თბილისი:
მანჩესტერი:
17-06-2013, 10:42
ავტორი: ლადო,
ნანახია: 2425,
კომენტარები: 11
კენი დაგლიში დევიდ მოიესზე და სერ ალექსზე
კენი დაგლიში დარწმუნებულია, რომ დევიდ მოიესი სერ ალექსის იდეალური შემცვლელი იქნება...
კენი დაგლიში დევიდ მოიესზე და სერ ალექსზე
"დევიდ მოიესი ნამდვილად იმსახურებს თავის შანს "იუნაიტედში" და ამაში ეჭვი არავის ეპარება. სწორია თუ არა ეს გადაწყვეტილება, ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს. მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ის სამუშაო რაც დევიდმა "ევერტონში" გააკეთა, მას ძალიან კარგი მხრით ახასიათებს. ასე ფიქრობენ "იუნაიტედშიც"

"ამავე დროს, დევიდ მოიესს აქვს იმის საშუალება, რომ სერ ალექს ფერგიუსონს ნებისმიერ დროს თხოვოს დახმარება. შეგახსენებთ, რომ სერ ალექს ფერგიუსონი კლუბიდან არ წასულა და ის მის სისტემაში მაინც რჩება."

"მე იმ აზრს ვერ დავეთანხმები, რომ სერ ალექსის ფიგურა დევიდ მოიესზე ზეწოლას მოახდენს. ვიცი, რომ "იუნაიტედს" ძალიან დიდი ხანი უჭირდა სერ მატ ბასბის წასვლის შემდეგ. მაგრამ მაინც მგონია, რომ სერ ალექსი მაინც კარგი დამხმარე და მრჩეველი იქნება დევიდ მოიესისთვის. არ დაგავიწყდეთ შოტლანდიელის გამოცდილება, რომელიც მან "ევერტონში" მიიღო. მაგრამ მას არ აქვს ჩემპიონთა ლიგაში თამაშის გამოცდილება."

"სერ ალექსი მის საქმეში არ ჩაერევა. ის გადგება გვერძე, იქამდე სანამ თვითონ მოიესი არ მოსთხოვს დახმარებას. დარწმუნებული ვარ ისნი იმდენ ხანს ისაუბრებენ ერთად, რამდენ ხანსაც მოისეი ისურვებს."

"სერ ალექს უკვე ძალიან დიდი ხანია რაც ვიცნობ და მიხარია, რომ ის კლუბს ასეთ მაღალ ნოტაზე ტოებს. დიდი იმედი მაქვს, რომ მას ექნება ბევრი თავისუფალი დრო და ჯანმრთელობა, რომ დატკბეს ცხოვრებით და რაც მთავარია დასვენებით. მე ძალიან ბევრ გაზეთში წავიკითხე, რომ ჩემსა და სერ ალექს შორის იყო კონფლიქტი. სიმართლეა ეს ამბავი? თუ სიმართლეა, მე ამ ამბავთან დაკავშირებით არაფერი მსმენია!"

"ნებისმიერმა მწვრთნელმა პირველ რიგში საკუთარი კლუბის და მოთამაშეების ინტერესები უნდა დაიცვას. ამავე დროს, იქმნება კოფლიქტები სხვა მწვრთნელებთან და ფეხბურთელებთან. მაგრამ ეს ასეც უნდა იყოს. მაშინაც კი, როდესაც მისი გუნდი წააგებდა, მატჩის შემდგომ ის ყველას ღვინოზე ეპატიჟებოდა."

"ხალხმა მშვენივრად იცის თუ რა მხარდაჭერა გამოუცხადა მან "ლივერპულს" "ჰილსბროს" ტრაგედიის შემდეგ. მან იცის, როგორც უნდა მოიქცეს. მის ცხოვრებაში არის განსაზღვრული წესები, რომლის გადაბიჯებაც მას არ უყვარს."

"თუ მან ერთ დღეს მოიგო, მეორე დღეს მისალოცი ტელეგრამა უნდა გაუგზავნო. თუ შენ დახამრება დაგჭირდება ის ყოველთვის შენთან იქნება. ცოტა არ იყოს მიკვირს კიდეც, რომ მან კლუბიდან წასვლა ასეთ დროს გადაწყვიტა. მაგრამ მე არ გამკვირვებია, რომ მან კარიერა მაღალ ნოტაზე დაასრულა."


წყარო:http://redevils.ru
ახალი ამბები
11 კომენტარი
№1
ავტორი: ლადო
17 ივნისი 2013 10:45
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
უჰ რამდენი ილაპარაკა კენიმ დავიღალე....მოიესი ერთ ტიტულს უეჭველი მოიგებს წელს
0
№2
ავტორი: Lomsa099
17 ივნისი 2013 10:53
  • სიახლეები: 102
  • კომენტარები: 426
ერთი განაღდებული გვაქ უიგანთან :D ეპლზეც მაგარი ბრძოლა იქნება 4 ეულს სუ შეცვლილი ყავთ მწვრთნელები, მარა ჩელსის მაგმხრივ უპირატესობააქ მიჩვეულია :D
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ One Love, One Team!
Manchester United, Forever!!!
№3
ავტორი: UTD-Rule
17 ივნისი 2013 10:57
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
პირველივე ოფიციალურ მატჩში პირველი ტიტული უნდა მოიგოს love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№4
ავტორი: BERDI
17 ივნისი 2013 11:03
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
საღოლ ლადო. ველოდებით პირველ თიტულს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№5
ავტორი: creep
17 ივნისი 2013 11:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 211
დიდად არ მევასება ეს კენი მაგრამ ფაქტია სერ ალექსას უდიდესს პატივს სცემს ეს კაცი და ბევრჯერ დაამტკიცა კიდეც..... რაც შეეხება ახალ მწვრთნელს, ადრეც ვთქვი და ეხლაც გავიმეორებ არა მგონია ჩ.ლ. ზე გაუჭირდეს ამ კაცით მუს, პირიქით უფრო გავიქაჩებით.
0
№6
ავტორი: GeorgeBest
17 ივნისი 2013 11:51
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ამავე დროს, დევიდ მოიესს აქვს იმის საშუალება, რომ სერ ალექს ფერგიუსონს ნებისმიერ დროს თხოვოს დახმარება


ამით ძალიან ვიმშვიდებ თავს, ვიცი რომ, ფერგი იქვეა love

ფერგის ყველა პატივს სცემს, ძალიან მესიამოვნა დაგლიშისგან ასეტი სიტყვების მოსმენა
0
№7
ავტორი: Red Hooligan
17 ივნისი 2013 14:45
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
creep,
+1
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№8
ავტორი: Ví Ví
17 ივნისი 2013 14:53
  • სიახლეები: 41
  • კომენტარები: 1619
მოესიიის მჯერაააააააააა
0
№9
ავტორი: Amerigo
17 ივნისი 2013 17:54
  • სიახლეები: 15
  • კომენტარები: 1181
მოისი მე მჯერა!
0
№10
ავტორი: sLipa ;x
17 ივნისი 2013 18:40
  • სიახლეები: 63
  • კომენტარები: 213
ჟრუანტელმა დამიარა, კარიერის დასრულების შემდეგ გაკეთებული კომენტარების მერე ვხვდები, რომ ჩვენ ოდნავადაც ვერ ვხვდებით იმას რამხელა პატივს სცემენ სერ ალექსს ინგლისში დადანარჩენ მსოფლიოში, განსაკუთრებით კოლეგების ინტერვიუები იწვევ განსაკუთრებულ ემოციას, თან როგორი კოლეგები .. მოურინიო გვარდიოლა კენი დალგლიში ლიპი ანჩელოტი.. ამ სტატიებმა კიდევ იმას მიმახვედრა რამდენად პრინციპების ადამიანი ფერგიუსონი, ყველა ხაზგასმით ამბობს რომ თავისი წესებით ცხოვრობს რომელსაც არ გადააბიჯებს .. ბენიტესი რო ბენიტესია ისიც კიი ამბობს ამას .. ოხ ალექს არ მიატოვო გუნდიი ჯერ შენ დიდი ხანი დაგვჭირდებიი,, მაგრამ იმედია მოიესი თავს დისკომფორტში არ იგრძნობს ამის გამო, უნდა მიხვდეს რომ ეს უბრალოდ დახმარებაა და არა ვიღაცის ჩრდილში ყოფნა .. მიდი მოიეს აბა შენ იცი !! კიდე ერთხელ ვიტყვი ჟრუანტელმა დამიარა ბევრჯერ კითხვის დროს .. მადლობა ავტორს ..
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top