თბილისი:
მანჩესტერი:
19-06-2013, 14:13
ავტორი: ლადო,
ნანახია: 2529,
კომენტარები: 15
რატომ არ არის კლუბში ფელაინის ადგილი?
წელს "იუნაიტედი" შეეცდება პირველ რიგში ნახევარდაცვა გააძლიეროს და შემდეგ მიხედოს სხვა დანარჩენს, ამ სტატიაში კი ფელაინზე ვისაუბრებ...
რატომ არ არის კლუბში ფელაინის ადგილი?
"მანჩესტერ იუნაიტედის" ძალიან ბევრი გულშემატკივარი მიიჩნევს, რომ კლუბს გაძლიერება ნახევარდაცვაში ჭირდება, რადგან კლუბი დატოვა პოლ სქოულზმა. ამ სეზონში მაიკლ კერიკს ფაქტიურად არ ჰყოლია სტაბილური პარტნიორი ცენტრში. რაიან გიგზი, ტომ ქლევერლი და ფილ ჯონსი ხშირად თამაშობდნენ მაიკლის გვერდით ცენტრში, მაგრამ ვერ ერთმა ვერ შეძლო ცენტრში სტაბილურად თამაში. უმეტესად "იუნაიტედს" პრობლემა ცენტრში იმიტომ აქვს, რომ ამ პოზიციაზე არ ჰყავს ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელები. როდესაც სეზონის დასაწყისში კლუბი შეხვედრების გამართვას იწყებს, მოწინააღმდეგე თავისუფლად გადადის ხოლმე "იუნაიტედის" ნახევარზე და მას დიდი წინააღმდეგობა არ ხვდება. მაგალითად ავიღოთ მატჩი "ტოტენჰემთან", რომელიც "ეშმაკუნებმა" 3-2 წააგეს. იმ მატჩში გარეტ ბეილი უბრალოდ დაფრინავდა მინდორზე და მას ვერც ერთმა ფეხბურთელმა ხელი ვერ შეუშალა ერთხელ მაინც. საბოლოოდ კი "იუნაიტედს" ისეთი ნახევარმცველი ჭირდება, რომელიც მსფოლიო დონის ფეხბურთს თამაშობს.

დევიდ მოიესის კლუბში მოსვლის შემდეგ ძალიან ბევრი ლაპარაკი მიდიოდა იმ თემაზე, რომ მარუან ფელაინი იქნებადა შოტლანდიელი სპეციალსტის პირველი სერიოზული შენაძენი. ფიზიკურად ძლიერი მარუან ფელაინი ერთ-ერთი საუკეთესო იყო ამ სეზონში. ცოტა ხნის წინ "ევერტონის" პრზიდენტმა ცეცხლზე ნავთი დაასხა, როდესაც განაცხადა, რომ ის და მოიესი ერთმანეთს შეხვდნენ. მათ ისაუბრეს მარუან ფელაინზე, რადგან კლუბის პრეზიდენტმა მასში 23 მილიონი ფუნტი მოითხოვა. მაგრამ ამ თემაზე ბევრი ფიქრია საჭირო. მოერგება მარუანი "იუნაიტედს"?

შეიძლება ფელაინი ის არ არის ვინც კლუბს ახლა ჭირდება.

გასულ სეზონში მარუანი მეორე ფორვარდის პოზიციაზე თამაშობდა, იმ პოზიციაზე, სადაც ადრე ტიმ კეჰილი თამაშობდა. ეს სეზონი მისთვის ძალიან შედეგიანი გამოდგა, რადგან მან ამ პოზიციიდან 11 ბურთის გატანა მოახერხა მეტოქის კარში. თუ ის "იუნაიტედეში" გადავა, მას ისევ მოუწევს მოედნის ცენტრში დაბრუნება. ადრე ფელაინი ძალიან ხშირად თამაშობდა ნახევარდაცვაში, ამგრამ ამ როლში არასდროს იყო საუკეთესო. ის არ იყო საკმარისად სტაბილური და ძალიან ხშირად გადადიოდა სხვა პოზიციაზე. ბელგიელი კარგია დაცვაშიც. მას შეუძლია თამაში ისეე წაიყვანოს, როგორც ერთ დროს როი კინს მიჰყავდა ხოლმე. თუ მოიესს სურს ისეთი ფეხბურთელი, როემლსაც ეყვარება უხეშობა, მაშინ მას უკვე ჰყავს ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც არც ერთი ორთაბრძოლის არ ეშინია, ეს ფეხბურთელი ფილ ჯონსია.

"იუნაიტედს" ისეთი ნახევარმცველი ჭირდება, როემლიც კლუბს დაეხმარება წარმატების მიღწევაში და თამაშს ახალ კრეატიულობას შეჰმატებს. კლუბს ის ჭირდება ვინც ბურთს ფლანგზე შესანიშნავად გადაიტანს. ასეთი შესანიშნავი ვარიანტები კი სესკ ფაბრეგასი "ბარსელონადან" და ლუკა მოდრიჩი "რეალიდან" იქნებოდნენ. ესპანელი ზუსტად ცენტრში არ თამაშობს, ის უფრო წინაა აწეული, მაგრამ ეს მას მომენტების შექმნაში ხელს არ უშლის. იგივე შეიძლება ითქვას მოდრიჩზეც, მაგრამ უფრო არარრეალური იქნება მისი "იუნაიტედში" ხილვა, რადგან ამას "რეალი" არ დაუშვებს.

მინუსებთან ერთად ფეხბურთელს აქვს კარგი პლიუსებიც.

პირველი დავიწყოთ იქიდან, რომ მას ძალიან კარგად იცნობს მოიესი. შოტლანდიელმა იცის მარუანის ფიზიკური მდგომარება, რომ მას შეუძლია ნებისმიერ ბურთზე ბრძოლა და ასევე არ უნდა დაგვავაიწყდეს ბელგიელი სტანდარტულების დროს.

საქმე იმაშია, მოუნდება თუ არა მოიესს კლუბში თავისი ყოფილი შეგირდები მოიყვანოს და ისე ააწყოს ნახევარდაცვა, ამ კიდევ სხვა გზით წავიდეს და შეიძონოს ახალი ფეხბურთელები....
ახალი ამბები
15 კომენტარი
№1
ავტორი: ლადო
19 ივნისი 2013 14:15
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ცუდი ვარიანტი არ არის ფელაინი, მაგრამ მაინც სტორტმან ვანიჭებ უპირატესობას...
0
№2
ავტორი: Amerigo
19 ივნისი 2013 14:31
  • სიახლეები: 15
  • კომენტარები: 1181
ეს ხო კაი იქნებოდა მარა. ახლა მეც ვწერ სტატიას და ნახავთ!
0
№3
ავტორი: Luka Gelashvili
19 ივნისი 2013 14:40
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
საღოლ ლადო და რაც შეეხება ფელაინს ზედმეტად მივიჩნევ ))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№4
ავტორი: Amerigo
19 ივნისი 2013 14:58
  • სიახლეები: 15
  • კომენტარები: 1181
ამან უნდა იტამაშოს ჩვენთან კაი იქნება!
0
№5
ავტორი: Shako Jones
19 ივნისი 2013 14:59
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
ფაბრეგასის,მოდრიჩის ან ალკანტარასნაირი ფეხბურთელები გვჭირდება რა კაროჩე
0
№6
ავტორი: Red Hooligan
19 ივნისი 2013 14:59
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
პრემიერ-ლიგა კარგად იცის და უკეთესი ვარიანტია მგონი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№7
ავტორი: love united
19 ივნისი 2013 15:06
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
მე სტროტმანი მირჩევნია...უძლიერესია ბაზარი არაა,მაგრამ მაინც არ მომწონს...
0
№8
ავტორი: Amerigo
19 ივნისი 2013 16:40
  • სიახლეები: 15
  • კომენტარები: 1181
love united,
ხო მეც!
0
№9
ავტორი: GeorgeBest
19 ივნისი 2013 18:08
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მე მაინს სტროოტმანი მირჩევნია, მაგრამ ამ კაცს ბევრი პლიუსი აქვს და სულაც ა რმივიჩნევ, რომ ამის ადგილი მანჩესტერსი არ არის, თუნდაც ის რომ მეორე სართულზე შეუდარებელია, ასეთები ცოტა გვყავს ძაან. ფიზიკურად ძალიან ძლიერი და თან პრემიერ ლიგაში გამოცილებაც აქვს, შეუძლია მაღალ დონეზე თამაში და რატომ არ არის ამ კაცის ადგილი ვერ ვხდები? არ გვწირდება ჩვენ ამის გოლები, გოლის გამტანები საკმარისად არისნ, ჩვენ გვინდა მებრძოლი ფეხბურთელი ცენტრში
0
№10
ავტორი: gilmour
19 ივნისი 2013 18:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
მე პირადად ფელაინი ყველაზე მაგრა მინდა იუნაიტედში, სტროტმანიც მაგრად მინდა და გამიხარდება რათქმაუნდა თუ გადმოვა, მაგრამ მაინც ფელაინს ვანიჭებ უპირატესობას, თან ფელაინის თამაში უფრო კარგად ვიცი ვიდრე სტროტმანის. საბოლოო ჯამში ორივე მაგრად გამიხარდება რა.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top