თბილისი:
მანჩესტერი:
5-07-2013, 19:46
ავტორი: ლადო,
ნანახია: 2698,
კომენტარები: 13
მოიესმა რუნის გაყიდვა გამორიცხა
დევიდ მოიესმა თავის პირველ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ რუნის არ გაყიდის...
მოიესმა რუნის გაყიდვა გამორიცხა
თავის პირველ პრეს-კონფერენციაზე, "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე, დევიდ მოიესმა უეინ რუნის გაყიდვა გამორიცხა.

როგორც ცნობილია, მაისში სერ ალექსმა განაცხადა, რომ უეინმა საზაფხულოდ გუნდიდან წასვლა მოისურვა. ამ განცხადების შემდეგ არ წყდებოდა ჭორები 27 წლის ფეხბურთელის გუნდიდან გაშვებაზე. ინგლისელით "პსჟ", "ბაიერნი", "არსენალი" და "ჩელსი" ინტერესდებოდნენ.

სერ ალექს ფერგიუსონის შემცვლელმა დევიდ მოიესმა პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ უეინ რუნი არ გაიყიდებოდა არც ერთ გუნდში.

"ვიცი, რომ ერთი სული გაქვთ უეინზე, რაიმე გაიგოთ და მეც გეტყვით ის არ იყიდება. ის "მანჩესტერ იუნაიტედის" მოთამაშეა და დარჩება კიდეც. კლუბი რუნის არ გაყიდის."

"ადრე უეინი და ფერგიუსონი ერთმანეთს შეხვდნენ, მაგრამ მე ამ შეხვედრაზე არ დამიძახეს. ნამდვილად არ ვიცი, ამ ორმა ჯენტლმენმა, თუ რაზე ისაუბრა."

"საინტერესოა გაიხსენოთ ის ფაქტიც, რომ უეინი სერ ბობი ჩარლტონის რეკორდს 50 გოლით ჩამორჩება. ის "იუნაიტედის" მოთამაშედ დარჩება. მე რამოდენიმეჯერ შევხვდი უეინს. ის კარგად ვარჯიშობს და კარგ მდგომარეობაშიც იმყოფება. ერთი სული მაქვს, მასთან მუშაობას როდის დავიწყებ."

"მე მის თვალში სიხარულის ნაპერწკალს ვხედავ. ის ბედნიერია და მისი საქმისადმი მიდგომა შესანიშნავია." - განაცხადა მოიესმა თავის პირველ პრეს-კონფერენციაზე.

წყარო:http://fapl.ru
ახალი ამბები
13 კომენტარი
№1
ავტორი: ლადო
5 ივლისი 2013 19:48
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ბოლო ერთი თვეა ამაზე კარგი და სანდო ნიუსი არ გამიგია
0
№2
ავტორი: m-an-united
5 ივლისი 2013 19:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 598
dzliiivs !!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Thank you Sir Alex !!
№3
ავტორი: NeymaR
5 ივლისი 2013 20:00
  • სიახლეები: 5
  • კომენტარები: 553
ვააა ძლივსს !!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Cristiano Ronaldo | I'm Coming Home | Manchester United
№4
ავტორი: Redevil
5 ივლისი 2013 20:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 7
wazzaaaa <3
0
№5
ავტორი: ALEXFERGUSON
5 ივლისი 2013 20:13
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
ეგრე რა კაცო. როგორც ჩანს ვაბშე ყველაფერი ჭორი ყოფილა. დაჟე ალბათ ისიც რო რუნიმ გაყიდვა მოითხოვა. ეტყობა ფერგის უთხრა, თუ ძირითადში არ მაყენებ და შეცვლაზეც აღარ შეგყავარ, ჯობია გუნდიდან გამიშვაო და რეები არ მოუგონეს.
0
№6
ავტორი: MAGNIFICENT 7
5 ივლისი 2013 20:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 314
აუ ძალიან გამიხარდა gun2 gun2

_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _

“პელემ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი მიწოდა. ეს ყველაზე ცუდი დღეა ჩემს ცხოვრებაში…” - ჯორჯ ბესტი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "მახსოვს როდესაც პირველად შევხვდი მას, ის მაშინ 13 წლის იყო და ბურთს ისე დასდევდა, როგორც კოკერ სპანიელის ლეკვი ქარში მოფრიალე ვერცხლისფერ ქაღალდს"-სერ ალექს ფერგიუსონი რაიან გიგზის შესახებ.
№7
ავტორი: Jubo
5 ივლისი 2013 21:09
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
მასე რა gun2
ასეც ვიცოდი, არც ვნერვიულობდი უბრალოდ ტვინი შეიჭამა უაზრო და დაუსრულებელი ჭორებით
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№8
ავტორი: TrueRed
5 ივლისი 2013 21:20
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 1206
magaria !
0
№9
ავტორი: (S)(A)(F)
5 ივლისი 2013 21:27
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 101
მაინც მინდა რომ რუნიმაც იგივე თქვას ბოლომდე რომ გაუხარდეს გულს <3
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ თუ გინდა ნამდვილი ფანი იყო უნდა გიყვარსდეს თამაში და არა მოთამაშეები! <3
№10
ავტორი: love united
5 ივლისი 2013 21:49
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
saw my mate the other day,
he said to me he saw the white pele,
so i asked who is he,
he goes by the name of wayne rooney.
waayne roooooney, waayne roooooney,
he goes by the name of
waayne roooooney. love
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top