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელობის შანსი მომეცა, დიდი მადლიერი ვარ სერ ალექსით, რომლის წყალობითაც ეს მოხდა. ჩემთვის ეს ნამდვილად უცნაური მომენტი იყო, არ ვიცოდი რა ხდებოდა. ბევრი ფიქრობს, რომ თავიდანვე ინფორმირებული ვიყავი ამის შესახებ, მაგრამ ასე არაა. არაფერი ვიცოდი მანამ, სანამ სერ ალექსმა არ დამირეკა და სახლში არ მიმიპატიჟა. თავიდან ველოდი, რომ ის ჩემი ერთ-ერთი ფეხბურთელით იყო დაინტერესებული და მის შეძენაზე უნდა დამლაპარაკებოდა.
სახლში შევედი და პირველი, რაც მან თქვა იყო: "იუნაიტედიდან მივდივარ". მე ვკითხე, თუ როდის აპირებდა ამას, მან კი მიპასუხა, რომ ამის გაკეთებას შემდეგ კვირაში აპირებდა. მისი შემდეგი სიტყვები იყო: 'შენ "მანჩესტერ იუნაიტედის" შემდეგი მწვრთნელი იქნები."
შოტლანდიელმა სპეციალისტმა პირობა დადო, რომ უეინ რუნი "მანჩესტერს" არ დატოვებს.
"ძალიან მიხარია, რომ უეინი ჩემი ხელმძღვანელობით ითამაშებს. ის "იუნაიტედში" ბედნიერია. მართლაც მშვენიერი ფეხბურთელია. კიდევ ერთხელ გეტყვით - არ იყიდება!!. არ ვიცი ინგლისელმა და სერ ალექს ფერგიუსონმა რა უთხრეს ერთმანეთს. ეს პირადი საუბარი იყო. თუმცა მსურს რუნიმ ისე ითამაშოს, როგორც ეს მას ეკადრება".
მიუხედავად ბოლო პერიოდში უეინის ირგვლივ გავრცლებული ჭორებით აჭრელებული პრესა, ვითომდაც იგი კლუბს ტოვებს, მოიესი მაინც მიიჩნევს, რომ რუნი "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდაა.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 1998 წელს სერ ალექსს ძალიან უნდოდა თავის ასისტენტად მოიესი დაენიშნა, მაგრამ შოტლანდიელების შეთანხმება ვერ მოხერხდა და ფერგიმ მის ნაცვლად სტივენ მაკლარენი აიყვანა. 2001 წლის ზაფხულში, მაშინ ჯერ კიდევ დევიდი როცა ახალგაზრდა იყო მას სამი ინგლისური კლუბი იწვევდა – "მანჩესტერ სიტი”, "საუთჰემპტონი” და "შეფილდ იუნაიტედი”. დევიდმა რჩევის საკითხავად სერ ალექს ფერგიუსონს შეეხმიანა და უთხრა, რომ რა გაეკეთებინა მან კი ფერგისგან ასეთი პასუხი მიიღო, – "არავითარ შემთხვევაში. შენ ყველას უარი უნდა უთხრა, "პრესტონში" დარჩი და საუკეთესო ვარიანტს დაელოდე". როგორც ყოველთვის, ფერგიუსონი მაშინაც მართალი გამოდგა და ზუსტად ნახევარ წელიწადში მოიესმა ლივერპულის "ევერტონი” ჩაიბარა.
ცნობისთვის გეტყვით იმასაც, რომ დევიდ მოიესი 11 წლის მანძილზე "ევერტონს" ედგა სათავეში, ხოლო ამ წლის მანძილზე იგი თვის საუკეთესო მწვრთნელად 10–ჯერ დაასახელეს.
წყარო: dailymail.co.uk