თბილისი:
მანჩესტერი:
18-06-2013, 16:49
ავტორი: Esi,
ნანახია: 2887,
კომენტარები: 19
მოიესის ბიჭები:ფლანგის შემტევები(ნაწილი მეოთხე)
სრულადში ნახავთ იმ ფლანგის შემტევებს,რომლებიც დევიდ მოიესის განკარგულებაშია...
მოიესის ბიჭები:ფლანგის შემტევები(ნაწილი მეოთხე)
ვაგრძელებთ რუბრიკას „მოიესის ბიჭები“ და ამჯერად ჯერი ფლანგის შემტევებზეა.მოგეხსენებათ,რომ მოიესი მანჩესტერ იუნაიტედს ოფიციალურად პირველ ივლისს ჩაიბარებს და ფეხბურთელები უკვე მის განკარგულებაში იქნებიან.მანჩესტერ იუნაიტედში ამჯერად 4 ფლანგის შემტევია და ასევე ახალწვეული ზაჰა,რომელიც მალე მოაწერს ოფიციალურად კონტრაქტს ხელს.

რაიან გიგზი:უკვე მრავალი წელია „უბერებელი“ რაიან გიგზი მანჩესტერ იუნაიტედის მაისურით თამაშობს.მიუხედავად მისი ასაკისა,მას კიდევ შეუძლია მაღალ დონეზე თამაში.მაგალითად,როდესაც მან გასულ სეზონში მატჩები ითამაშა,გეგონებოდა,რომ მოედანზე ახალგაზრდა გიგზი თამაშობდა.ასევე მას სერ ალექსი ხშირ შემთხვევებში ცენტრალური ნახევარმცველის მოვალეობასაც აკისრებდა ხოლმე,რომელსაც გიგზი ძალიან კარგად ასრულებდა,მაგრამ ალბათ ყველა დამეთანხმება,რომ მისი პოზიცია მაინც ფლანგზე თამაშია.

ანტონიო ვალენსია:2011/12 წლებში ის მანჩესტერ იუნაიტედის წლის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა და ამის შემდეგ ეკვადორელმა შემტევმა 7 ნომრიანი მაისური მოირგო.მაგრამ როგორც წინა სეზონმა გვაჩვენა ვალენსიამ თითქოსდა ფორმა დაკარგა და მთელი სეზონი ერთფეროვნად ჩაატარა,მაგრამ რა თქმა უნდა იყო თამაშები,სადაც თითქოსდა ძველი ვალენსია ბრუნდებაო.ამ ყველაფრის მიუხედავად ვალენსია ალბათ მაინც ერთ-ერთი საუკეთესო ფლანგელი იქნება მოიესის ხელშიც,თუ რა თქმა უნდა მანჩესტერ იუნაიტედმა ფლანგის შემტევი არ შეიძინა.

ეშლი იანგი:გასული სეზონის თითქმის ძალიან დიდი ნაწილი იანგმა ტრავმის მოშუშებას მოანდომა.ასტონ ვილადან გადმოსულმა შემტევმა პირველი პრემიერ ლიგის ტიტული სწორედ 2012/13 წლების სეზონში მოიპოვა.მას აქვს ძალიან კარგი უნარი ფლანგზე თამაშისა და მისი ერთ-ერთი მთავარი კოზირი მისი საოცარი დარტყმის შესრულების უნარია.

ნანი:2007 წლიდან ლუიშ ნანი მანჩესტერ იუნაიტედის ღირსებას იცავს.მაგრამ ბოლო წლებში მისი იუნაიტედში დარჩენა კითხვისნიშნის ქვეშ დგას.თავიდან მას ძალიან დიდ მომავალსაც უწინასწარმეტყველებდნენ.მას შეუძლია ორივე ფეხით ძალიან კარგად თამაში.მაგრამ გასულ სეზონში თითქმის არ უწევდა თამაში და ეს ყველაფერი კი იმის მანიშნებელია,რომ შესაძლოა ამ ზაფხულში მან იუნაიტედი დატოვოს.

ვილფრიდ ზაჰა:ყოფილი კრისტალ პალასის ფეხბურთელი არის ერთ-ერთი ყველაზე პროგრესირებადი ახალგაზრდა ინგლისელებს შორის.იუნაიტედმა ის 2013 წლის იანვარში შეიძინა,მაგრამ სეზონის ბოლომდე კრისტალ პალასში დატოვა და ოფიციალურად ხელს პირველ ივლისს მოაწერს კლუბთან.ასევე ახსანიშნავია ის,რომ კრისტალ პალასს ზაჰა ძალიან დაეხმარა,რომ გადმოსულიყო პრემიერ ლიგაში.

მსგავსი სიახლეები:
მოიესის ბიჭები:მეკარეები(ნაწილი პირველი)
მოიესის ბიჭები:ფლანგის მცველები(ნაწილი მეორე)
მოიესის ბიჭები:ცენტრალური მცველები(ნაწილი მესამე)
სტატიები
19 კომენტარი
№11
ავტორი: MANUTD FAN.
18 ივნისი 2013 21:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 494
ყველა ფლანგელი მევასება იმედი მაქ რო ნანი დარჩება და იანგი ისე დაიწყებს თამაშს როგორც ასტონ ვილაში თამაშობდა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Glory Manchester United !!!
№12
ავტორი: Zizou
18 ივნისი 2013 22:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 834
იანგი და ნანი გასაყრელები არიან...
0
№13
ავტორი: VaRdo
18 ივნისი 2013 22:47
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
იანგი და ვალენსია არიან გასაშვებები პირველ რიგში : ) ნანის უფრო დავიტოვებდი ვიდრე მაგათ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№14
ავტორი: TrueRed
18 ივნისი 2013 23:56
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 1206
იანგი და ვალენსია არიან გასაყრელები.. ნანის დავიტოვებდიი.. ზაჰას დიდი იმედი მაქვს...
0
№15
ავტორი: Lev
19 ივნისი 2013 01:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1516
VaRdo,
TrueRed,++++++

ისევ მაგათ(ვალენსია-Yლიანგი) თუ იტლინკავეს ფლანგებზე მომავალ წელს მოიესის იმედსაც დავკარგავ და ტიტულებისაც!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№16
ავტორი: red devil
19 ივნისი 2013 08:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Flangebi yvelaze susti gvyavs da cota saremontoa :D tore ver gavqachavt
0
№17
ავტორი: UTD-Rule
19 ივნისი 2013 10:35
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ერთი კარგი,გამოცდილი ფლანგის ნახევარმცველი მაინც გვჭირდება რა..
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№18
ავტორი: I L C
19 ივნისი 2013 11:49
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
ნანი დარჩეს ნეტა..
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№19
ავტორი: Ví Ví
19 ივნისი 2013 13:27
  • სიახლეები: 41
  • კომენტარები: 1619
ფლანგი ყველაზე სუსტია
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top