ქვემოთ მოცემულ სტატიაში შემოგთავაზებთ, საინტერესო ცნობებსა და დღის სიახლეებს...
Mirror: რუნი დევიდ მოიესს მომავალ კვირას შეხვდება !!...
Mirror-ის თქმით "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი, - უეინ რუნი დევიდ მოიესს მომავალ კვირას შეხდება. მოგეხსენებათ უეინის გადასაბირებლად, ორი ლონდონური კლუბი - "ჩელსი" და "არსენალი" იბრძვის. თუ მოლაპარაკებები ისე არ წარიმართა, როგორც "მანჩესტერის" გულშემატკივრებსა და შეფებს სურთ 10-ნომრიანი მოთამაშე დაუყოვნებლი გაიყიდება. რუნისთვის უფრო სასურველი ვარიანტი "სტემფორდ ბრიჯზე" გადაა, მაგრამ მანკუნაინელებს მისი გაყიდვა კონკურენტ გუნდში არ სურთ, შესაბამისად თუ ინგლისელი კლუბს დატოვებს დიდი ალბათობით, ფრანგულ "პარი სენ ჟერმენში" გადავა.
"არსენალი" ამ დღეებში ფელაინს კვირის გასამრჯელოდ 88 000 ფუნტზე მეტს შესთავაზებს...
დევიდ მოიესის "მანჩესტერში" მისვლისთანავე ვარაუდობდნენ, რომ შოტლანდიელი სპეციალისტი თან წაიყვანდა მარუან ფელაინს, მაგრამ თუ ინგლისურ პრესას დავუჯერებთ ფელაინი სავარაუდოდ "მეთოფეების" გზას დაადგება. არსენ ვენგერი ჯიუტად ცდილობს "კანფეტებიდან" ბელგიელი ნახევარმცველის გადაბირებას და თავდაპირველად 25 მილიონის გადასახდელად მზად ყოფნას გამოთქვამს. მარუანს კვირის გასამრჯელოდ 88 000-ეცოტავება, რადგან თავის კლუბში ახლა 82 000-იღებს და მედიის თქმით ამ თანხას ლონდონელები უფრო გაზრდიან.
ისკო "რეალში" ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს...
"სამეფო კლუბის" წარმომადგენლებმა "მალაგასთან" მოილაპარაკეს და გადაწყდა, რომ "რეალი" ამ მართლაც უნიჭიერეს ნახევარმცველ ისკოს 30 მილიონ ევროდ იყიდის.
ევრა გამოირიცხა, აბიდალი თითქმის "მონაკოელია"
"ბარსელონას" მარცხენა დამცველი ერიკ აბიდალი ერთ კვირაში "მონაკოსთან" ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს. ეს კი იმას მიგვანიშნებს, რომ ფრანგული კლუბი "იუნაიტედის" დამცველ პატრის ევრას გადაბირებას ამიერიდან აღარ შეეცდება.
ნიკ პაუელის აგენტი: "სანამ ყველა სქოულზე საუბრობს, ყურადღებას პაუელზე გავამახვილებდი"
"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა ნახევარმცველის, - ნიკ პაუელის აგენტმა თავისი შეგირდი აქო და ადიდა. მისი განცხადებით: "სანამ ყველა პოლ სქოულზის შესახებ საუბრობს, მე ყურადღებას ნიკ პაუელზე გავამახვილებდი. დამიჯერეთ მას გუნდის წარმატებაში სერიოზული წვლილის შეტანა შეუძლია. მაღალ ბურთებზე მშვენივრად თამაშობს, მართალია წარმოუდგენელი სისწრაფით არ არის დაჯილდოვებული, მაგრამ ბურთს კარგად იმორჩილებს და ყუმბარისეული დარტყმით მოწინააღმდეგეთა კარის დალაშქვა იდეალურად შეუძლია".
1) - 1975 წელს, ერთ-ერთი რუმინული კლუბი ბრაზილიური "ატლეტიკოს" ხვდებოდა. ბრაზილიელი თავდამსხმელი დიდი სისწრაფით შევარდა მოწინააღმდეგეთა საჯარიმოში, მეკარესთან ერთი-ერთზე გავიდა და.... გოლკიპერმა ისეთი ნახტომი გააკეთა, რომ თავდასხმელი წაიქცა და ძელს თავით მიანარცხა. ძელმა ასე რომ ვთქვათ დარტყმას ვერ გაუძლო და კარი იმწამსვე წაიქცა. მსაჯს დაახლოებით 20-25 წუთი თამაშის შეწყვეტა მოუწია, რათა იქ მომუშავე მუშებს კარი შეეკეთებინათ. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თავად ბრაზილიელ თავდამსხმელს არაფერი მოსვლია, პირიქით ადგა და თამაში გააგრძელა....
2) - თურმე ავსტრალური ტურნეზე, "პრესტონში" თამაშისას გუნდმა ძალიან ცუდათ ითამაშა, რაც დევიდ მოიესმა პოლ მააკენს გადააბრალა და ღამის კლუბში დაუწყო საქმის გარჩევები... მათი ლაპარაკი მალე ჩხუბში გადაიზარდა და იქ მყოფმა საზოგადოებმა მოიესი და მაკენი ძლივს გააშველეს. დევიდს ძალიან ფიცხი ხასიათი აქვს და მისი მწვრთნელობის დროსაც რობერტო მანჩინისთანაც მოუხდა ჩხუბი, რის გამოც მსაჯმა ორივეს წითელი ბარათი უჩვენა.
P.s ანალოგიურ სტატიებს ხშირად იხილავთ, Redarmy.ge-ზე.
სიახლეები, სტატიები, ახალი ამბები, ჭორები, ინტერვიუები, ტრანსფერები, ვიდეოები, სურათები