პრესაში გავრცელებული ინფორმაციით იუნაიტედის ახალმა თავკაცმა, დევიდ მოიესმა უკვე მოძებნა პოლ სქოულზის შემცვლელი. მან უკვე შეძლო ერთ-ერთი ძირითადი ტრასფერის განხორციელება. ჰოლანდიელი ნახევარმცველი უკვე არაერთხელ გამხდარა იუნაიტედის სამიზნე, ამ სატრასფერო ფანჯარაზე კი საბოლოოდ გაიფორმეს, რადგან პოლ სქოულზი წავიდა ფეხბურთიდან. დევიდ მოიესს ურთულესი მისია აკისრია, მან სერ ალექს ფერგიუსონი უნდა შეცვალოს და ახალი გუნდის შენებას ნახეარდაცვით იწყებს. კევინს შეიძლება გუნდში გამოუჩნდეს კონკურენტი კლაუდიო მარკიზიოსა და ნემანია მატიჩის სახით, თუმცა მისი ტრანსფერი უკვე განხორციელებულია. დარჩენილია უბრალო წვრილმანები მოსაგვარებელი და იუნაიტედი მას ოფიციალურად უახლოეს მომავალში წარადგენს. ის იქნება იუნაიტედის პირველი ტრანსფერი მიმდინარე წელს.
23 წლის ნახევარმცველმა შესანიშნავად იასპარეზა ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე და დიდი შთაბეჭდილება მოახდინა დევიდ მოიესის სკაუტებზე. მას საკმაოდ დიდი სათამაშო პრაქტიკა და გამოცდილება აქვს დაგროვილი. ახალგაზრდული ნაკრების გარდა, მან ჰონალდიის ეროვნულ ნაკრებში 18 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. მას ასევე 187 მატჩი დაუგროვდა ერედივიზიონში. ის ასპარეზობდა როტერდამის სპარტაში, უტრეხტში, ხოლო 2011 წელს პსვ_ში გადავიდა. კევინით ასევე დაინტერესებული იყო ლონდონის არსენალიც, თუმცა მან ოლდ ტრაფორდი ამჯობინა. იუნაიტედმა უკვე შეიძინა გილერო ვარელა, თუმცა მასთან შედარებით სტროტმანი უფრო დიდ აჟიოთაჟს გამოიწვევს იუნაიტედის ფანებში. დევიდ მოიესი ცდილობს სერ ალექსის მსგავსად ახალგაზრდა ტალანტები მოიზიდოს.
იუნაიტედი კვლავ რჩება სატრანსფერო ბაზარზე, რადგან ნახევარმცველების გარდა ეშმაკებს ვინგერი და თავდამსხმელი ესაჭიროებათ. ჯერ კიდევ გაუკვეველია უეინ რუნისა და ლუიშ ნანის მომავალი კლუბში. იუნაიტედი ააკვირდება ბენფიკას ორ ახალგაზრდას: ნემანია მატიჩსა და ნიკოლას გაიტანს. ასევე მათ უნდათ შეიძინონ რობერტ ლევანდოვსკი ან კარიმ ბენზემა.