თბილისი:
მანჩესტერი:
25-06-2013, 21:28
ავტორი: washington,
ნანახია: 3174,
კომენტარები: 19
გავიგოთ მეტი რამ საფეხბურთო სამყაროში
სრულიადში შემოგთავაზებთ დღის განვლილ სიხლეებსა და საინტერესო ცნობებს ფეხბურთის ირგვლივ...
გავიგოთ მეტი რამ საფეხბურთო სამყაროში
ქვემოთ მოცემულ სტატიაში შემოგთავაზებთ დღის სიახლეებს, ასევე საინტერესო ცნობებს ფეხბურთის ირგვლი.


განხორციელდება სენსაციური ტრანსფერი, თუ განაახლებს ახალ კონტრაქტს - ეს ყვლაფერი რონალდუს გადასაწყვეტია...

გავიგოთ მეტი რამ საფეხბურთო სამყაროში

"რეალის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი დარწმუნებულია, რომ რონალდუ უარყოფს გუნდიდან წასვლას და მოაწერს ახალ გაუმჯობესებულ კონტრაქტს ხელს. - იუწყება The Sun.

28 წლის პორტუგალიელზე ხშირად ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ფეხბურთელი უკან "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნდება.
"მანჩესტერ იუნაიტედის" შეფები მზად არიან მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელში იმდენი გადაიხადონ, რამდენიც კლუბი მოითხოვს. გლეიზერების ოჯახი კი თვლიან, რომ კრიშტიანუს უკან დაბრუნება დევიდ მოიესისთვის სრულყოფილი საჩუქარი იქნება.


გავიგოთ მეტი რამ საფეხბურთო სამყაროში

მოგეხსენებათ რამდენიმე დღის წინ თავად რონალდუმ თავის "ტვიტერზე" დაწერა, რომ ყოველგვარი სპეკულაციები მის მიერ კლუბთან კონტრაქტის გაგრძელების თაობაზე და ხელფასის მომატების შესახებ სიცრუეაო. ამ ყველაფრის შემდეგ ესპანელი ექსპერტები ვარაუდობენ, რომ კრიშტიანუ "სამეფო კლუბს" დატოვებს.

თუმცა, ფლორენტინო პერესი მაინც დარწმუნებულია, რომ რონალდუ ესპანეთში კარიერის ბოლომდე დარჩება. "კრიშტიანუს განცხადება, რეალობას არ შეესაბამება და ამას თავადაც მალე დაადასტურებს. ეჭვიც არ მეპარება, რომ პორტუგალიელი ჩვენთან დარჩება. ახლა ჩვენი მთავარი მიზანი მისი შენარჩუნება იქნება".

ცნობისთვის შეგახსენებთ, რომ 2009 წელს "მანჩესტერ იუნაიტედიდან" კრიშტიანუ მადრიდის "რეალში £ 80 მილიონ ევროდ გადავიდა. მას შემდეგ პორტუგალიელმა "სამეფო კლუბის" მაისური 136-ჯერ მოირგო და აქედან 146 გოლის გატანა მოახერხა.


გავიგოთ მეტი რამ საფეხბურთო სამყაროში

25/6/13: ნემანია ვიდიჩმა უკვე გაიღო შვებულება იბიცას კუნძულზე და რამდენიმე წყარო ერთბაშათ ავრცელებს ინფორმაციას, რომ "იუნაიტედის" ცენტრალური დამცველით "მილანი" დაინტერესდა.


გავიგოთ მეტი რამ საფეხბურთო სამყაროში

25/6/13: Daily Mirror-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ედინსონ კავანიზე გადაერთო და ამ დღეებში მანკუნაინელები "ნაპოლის" 50 მილიონ ფუნტს შესთავაზებს. თუმცა მათი პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი უკვე კარგა ხანია რაც იძახის, რომ ედინსონი 63 მილიონ ევროზე ნაკლებად არ გაიყიდება. ახლა კი "ნაპოლის" რადიო "MARTE" იუწყება, რომ ლონდონის "ჩელსიმ" მაურინიოს თხოვნით იტალელებს 58 მილიონი შეუძლევიათ და გარიგებაც ამ დღეებში შედგება, კავანის კი წლიურ გასამრჯელოდ 8.5 მილიონი ევრო დაენიშნებაო.


ოფიციალურად: "ჩელსიმ" ანდრე შურლე იყიდა"

გავიგოთ მეტი რამ საფეხბურთო სამყაროში

ლონდონის "ჩელსიმ" "ბაიერ" ლევერკუზენის 23 წლის თავდამსხმელი, - ანდრე შურლე 18 მილიონ ფუნტად იყიდა. გერმანელი ფორვარდი "არისტოკრატებში" 14-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.


"ინტერი" მომავალ სეზონს, ასეთი ფორმით იასპარეზებს...

გავიგოთ მეტი რამ საფეხბურთო სამყაროში


"მამლების" ხელმძღვანელებმა ვილაშ-ბოაშს პირობა მისცეს, რომ ბეილს არ გაყიდიან!!...

გავიგოთ მეტი რამ საფეხბურთო სამყაროში

"ტოტენჰემის" ხელმძღვანელებმა ანდრე ვილაშ-ბოაშს პირობა მისცეს, რომ გარეთ ბეილს არავითარ შემთხვევაში არ გაყიდიან. რაზეც ბოაში ძალიან გახარებულა და უმალ დიდი მადლობა გადაუხადა კლუბის შეფებს...


"ტანზანიას" ბაზარში ქალი ბურთს თავით ისე კენწლის, რომ ბევრ ფეხბურთელს შეშურდება...







საინტერესო ცნობები ფეხბურთის ირგვლივ (Part5)


გავიგოთ მეტი რამ საფეხბურთო სამყაროში

ლიონელ მესი, როდესაც 11 წლის გახდა ექიმებმა ჰორმონების დეფიციტი დაუდგინეს. ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ ლიონელი "რივერ პლეიტში" ვერ მოხვდა. მოგეხსენებათ ეს კლუბი იმ დროს არგენტინის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი გახლდათ. თუმცა კლუბს არ შეეძლო პატარა მესისთვის წელიწადში 90 000 ევრო გადაეხადა, რომელიც არგენტინელს სამკურნალოდ ესაჭიროებოდა. მაგრამ ლიონელის საბედნიეროდ გზაზე კატალონიის "ბარსელონა" გამოჩნდა, რომელსაც ფეხბურთელს ევროპაში საფეხბურთო სამყაროს კარი გაუხსნა და მისი მკურნალობაც "ბარსას" შეფებმა თავიანთ თავზე აიღეს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დღეს მესი იმავე დაავადებულ ბავშვებს თავის შემოსავლით მკურნალობს.


მორწმუნე დევიდ მოიესი...

გავიგოთ მეტი რამ საფეხბურთო სამყაროში

დევიდ მოიესი მორწმუნე ოჯახში გაიზარდა და უფლის საოცარი სიყვარულით მუდამ გამოირჩევა. დევიდის თანაგუნდელი როი მაკდონაიფი კი შემდეგნაირად იხსენებს: "80-იან წლებში მოიესი თავის რამდენიმე თანაგუნდელთან ერთად სამი-ოთხი საათის განმავლობაში ეკლესიაში ლოცულობდა და ღმერთს სთხოვდა, რომ მისი "კემბრიჯი" ინგლისის მესამე დივიზიონიდან არ გავარდნილიყო", - ციტირებს როი.


P.s სტატია დაწერილია ოფიციალურ და არაოფიციალურ წყაროებიდან!!...
სიახლეები
19 კომენტარი
№1
ავტორი: I L C
25 ივნისი 2013 21:33
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
ჰეჰ ნემანია მილანში.. facepalm ხანდახან მაოცებენ ხოლმე..და ეს ქალი ხომ ვაფშე wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№2
ავტორი: Jubo
25 ივნისი 2013 21:37
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
ანჩელოტი რეალში გადავიდა. ოფიციალურია
ის რა ქალია wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№3
ავტორი: love united
25 ივნისი 2013 21:39
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ბარსა რამდენადაც არ უნდა გეზიზღებოდეს ეს საქციელი უნდა დაუფასო...კაცად აქციეს მესი და მისასალმებელია,რომ მესიც ეხმარება დაავადებულ ბავშვებს...

დევიდს რაც შეეხება მაგს უეჭველი მოუვა კონფლიქტი რვპსთან,როგორც ვიცი რობინა ათეისტია... wink
0
№4
ავტორი: I L C
25 ივნისი 2013 21:49
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
love united,
ეგ არ ვიცოდი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№5
ავტორი: Amerigo
25 ივნისი 2013 21:52
  • სიახლეები: 15
  • კომენტარები: 1181
კაია
0
№6
ავტორი: GeorgeBest
25 ივნისი 2013 22:08
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მომწონს ასეთი სიახლეები, ყოჩაღ winked
0
№7
ავტორი: rooney and persi
25 ივნისი 2013 22:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 80
რონალდო და კავანი რა მაგარი იქნება ალკანტარა ჩვენია, რა გუნდი გვეყოლება რა კავანი ძაან მაგარია მაგრამ რუნი?????? კავანიც მინდა და რუნიც, ვერ ვაკეთებ არჩევანს
0
№8
ავტორი: Paul Scholes 22
25 ივნისი 2013 23:07
  • სიახლეები: 219
  • კომენტარები: 428
1. ვიდიჩი კლუბს არ დატოვებსს..ჩემი ვიდა <3 არ დაემსგავსება ჩათლახ ტევეზსსს.
2.მოიესმა გარკვევიოთ თქვა ფორვარდეი აღარო,კავანიც გამოირიცხა......რ

აუუუუ რა დავიღალე ადმენი გამორიცხვით...ვინმე კაი იგროკი ავაგდოტ ტა:@:@

პ.ს საღოლ გიუშ:*
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ შეიძლება ცხოვრებაში ბევრ რამეს ვერ მივაღწიო, მაგრამ ერთ რამეში დარწმუნებული ვარ. სიკვდილის წინ აუცილებლად ვიტყვი, რომ მანჩესტერის თამაშებს ვუყურებდი და რაც მთავარია მანჩესტერის გულშემატკივარი ვიყავი..!
ფეხბურთელები მიდიან და მოდიან, იუნაიტედი კი სამუდამად რჩება! <3
№9
ავტორი: gilmour
25 ივნისი 2013 23:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
არავითარი კავანი!!! რუნი პერსი თავდასხმაში და მორჩა!!!
მოიესზე მაგრად გამიხარდა რომ მორწმუნეა! მიუხედავად იმისა რო მართლმადიდებელი არ იქნება.
0
№10
ავტორი: Becksy
25 ივნისი 2013 23:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 176
იყვნენ მერე დაინტეერსებულებიი ვიდა არსად არ წავაა <333 ინტერს კარგი ფორმა აქვსს ...... რონალდოს მოსვლა მინდა რა ძაან და იმედა არ დათანხმდება :))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ || Nemanja Vidic ||
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top