თბილისი:
მანჩესტერი:
5-07-2013, 19:46
ავტორი: ლადო,
ნანახია: 2890,
კომენტარები: 13
მოიესმა რუნის გაყიდვა გამორიცხა
დევიდ მოიესმა თავის პირველ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ რუნის არ გაყიდის...
მოიესმა რუნის გაყიდვა გამორიცხა
თავის პირველ პრეს-კონფერენციაზე, "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე, დევიდ მოიესმა უეინ რუნის გაყიდვა გამორიცხა.

როგორც ცნობილია, მაისში სერ ალექსმა განაცხადა, რომ უეინმა საზაფხულოდ გუნდიდან წასვლა მოისურვა. ამ განცხადების შემდეგ არ წყდებოდა ჭორები 27 წლის ფეხბურთელის გუნდიდან გაშვებაზე. ინგლისელით "პსჟ", "ბაიერნი", "არსენალი" და "ჩელსი" ინტერესდებოდნენ.

სერ ალექს ფერგიუსონის შემცვლელმა დევიდ მოიესმა პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ უეინ რუნი არ გაიყიდებოდა არც ერთ გუნდში.

"ვიცი, რომ ერთი სული გაქვთ უეინზე, რაიმე გაიგოთ და მეც გეტყვით ის არ იყიდება. ის "მანჩესტერ იუნაიტედის" მოთამაშეა და დარჩება კიდეც. კლუბი რუნის არ გაყიდის."

"ადრე უეინი და ფერგიუსონი ერთმანეთს შეხვდნენ, მაგრამ მე ამ შეხვედრაზე არ დამიძახეს. ნამდვილად არ ვიცი, ამ ორმა ჯენტლმენმა, თუ რაზე ისაუბრა."

"საინტერესოა გაიხსენოთ ის ფაქტიც, რომ უეინი სერ ბობი ჩარლტონის რეკორდს 50 გოლით ჩამორჩება. ის "იუნაიტედის" მოთამაშედ დარჩება. მე რამოდენიმეჯერ შევხვდი უეინს. ის კარგად ვარჯიშობს და კარგ მდგომარეობაშიც იმყოფება. ერთი სული მაქვს, მასთან მუშაობას როდის დავიწყებ."

"მე მის თვალში სიხარულის ნაპერწკალს ვხედავ. ის ბედნიერია და მისი საქმისადმი მიდგომა შესანიშნავია." - განაცხადა მოიესმა თავის პირველ პრეს-კონფერენციაზე.

წყარო:http://fapl.ru
ახალი ამბები
13 კომენტარი
№11
ავტორი: VaRdo
5 ივლისი 2013 21:59
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ხო დაა ეგრე. ეხლა დროა ტრანსფერებს მივხედოთ და ერთი 2 კაი ფეხბურთელი დავითრიოთ თორე გაგვიჭირდება ესე.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№12
ავტორი: Luka Gelashvili
5 ივლისი 2013 23:05
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
იასნა ))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№13
ავტორი: Z A C K™
6 ივლისი 2013 10:31
  • სიახლეები: 46
  • კომენტარები: 896
ყველაზე მნიშვნელოვანი ეს იყო და შემდეგ ყველა დანარჩენი...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ I’ll always love you, Sir Alex.
Manager of my favorite club for my entire life.
Chewer of gum and winner of trophies, you’ll always be in our hearts.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top