ფერგიუსონი რიოს და ევრას ასვენებს...
"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველები რიო ფერდინანდი და პატრის ევრა სამშაბათს, ჩემპიონთა ლიგის მატჩს "ბრაგასთან" გამოტოვებენ. ფერგიუსონმა ამის მიზეზად მათი დასვენება და პრემიერ ლიგის მომდევნო ტურისთვის ძალების აღდგენა დაასახელა. დღევანდელ პრესკონფერენციაზე ასევე ცნობილი გახდა, რომ ეშლი იანგმა ტრავმის პრობლემა აღარ აწუხებს და მისი "ბრაგასთან" თამაში შესაძლებელი იქნება.
"ფერდინანდს და ევრას ხვალ არ ვათამაშებ, კვირას "ჩელსისთან" უმნიშვნელოვანესი მატჩი გვაქვს და ვაპირებ, რომ ამ დღისთვის რამდენიმე ფეხბურთელი დავასვენო. ამ ორი მთავარი ცვლილების განხორციელება იგეგმება "ბრაგასთან" შეხვედრისთვის.
ხვალ ითამაშებს ახლადდაბრუნებული ეშლი იანგი. გუნდში გვყავს ნანი, ვალენსია, გიგზი... და კიდევ ბევრი კარგი მოთამაშე. მრავლად გვყავს ცენტრალური ნახევარმცველებიც, იმედი მაქვს, შემადგენლობას სწორად დავაკომპლექტებ.
შინჯის არ უთამაშია შაბათს, ასე, რომ მას შეუძლია ხვალინდელი მატჩისთვის მოემზადოს. "სტოკი" განსხვავებულია ყველა იმ გუნდთაგან, რომლებთანაც კაგავას უთამაშია. ის ხვალ გასამართი შეხვედრისთვის დავასვენე.
"ბრაგა" ჩემი აზრით, გასვლით მატჩებში უკეთ თამაშობს ვიდრე სახლში. ეს მათ თურქეთში, "გალათასარაის" დამარცხებით დაამტკიცეს." - განაცხადა ფერგიუსონმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე.
წყარო:
manutd.com