თბილისი:
მანჩესტერი:
22-10-2012, 18:29
ავტორი: Jubo,
ნანახია: 2687,
კომენტარები: 11
ფერდინანდი და ევრა "ბრაგასთან" არ ითამაშებენ
ფერგიუსონი რიოს და ევრას ასვენებს...
ფერდინანდი და ევრა
"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველები რიო ფერდინანდი და პატრის ევრა სამშაბათს, ჩემპიონთა ლიგის მატჩს "ბრაგასთან" გამოტოვებენ. ფერგიუსონმა ამის მიზეზად მათი დასვენება და პრემიერ ლიგის მომდევნო ტურისთვის ძალების აღდგენა დაასახელა. დღევანდელ პრესკონფერენციაზე ასევე ცნობილი გახდა, რომ ეშლი იანგმა ტრავმის პრობლემა აღარ აწუხებს და მისი "ბრაგასთან" თამაში შესაძლებელი იქნება.
"ფერდინანდს და ევრას ხვალ არ ვათამაშებ, კვირას "ჩელსისთან" უმნიშვნელოვანესი მატჩი გვაქვს და ვაპირებ, რომ ამ დღისთვის რამდენიმე ფეხბურთელი დავასვენო. ამ ორი მთავარი ცვლილების განხორციელება იგეგმება "ბრაგასთან" შეხვედრისთვის.
ხვალ ითამაშებს ახლადდაბრუნებული ეშლი იანგი. გუნდში გვყავს ნანი, ვალენსია, გიგზი... და კიდევ ბევრი კარგი მოთამაშე. მრავლად გვყავს ცენტრალური ნახევარმცველებიც, იმედი მაქვს, შემადგენლობას სწორად დავაკომპლექტებ.
შინჯის არ უთამაშია შაბათს, ასე, რომ მას შეუძლია ხვალინდელი მატჩისთვის მოემზადოს. "სტოკი" განსხვავებულია ყველა იმ გუნდთაგან, რომლებთანაც კაგავას უთამაშია. ის ხვალ გასამართი შეხვედრისთვის დავასვენე.
"ბრაგა" ჩემი აზრით, გასვლით მატჩებში უკეთ თამაშობს ვიდრე სახლში. ეს მათ თურქეთში, "გალათასარაის" დამარცხებით დაამტკიცეს." - განაცხადა ფერგიუსონმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე.

წყარო: manutd.com
ახალი ამბები, პრესკონფერენცია
11 კომენტარი
№11
ავტორი: Ví Ví
23 ოქტომბერი 2012 19:50
  • სიახლეები: 41
  • კომენტარები: 1619
ძააან მაგარ რამეს შვება ბაბუ ჩელსისითვის ძალები უნდა შევინახოთ
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top