თბილისი:
მანჩესტერი:
18-06-2013, 16:49
ავტორი: Esi,
ნანახია: 2836,
კომენტარები: 19
მოიესის ბიჭები:ფლანგის შემტევები(ნაწილი მეოთხე)
სრულადში ნახავთ იმ ფლანგის შემტევებს,რომლებიც დევიდ მოიესის განკარგულებაშია...
მოიესის ბიჭები:ფლანგის შემტევები(ნაწილი მეოთხე)
ვაგრძელებთ რუბრიკას „მოიესის ბიჭები“ და ამჯერად ჯერი ფლანგის შემტევებზეა.მოგეხსენებათ,რომ მოიესი მანჩესტერ იუნაიტედს ოფიციალურად პირველ ივლისს ჩაიბარებს და ფეხბურთელები უკვე მის განკარგულებაში იქნებიან.მანჩესტერ იუნაიტედში ამჯერად 4 ფლანგის შემტევია და ასევე ახალწვეული ზაჰა,რომელიც მალე მოაწერს ოფიციალურად კონტრაქტს ხელს.

რაიან გიგზი:უკვე მრავალი წელია „უბერებელი“ რაიან გიგზი მანჩესტერ იუნაიტედის მაისურით თამაშობს.მიუხედავად მისი ასაკისა,მას კიდევ შეუძლია მაღალ დონეზე თამაში.მაგალითად,როდესაც მან გასულ სეზონში მატჩები ითამაშა,გეგონებოდა,რომ მოედანზე ახალგაზრდა გიგზი თამაშობდა.ასევე მას სერ ალექსი ხშირ შემთხვევებში ცენტრალური ნახევარმცველის მოვალეობასაც აკისრებდა ხოლმე,რომელსაც გიგზი ძალიან კარგად ასრულებდა,მაგრამ ალბათ ყველა დამეთანხმება,რომ მისი პოზიცია მაინც ფლანგზე თამაშია.

ანტონიო ვალენსია:2011/12 წლებში ის მანჩესტერ იუნაიტედის წლის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა და ამის შემდეგ ეკვადორელმა შემტევმა 7 ნომრიანი მაისური მოირგო.მაგრამ როგორც წინა სეზონმა გვაჩვენა ვალენსიამ თითქოსდა ფორმა დაკარგა და მთელი სეზონი ერთფეროვნად ჩაატარა,მაგრამ რა თქმა უნდა იყო თამაშები,სადაც თითქოსდა ძველი ვალენსია ბრუნდებაო.ამ ყველაფრის მიუხედავად ვალენსია ალბათ მაინც ერთ-ერთი საუკეთესო ფლანგელი იქნება მოიესის ხელშიც,თუ რა თქმა უნდა მანჩესტერ იუნაიტედმა ფლანგის შემტევი არ შეიძინა.

ეშლი იანგი:გასული სეზონის თითქმის ძალიან დიდი ნაწილი იანგმა ტრავმის მოშუშებას მოანდომა.ასტონ ვილადან გადმოსულმა შემტევმა პირველი პრემიერ ლიგის ტიტული სწორედ 2012/13 წლების სეზონში მოიპოვა.მას აქვს ძალიან კარგი უნარი ფლანგზე თამაშისა და მისი ერთ-ერთი მთავარი კოზირი მისი საოცარი დარტყმის შესრულების უნარია.

ნანი:2007 წლიდან ლუიშ ნანი მანჩესტერ იუნაიტედის ღირსებას იცავს.მაგრამ ბოლო წლებში მისი იუნაიტედში დარჩენა კითხვისნიშნის ქვეშ დგას.თავიდან მას ძალიან დიდ მომავალსაც უწინასწარმეტყველებდნენ.მას შეუძლია ორივე ფეხით ძალიან კარგად თამაში.მაგრამ გასულ სეზონში თითქმის არ უწევდა თამაში და ეს ყველაფერი კი იმის მანიშნებელია,რომ შესაძლოა ამ ზაფხულში მან იუნაიტედი დატოვოს.

ვილფრიდ ზაჰა:ყოფილი კრისტალ პალასის ფეხბურთელი არის ერთ-ერთი ყველაზე პროგრესირებადი ახალგაზრდა ინგლისელებს შორის.იუნაიტედმა ის 2013 წლის იანვარში შეიძინა,მაგრამ სეზონის ბოლომდე კრისტალ პალასში დატოვა და ოფიციალურად ხელს პირველ ივლისს მოაწერს კლუბთან.ასევე ახსანიშნავია ის,რომ კრისტალ პალასს ზაჰა ძალიან დაეხმარა,რომ გადმოსულიყო პრემიერ ლიგაში.

მსგავსი სიახლეები:
მოიესის ბიჭები:მეკარეები(ნაწილი პირველი)
მოიესის ბიჭები:ფლანგის მცველები(ნაწილი მეორე)
მოიესის ბიჭები:ცენტრალური მცველები(ნაწილი მესამე)
სტატიები
19 კომენტარი
№1
ავტორი: Esi
18 ივნისი 2013 16:50
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
არა ფლანგზე მაინც გვინდა ერთი ფეხბურთელი :)
0
№2
ავტორი: BERDI
18 ივნისი 2013 16:53
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
საღოლ საღOლEsi,
მაგარია ნანი და მინდა რო დარჩეს რა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№3
ავტორი: იუელი
18 ივნისი 2013 16:54
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 91
Esi,
გეთანხმები მაგრამ ვინ მოვიდეს ??
თან ერთის გაშვება მოგვიწევს გიგზი არ მინდა წავიდეს იანგი მაინც საჭიროა ნანი თანდათან ფორმაში შედის
ვალენსია ზამენაზე საჭიროა და ვინ წავიდეს?? ზაჰა ეხლა გადმოვიდა და მეორე დღესვე ხომარ გაუშვებთ ??
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ REDARMY.GE
№4
ავტორი: Esi
18 ივნისი 2013 16:55
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
იუელი,
ნანი წავა ალბათ :) ან ბეილი ან რონალდო :) ერთ-ერთი უეეჭველი მოვა :)
0
№5
ავტორი: იუელი
18 ივნისი 2013 16:56
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 91
Esi,
მაგაშიც მართალიხარ მაგრამ ნანი საყიროა მაინც
რონლადო მოვა უეჭველი

უი დამავიწყდა რო მთქვა მაგარი სიახლეა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ REDARMY.GE
№6
ავტორი: VaRdo
18 ივნისი 2013 18:30
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ყველაზე საზიზღარი ფლანგები გყავს!

საღოლ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№7
ავტორი: chakhna
18 ივნისი 2013 18:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 115
ყველაზე ცენზურები დღესდღეობით ემიუში (ზაჰას გარდა)
0
№8
ავტორი: VaRdo
18 ივნისი 2013 18:53
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: chakhna
ყველაზე ცენზურები დღესდღეობით ემიუში (ზაჰას გარდა)


გიგზი? derpwhy facepalm
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№9
ავტორი: Jubo
18 ივნისი 2013 19:57
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
აი სად დაენ*რა მოიესს wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№10
ავტორი: ლადო
18 ივნისი 2013 20:02
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
მაგარი რთული იქნება მოიესისთვის ამ სასტავის დაყენება, და ამ ფლანგელებიდან იმედაი თუ ნანი წავა ან რონი ან ბეილი მოვა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top