თბილისი:
მანჩესტერი:
25-06-2013, 21:28
ავტორი: washington,
ნანახია: 3181,
კომენტარები: 19
გავიგოთ მეტი რამ საფეხბურთო სამყაროში
სრულიადში შემოგთავაზებთ დღის განვლილ სიხლეებსა და საინტერესო ცნობებს ფეხბურთის ირგვლივ...
გავიგოთ მეტი რამ საფეხბურთო სამყაროში
ქვემოთ მოცემულ სტატიაში შემოგთავაზებთ დღის სიახლეებს, ასევე საინტერესო ცნობებს ფეხბურთის ირგვლი.


განხორციელდება სენსაციური ტრანსფერი, თუ განაახლებს ახალ კონტრაქტს - ეს ყვლაფერი რონალდუს გადასაწყვეტია...

გავიგოთ მეტი რამ საფეხბურთო სამყაროში

"რეალის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი დარწმუნებულია, რომ რონალდუ უარყოფს გუნდიდან წასვლას და მოაწერს ახალ გაუმჯობესებულ კონტრაქტს ხელს. - იუწყება The Sun.

28 წლის პორტუგალიელზე ხშირად ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ფეხბურთელი უკან "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნდება.
"მანჩესტერ იუნაიტედის" შეფები მზად არიან მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელში იმდენი გადაიხადონ, რამდენიც კლუბი მოითხოვს. გლეიზერების ოჯახი კი თვლიან, რომ კრიშტიანუს უკან დაბრუნება დევიდ მოიესისთვის სრულყოფილი საჩუქარი იქნება.


გავიგოთ მეტი რამ საფეხბურთო სამყაროში

მოგეხსენებათ რამდენიმე დღის წინ თავად რონალდუმ თავის "ტვიტერზე" დაწერა, რომ ყოველგვარი სპეკულაციები მის მიერ კლუბთან კონტრაქტის გაგრძელების თაობაზე და ხელფასის მომატების შესახებ სიცრუეაო. ამ ყველაფრის შემდეგ ესპანელი ექსპერტები ვარაუდობენ, რომ კრიშტიანუ "სამეფო კლუბს" დატოვებს.

თუმცა, ფლორენტინო პერესი მაინც დარწმუნებულია, რომ რონალდუ ესპანეთში კარიერის ბოლომდე დარჩება. "კრიშტიანუს განცხადება, რეალობას არ შეესაბამება და ამას თავადაც მალე დაადასტურებს. ეჭვიც არ მეპარება, რომ პორტუგალიელი ჩვენთან დარჩება. ახლა ჩვენი მთავარი მიზანი მისი შენარჩუნება იქნება".

ცნობისთვის შეგახსენებთ, რომ 2009 წელს "მანჩესტერ იუნაიტედიდან" კრიშტიანუ მადრიდის "რეალში £ 80 მილიონ ევროდ გადავიდა. მას შემდეგ პორტუგალიელმა "სამეფო კლუბის" მაისური 136-ჯერ მოირგო და აქედან 146 გოლის გატანა მოახერხა.


გავიგოთ მეტი რამ საფეხბურთო სამყაროში

25/6/13: ნემანია ვიდიჩმა უკვე გაიღო შვებულება იბიცას კუნძულზე და რამდენიმე წყარო ერთბაშათ ავრცელებს ინფორმაციას, რომ "იუნაიტედის" ცენტრალური დამცველით "მილანი" დაინტერესდა.


გავიგოთ მეტი რამ საფეხბურთო სამყაროში

25/6/13: Daily Mirror-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ედინსონ კავანიზე გადაერთო და ამ დღეებში მანკუნაინელები "ნაპოლის" 50 მილიონ ფუნტს შესთავაზებს. თუმცა მათი პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი უკვე კარგა ხანია რაც იძახის, რომ ედინსონი 63 მილიონ ევროზე ნაკლებად არ გაიყიდება. ახლა კი "ნაპოლის" რადიო "MARTE" იუწყება, რომ ლონდონის "ჩელსიმ" მაურინიოს თხოვნით იტალელებს 58 მილიონი შეუძლევიათ და გარიგებაც ამ დღეებში შედგება, კავანის კი წლიურ გასამრჯელოდ 8.5 მილიონი ევრო დაენიშნებაო.


ოფიციალურად: "ჩელსიმ" ანდრე შურლე იყიდა"

გავიგოთ მეტი რამ საფეხბურთო სამყაროში

ლონდონის "ჩელსიმ" "ბაიერ" ლევერკუზენის 23 წლის თავდამსხმელი, - ანდრე შურლე 18 მილიონ ფუნტად იყიდა. გერმანელი ფორვარდი "არისტოკრატებში" 14-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.


"ინტერი" მომავალ სეზონს, ასეთი ფორმით იასპარეზებს...

გავიგოთ მეტი რამ საფეხბურთო სამყაროში


"მამლების" ხელმძღვანელებმა ვილაშ-ბოაშს პირობა მისცეს, რომ ბეილს არ გაყიდიან!!...

გავიგოთ მეტი რამ საფეხბურთო სამყაროში

"ტოტენჰემის" ხელმძღვანელებმა ანდრე ვილაშ-ბოაშს პირობა მისცეს, რომ გარეთ ბეილს არავითარ შემთხვევაში არ გაყიდიან. რაზეც ბოაში ძალიან გახარებულა და უმალ დიდი მადლობა გადაუხადა კლუბის შეფებს...


"ტანზანიას" ბაზარში ქალი ბურთს თავით ისე კენწლის, რომ ბევრ ფეხბურთელს შეშურდება...







საინტერესო ცნობები ფეხბურთის ირგვლივ (Part5)


გავიგოთ მეტი რამ საფეხბურთო სამყაროში

ლიონელ მესი, როდესაც 11 წლის გახდა ექიმებმა ჰორმონების დეფიციტი დაუდგინეს. ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ ლიონელი "რივერ პლეიტში" ვერ მოხვდა. მოგეხსენებათ ეს კლუბი იმ დროს არგენტინის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი გახლდათ. თუმცა კლუბს არ შეეძლო პატარა მესისთვის წელიწადში 90 000 ევრო გადაეხადა, რომელიც არგენტინელს სამკურნალოდ ესაჭიროებოდა. მაგრამ ლიონელის საბედნიეროდ გზაზე კატალონიის "ბარსელონა" გამოჩნდა, რომელსაც ფეხბურთელს ევროპაში საფეხბურთო სამყაროს კარი გაუხსნა და მისი მკურნალობაც "ბარსას" შეფებმა თავიანთ თავზე აიღეს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დღეს მესი იმავე დაავადებულ ბავშვებს თავის შემოსავლით მკურნალობს.


მორწმუნე დევიდ მოიესი...

გავიგოთ მეტი რამ საფეხბურთო სამყაროში

დევიდ მოიესი მორწმუნე ოჯახში გაიზარდა და უფლის საოცარი სიყვარულით მუდამ გამოირჩევა. დევიდის თანაგუნდელი როი მაკდონაიფი კი შემდეგნაირად იხსენებს: "80-იან წლებში მოიესი თავის რამდენიმე თანაგუნდელთან ერთად სამი-ოთხი საათის განმავლობაში ეკლესიაში ლოცულობდა და ღმერთს სთხოვდა, რომ მისი "კემბრიჯი" ინგლისის მესამე დივიზიონიდან არ გავარდნილიყო", - ციტირებს როი.


P.s სტატია დაწერილია ოფიციალურ და არაოფიციალურ წყაროებიდან!!...
სიახლეები
19 კომენტარი
№11
ავტორი: NeymaR
25 ივნისი 2013 23:31
  • სიახლეები: 5
  • კომენტარები: 553
ზუსტად ამ სიახლეს ველოდებოდი :)

ასეთ კონტრაქტზე უარის თქმა შეუძლებელია მემგონი დამეთანხმებით :) მაგრამ მაინც მგონია რომ რონალდოს სული ოლდ ტრაფორდისკენ მიიწევს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Cristiano Ronaldo | I'm Coming Home | Manchester United
№12
ავტორი: TrueRed
26 ივნისი 2013 00:49
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 1206
Roni dabrundii raa.. Cavani ar gvinda strootmani da Ronii.. Alcantara ukve chvenia
0
№13
ავტორი: Vodafone
26 ივნისი 2013 01:33
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
love united,
შენც ხო იცი, რომ რელიგიის გამო გუნდში კონფლიქტი არ დაიწყება :)

ის ქალი მაგარი ვინმეა, სად დაამუღამა ეგეთი რაღაცეები
0
№14
ავტორი: Amanda Seyfried
26 ივნისი 2013 01:44
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
მოიესმა ხომ თქვა, ამდროისთვის ფორვარდი არ გვჭირდებაო და მაშასადამე კავანი უნდა გამოირიცხოს. ან რად გვინდა, და თუ ვიყიდით მაშინ 4-3-3ზე უნდა გადავეწყოთ
0
№15
ავტორი: VaRdo
26 ივნისი 2013 02:46
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
საღოლ გიო :* ისე გამიხარდება თუ საინტერესო ცნობებს ცალკე სიახლეთ ადებ :*
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№16
ავტორი: red devil
26 ივნისი 2013 07:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Cavani shansi araaa
roni shansi araaa
bale shansi araaa
iqneb tiago da strotmani mainc davitriot.
0
№17
ავტორი: ლადო
26 ივნისი 2013 07:54
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ბარსელონასთან ორჯერ წავაგეთ ფინალი და მაინც მაგარად მევასება ეგ კლუბი....ერთაერთია ვინც ესპანეთში მევასება, ხოლო რატომ ამის მიზეზეი არც მე ვიცი
0
№18
ავტორი: love united
26 ივნისი 2013 09:49
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
Vodafone
რათქმაუნდა არა,გავიხუმრე...
0
№19
ავტორი: Manchester_M
27 ივნისი 2013 11:55
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
არამგონია ვიდიჩმა მანჩესტერი დატოვოს !
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top