თბილისი:
მანჩესტერი:
19-06-2013, 14:13
ავტორი: ლადო,
ნანახია: 2534,
კომენტარები: 15
რატომ არ არის კლუბში ფელაინის ადგილი?
წელს "იუნაიტედი" შეეცდება პირველ რიგში ნახევარდაცვა გააძლიეროს და შემდეგ მიხედოს სხვა დანარჩენს, ამ სტატიაში კი ფელაინზე ვისაუბრებ...
რატომ არ არის კლუბში ფელაინის ადგილი?
"მანჩესტერ იუნაიტედის" ძალიან ბევრი გულშემატკივარი მიიჩნევს, რომ კლუბს გაძლიერება ნახევარდაცვაში ჭირდება, რადგან კლუბი დატოვა პოლ სქოულზმა. ამ სეზონში მაიკლ კერიკს ფაქტიურად არ ჰყოლია სტაბილური პარტნიორი ცენტრში. რაიან გიგზი, ტომ ქლევერლი და ფილ ჯონსი ხშირად თამაშობდნენ მაიკლის გვერდით ცენტრში, მაგრამ ვერ ერთმა ვერ შეძლო ცენტრში სტაბილურად თამაში. უმეტესად "იუნაიტედს" პრობლემა ცენტრში იმიტომ აქვს, რომ ამ პოზიციაზე არ ჰყავს ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელები. როდესაც სეზონის დასაწყისში კლუბი შეხვედრების გამართვას იწყებს, მოწინააღმდეგე თავისუფლად გადადის ხოლმე "იუნაიტედის" ნახევარზე და მას დიდი წინააღმდეგობა არ ხვდება. მაგალითად ავიღოთ მატჩი "ტოტენჰემთან", რომელიც "ეშმაკუნებმა" 3-2 წააგეს. იმ მატჩში გარეტ ბეილი უბრალოდ დაფრინავდა მინდორზე და მას ვერც ერთმა ფეხბურთელმა ხელი ვერ შეუშალა ერთხელ მაინც. საბოლოოდ კი "იუნაიტედს" ისეთი ნახევარმცველი ჭირდება, რომელიც მსფოლიო დონის ფეხბურთს თამაშობს.

დევიდ მოიესის კლუბში მოსვლის შემდეგ ძალიან ბევრი ლაპარაკი მიდიოდა იმ თემაზე, რომ მარუან ფელაინი იქნებადა შოტლანდიელი სპეციალსტის პირველი სერიოზული შენაძენი. ფიზიკურად ძლიერი მარუან ფელაინი ერთ-ერთი საუკეთესო იყო ამ სეზონში. ცოტა ხნის წინ "ევერტონის" პრზიდენტმა ცეცხლზე ნავთი დაასხა, როდესაც განაცხადა, რომ ის და მოიესი ერთმანეთს შეხვდნენ. მათ ისაუბრეს მარუან ფელაინზე, რადგან კლუბის პრეზიდენტმა მასში 23 მილიონი ფუნტი მოითხოვა. მაგრამ ამ თემაზე ბევრი ფიქრია საჭირო. მოერგება მარუანი "იუნაიტედს"?

შეიძლება ფელაინი ის არ არის ვინც კლუბს ახლა ჭირდება.

გასულ სეზონში მარუანი მეორე ფორვარდის პოზიციაზე თამაშობდა, იმ პოზიციაზე, სადაც ადრე ტიმ კეჰილი თამაშობდა. ეს სეზონი მისთვის ძალიან შედეგიანი გამოდგა, რადგან მან ამ პოზიციიდან 11 ბურთის გატანა მოახერხა მეტოქის კარში. თუ ის "იუნაიტედეში" გადავა, მას ისევ მოუწევს მოედნის ცენტრში დაბრუნება. ადრე ფელაინი ძალიან ხშირად თამაშობდა ნახევარდაცვაში, ამგრამ ამ როლში არასდროს იყო საუკეთესო. ის არ იყო საკმარისად სტაბილური და ძალიან ხშირად გადადიოდა სხვა პოზიციაზე. ბელგიელი კარგია დაცვაშიც. მას შეუძლია თამაში ისეე წაიყვანოს, როგორც ერთ დროს როი კინს მიჰყავდა ხოლმე. თუ მოიესს სურს ისეთი ფეხბურთელი, როემლსაც ეყვარება უხეშობა, მაშინ მას უკვე ჰყავს ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც არც ერთი ორთაბრძოლის არ ეშინია, ეს ფეხბურთელი ფილ ჯონსია.

"იუნაიტედს" ისეთი ნახევარმცველი ჭირდება, როემლიც კლუბს დაეხმარება წარმატების მიღწევაში და თამაშს ახალ კრეატიულობას შეჰმატებს. კლუბს ის ჭირდება ვინც ბურთს ფლანგზე შესანიშნავად გადაიტანს. ასეთი შესანიშნავი ვარიანტები კი სესკ ფაბრეგასი "ბარსელონადან" და ლუკა მოდრიჩი "რეალიდან" იქნებოდნენ. ესპანელი ზუსტად ცენტრში არ თამაშობს, ის უფრო წინაა აწეული, მაგრამ ეს მას მომენტების შექმნაში ხელს არ უშლის. იგივე შეიძლება ითქვას მოდრიჩზეც, მაგრამ უფრო არარრეალური იქნება მისი "იუნაიტედში" ხილვა, რადგან ამას "რეალი" არ დაუშვებს.

მინუსებთან ერთად ფეხბურთელს აქვს კარგი პლიუსებიც.

პირველი დავიწყოთ იქიდან, რომ მას ძალიან კარგად იცნობს მოიესი. შოტლანდიელმა იცის მარუანის ფიზიკური მდგომარება, რომ მას შეუძლია ნებისმიერ ბურთზე ბრძოლა და ასევე არ უნდა დაგვავაიწყდეს ბელგიელი სტანდარტულების დროს.

საქმე იმაშია, მოუნდება თუ არა მოიესს კლუბში თავისი ყოფილი შეგირდები მოიყვანოს და ისე ააწყოს ნახევარდაცვა, ამ კიდევ სხვა გზით წავიდეს და შეიძონოს ახალი ფეხბურთელები....
ახალი ამბები
15 კომენტარი
№11
ავტორი: Ví Ví
19 ივნისი 2013 19:19
  • სიახლეები: 41
  • კომენტარები: 1619
მაინც მინდა თან ძაააან
0
№12
ავტორი: SAF
19 ივნისი 2013 21:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 692
gvinda gvinda !!!!!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა-სიტყვით დაბეჭდოთ."-1986 წელი,ფერგი.
№13
ავტორი: red devil
20 ივნისი 2013 08:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Strotmani tu davitriet es agar gvinda
0
№14
ავტორი: De_Gea
20 ივნისი 2013 11:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 0
martla ar ari amis adgili ak
0
№15
ავტორი: UTD-Rule
20 ივნისი 2013 11:47
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
სტროტმენი,სტროტმენი და ისევ სტროტმენი feel
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top