თბილისი:
მანჩესტერი:
22-06-2013, 15:22
ავტორი: washington,
ნანახია: 3160,
კომენტარები: 20
ყველაფერი ერთად: საინტერესო ცნობები (Part2) და დღის სიახლეები
სრულიადში შემოგთავაზებთ, საინტერესო ცნობებს ფეხბურთის ირგლივ და დღის ახალ ამბებს...
ყველაფერი ერთად: საინტერესო ცნობები (Part2) და დღის სიახლეები
ქვემოთ მოცემულ სტატიაში შემოგთავაზებთ, საინტერესო ცნობებსა და დღის სიახლეებს...


Mirror: რუნი დევიდ მოიესს მომავალ კვირას შეხვდება !!...

ყველაფერი ერთად: საინტერესო ცნობები (Part2) და დღის სიახლეები

Mirror-ის თქმით "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი, - უეინ რუნი დევიდ მოიესს მომავალ კვირას შეხდება. მოგეხსენებათ უეინის გადასაბირებლად, ორი ლონდონური კლუბი - "ჩელსი" და "არსენალი" იბრძვის. თუ მოლაპარაკებები ისე არ წარიმართა, როგორც "მანჩესტერის" გულშემატკივრებსა და შეფებს სურთ 10-ნომრიანი მოთამაშე დაუყოვნებლი გაიყიდება. რუნისთვის უფრო სასურველი ვარიანტი "სტემფორდ ბრიჯზე" გადაა, მაგრამ მანკუნაინელებს მისი გაყიდვა კონკურენტ გუნდში არ სურთ, შესაბამისად თუ ინგლისელი კლუბს დატოვებს დიდი ალბათობით, ფრანგულ "პარი სენ ჟერმენში" გადავა.


"არსენალი" ამ დღეებში ფელაინს კვირის გასამრჯელოდ 88 000 ფუნტზე მეტს შესთავაზებს...

ყველაფერი ერთად: საინტერესო ცნობები (Part2) და დღის სიახლეები

დევიდ მოიესის "მანჩესტერში" მისვლისთანავე ვარაუდობდნენ, რომ შოტლანდიელი სპეციალისტი თან წაიყვანდა მარუან ფელაინს, მაგრამ თუ ინგლისურ პრესას დავუჯერებთ ფელაინი სავარაუდოდ "მეთოფეების" გზას დაადგება. არსენ ვენგერი ჯიუტად ცდილობს "კანფეტებიდან" ბელგიელი ნახევარმცველის გადაბირებას და თავდაპირველად 25 მილიონის გადასახდელად მზად ყოფნას გამოთქვამს. მარუანს კვირის გასამრჯელოდ 88 000-ეცოტავება, რადგან თავის კლუბში ახლა 82 000-იღებს და მედიის თქმით ამ თანხას ლონდონელები უფრო გაზრდიან.


ისკო "რეალში" ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს...

ყველაფერი ერთად: საინტერესო ცნობები (Part2) და დღის სიახლეები

"სამეფო კლუბის" წარმომადგენლებმა "მალაგასთან" მოილაპარაკეს და გადაწყდა, რომ "რეალი" ამ მართლაც უნიჭიერეს ნახევარმცველ ისკოს 30 მილიონ ევროდ იყიდის.


ევრა გამოირიცხა, აბიდალი თითქმის "მონაკოელია"

ყველაფერი ერთად: საინტერესო ცნობები (Part2) და დღის სიახლეები

"ბარსელონას" მარცხენა დამცველი ერიკ აბიდალი ერთ კვირაში "მონაკოსთან" ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს. ეს კი იმას მიგვანიშნებს, რომ ფრანგული კლუბი "იუნაიტედის" დამცველ პატრის ევრას გადაბირებას ამიერიდან აღარ შეეცდება.


ნიკ პაუელის აგენტი: "სანამ ყველა სქოულზე საუბრობს, ყურადღებას პაუელზე გავამახვილებდი"

ყველაფერი ერთად: საინტერესო ცნობები (Part2) და დღის სიახლეები

"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა ნახევარმცველის, - ნიკ პაუელის აგენტმა თავისი შეგირდი აქო და ადიდა. მისი განცხადებით: "სანამ ყველა პოლ სქოულზის შესახებ საუბრობს, მე ყურადღებას ნიკ პაუელზე გავამახვილებდი. დამიჯერეთ მას გუნდის წარმატებაში სერიოზული წვლილის შეტანა შეუძლია. მაღალ ბურთებზე მშვენივრად თამაშობს, მართალია წარმოუდგენელი სისწრაფით არ არის დაჯილდოვებული, მაგრამ ბურთს კარგად იმორჩილებს და ყუმბარისეული დარტყმით მოწინააღმდეგეთა კარის დალაშქვა იდეალურად შეუძლია".


გავიხსენოთ გასული სეზონის ტოპ-30 საუკეთესო გოლი.





საინტერესო ცნობები ფეხბურთის ირგვლივ (Part2)


1) - 1975 წელს, ერთ-ერთი რუმინული კლუბი ბრაზილიური "ატლეტიკოს" ხვდებოდა. ბრაზილიელი თავდამსხმელი დიდი სისწრაფით შევარდა მოწინააღმდეგეთა საჯარიმოში, მეკარესთან ერთი-ერთზე გავიდა და.... გოლკიპერმა ისეთი ნახტომი გააკეთა, რომ თავდასხმელი წაიქცა და ძელს თავით მიანარცხა. ძელმა ასე რომ ვთქვათ დარტყმას ვერ გაუძლო და კარი იმწამსვე წაიქცა. მსაჯს დაახლოებით 20-25 წუთი თამაშის შეწყვეტა მოუწია, რათა იქ მომუშავე მუშებს კარი შეეკეთებინათ. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თავად ბრაზილიელ თავდამსხმელს არაფერი მოსვლია, პირიქით ადგა და თამაში გააგრძელა....

2) - თურმე ავსტრალური ტურნეზე, "პრესტონში" თამაშისას გუნდმა ძალიან ცუდათ ითამაშა, რაც დევიდ მოიესმა პოლ მააკენს გადააბრალა და ღამის კლუბში დაუწყო საქმის გარჩევები... მათი ლაპარაკი მალე ჩხუბში გადაიზარდა და იქ მყოფმა საზოგადოებმა მოიესი და მაკენი ძლივს გააშველეს. დევიდს ძალიან ფიცხი ხასიათი აქვს და მისი მწვრთნელობის დროსაც რობერტო მანჩინისთანაც მოუხდა ჩხუბი, რის გამოც მსაჯმა ორივეს წითელი ბარათი უჩვენა.


P.s ანალოგიურ სტატიებს ხშირად იხილავთ, Redarmy.ge-ზე.
სიახლეები, სტატიები, ახალი ამბები, ჭორები, ინტერვიუები, ტრანსფერები, ვიდეოები, სურათები
20 კომენტარი
№11
ავტორი: GeorgeBest
22 ივნისი 2013 17:23
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
კარგი ხარ, ასე გააგრძელე winked
0
№12
ავტორი: Becksy
22 ივნისი 2013 17:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 176
ისკოზე გამიტყდა არადა კარგი ბიჭი იყო :Dდდ გააფუჭებენ რაა :| და რუნი იმედია დარჩებააა (( დენზელ ვცნობ შენ სტატიაას ეგრევეე :Dდდ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ || Nemanja Vidic ||
№13
ავტორი: Jubo
22 ივნისი 2013 18:23
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
აუ როგორ მომწონს ასეთი სიახლეები love საღოლ ავტორ
რუნის საკითხი მოგვარდეს პირველ რიგში, მერე მიაყოლეთ ალკანტარა და რონალდო megustamucho
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№14
ავტორი: ლადო
22 ივნისი 2013 18:55
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
საღოლ ვაშინგტონ, მაგარი სიხლეა და იმედია კიდევ გააგრძელებ ასეთების დადებას....პოუელს მინდა რომ წელს შანსი მისცენ და ძირითAდში ითამაშოს, არ მინდა რომ იჯარით გაუშვან სადმე
0
№15
ავტორი: Mike
22 ივნისი 2013 19:11
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 566
"სანამ ყველა პოლ სქოულზის შესახებ საუბრობს, მე ყურადღებას ნიკ პაუელზე გავამახვილებდი. დამიჯერეთ მას გუნდის წარმატებაში სერიოზული წვლილის შეტანა შეუძლია. მაღალ ბურთებზე მშვენივრად თამაშობს, მართალია წარმოუდგენელი სისწრაფით არ არის დაჯილდოვებული, მაგრამ ბურთს კარგად იმორჩილებს და ყუმბარისეული დარტყმით მოწინააღმდეგეთა კარის დალაშქვა იდეალურად შეუძლია".
მემგონი მოიესმა მეტი შანსი უნდა მიცეს ნიკს, მართლა ძალიან გავს ჯერარდს ეს ბიჭი და დიდი იმედი მაქს
0
№16
ავტორი: VaRdo
22 ივნისი 2013 19:57
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ნიკის იმედი მეც მაქვს და იმედია გამოაჩენს თავის შესაძლებლობების ნახევარს მაინც წელს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№17
ავტორი: frankie
22 ივნისი 2013 21:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 148
გიუშ დონე ხარ რა ძმაო :დდ, აუისკოზე გამიტყდა ძლიერდება და ძლიერდება რა რეალი :@@@
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ http://assets.sbnation.com/assets/2818167/duncanmiss.gif
№18
ავტორი: NeymaR
22 ივნისი 2013 21:40
  • სიახლეები: 5
  • კომენტარები: 553
ისკო მეცოდება :( გაფუჭდება რეალში :(

მალაგაში უნდა დარჩენილიყო არადა 3d_2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Cristiano Ronaldo | I'm Coming Home | Manchester United
№19
ავტორი: BERDI
22 ივნისი 2013 21:41
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
იბრამ და მატიცმა მაგრად შეასრულა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№20
ავტორი: washington
22 ივნისი 2013 23:40
  • სიახლეები: 179
  • კომენტარები: 383
გაიხარეთ გაიხარეთ უგრმესი მადლობა <33

ციტატა: Becksy
დენზელ ვცნობ შენ სტატიაას ეგრევეე :Dდდ

4 წელია ჩემს სტატიებს კითხულობ და რომ ვერ იცნო მოსაკვლელი იქნები :D

ციტატა: GioO_o
კარგი ხარ, ასე გააგრძელე

ციტატა: Jubo
აუ როგორ მომწონს ასეთი სიახლეები

ციტატა: Lado Ghonghadze
საღოლ ვაშინგტონ, მაგარი სიხლეა და იმედია კიდევ გააგრძელებ ასეთების დადებას...

აბა რას ვიზავ :* ... ჯერ სადახართ ეხლა ბევრი შვებულებაშია და იშვიათად იწერება თუნდაც ინტერვიუები აი მომავალი სეზონიდან პიზდეეც... უფრო ვრცლად იქნება ასეთი სტატიები დაწერილი <33 ასე რომ...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top