თბილისი:
მანჩესტერი:
19-06-2013, 11:31
ავტორი: R.v.Persie,
ნანახია: 2882,
კომენტარები: 31
შეთანხმება მიღწეულია. იუნაიტედის პირველი შენაძენი კევინ სტროტმანია
იუნაიტედმა სტროტმანი 15 მილიონად შეიძინა.
შეთანხმება მიღწეულია. იუნაიტედის პირველი შენაძენი კევინ სტროტმანია
პრესაში გავრცელებული ინფორმაციით იუნაიტედის ახალმა თავკაცმა, დევიდ მოიესმა უკვე მოძებნა პოლ სქოულზის შემცვლელი. მან უკვე შეძლო ერთ-ერთი ძირითადი ტრასფერის განხორციელება. ჰოლანდიელი ნახევარმცველი უკვე არაერთხელ გამხდარა იუნაიტედის სამიზნე, ამ სატრასფერო ფანჯარაზე კი საბოლოოდ გაიფორმეს, რადგან პოლ სქოულზი წავიდა ფეხბურთიდან. დევიდ მოიესს ურთულესი მისია აკისრია, მან სერ ალექს ფერგიუსონი უნდა შეცვალოს და ახალი გუნდის შენებას ნახეარდაცვით იწყებს. კევინს შეიძლება გუნდში გამოუჩნდეს კონკურენტი კლაუდიო მარკიზიოსა და ნემანია მატიჩის სახით, თუმცა მისი ტრანსფერი უკვე განხორციელებულია. დარჩენილია უბრალო წვრილმანები მოსაგვარებელი და იუნაიტედი მას ოფიციალურად უახლოეს მომავალში წარადგენს. ის იქნება იუნაიტედის პირველი ტრანსფერი მიმდინარე წელს.

23 წლის ნახევარმცველმა შესანიშნავად იასპარეზა ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე და დიდი შთაბეჭდილება მოახდინა დევიდ მოიესის სკაუტებზე. მას საკმაოდ დიდი სათამაშო პრაქტიკა და გამოცდილება აქვს დაგროვილი. ახალგაზრდული ნაკრების გარდა, მან ჰონალდიის ეროვნულ ნაკრებში 18 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. მას ასევე 187 მატჩი დაუგროვდა ერედივიზიონში. ის ასპარეზობდა როტერდამის სპარტაში, უტრეხტში, ხოლო 2011 წელს პსვ_ში გადავიდა. კევინით ასევე დაინტერესებული იყო ლონდონის არსენალიც, თუმცა მან ოლდ ტრაფორდი ამჯობინა. იუნაიტედმა უკვე შეიძინა გილერო ვარელა, თუმცა მასთან შედარებით სტროტმანი უფრო დიდ აჟიოთაჟს გამოიწვევს იუნაიტედის ფანებში. დევიდ მოიესი ცდილობს სერ ალექსის მსგავსად ახალგაზრდა ტალანტები მოიზიდოს.

იუნაიტედი კვლავ რჩება სატრანსფერო ბაზარზე, რადგან ნახევარმცველების გარდა ეშმაკებს ვინგერი და თავდამსხმელი ესაჭიროებათ. ჯერ კიდევ გაუკვეველია უეინ რუნისა და ლუიშ ნანის მომავალი კლუბში. იუნაიტედი ააკვირდება ბენფიკას ორ ახალგაზრდას: ნემანია მატიჩსა და ნიკოლას გაიტანს. ასევე მათ უნდათ შეიძინონ რობერტ ლევანდოვსკი ან კარიმ ბენზემა.

caughtoffside.com
---
31 კომენტარი
№31
ავტორი: VaRdo
19 ივნისი 2013 21:05
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: pitt
როგორ ფიქრობ ბოლომდე არ წავიკითხავდი სტატიას და ისე დავსვავდი შეკითხვას? )))))))))) მაინც იგივე კიხთხვა მაქვს =||||


ჯერ კიდევ გაუკვეველია უეინ რუნისა და ლუიშ ნანის მომავალი კლუბში.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top