თბილისი:
მანჩესტერი:
17-06-2013, 10:42
ავტორი: ლადო,
ნანახია: 2427,
კომენტარები: 11
კენი დაგლიში დევიდ მოიესზე და სერ ალექსზე
კენი დაგლიში დარწმუნებულია, რომ დევიდ მოიესი სერ ალექსის იდეალური შემცვლელი იქნება...
კენი დაგლიში დევიდ მოიესზე და სერ ალექსზე
"დევიდ მოიესი ნამდვილად იმსახურებს თავის შანს "იუნაიტედში" და ამაში ეჭვი არავის ეპარება. სწორია თუ არა ეს გადაწყვეტილება, ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს. მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ის სამუშაო რაც დევიდმა "ევერტონში" გააკეთა, მას ძალიან კარგი მხრით ახასიათებს. ასე ფიქრობენ "იუნაიტედშიც"

"ამავე დროს, დევიდ მოიესს აქვს იმის საშუალება, რომ სერ ალექს ფერგიუსონს ნებისმიერ დროს თხოვოს დახმარება. შეგახსენებთ, რომ სერ ალექს ფერგიუსონი კლუბიდან არ წასულა და ის მის სისტემაში მაინც რჩება."

"მე იმ აზრს ვერ დავეთანხმები, რომ სერ ალექსის ფიგურა დევიდ მოიესზე ზეწოლას მოახდენს. ვიცი, რომ "იუნაიტედს" ძალიან დიდი ხანი უჭირდა სერ მატ ბასბის წასვლის შემდეგ. მაგრამ მაინც მგონია, რომ სერ ალექსი მაინც კარგი დამხმარე და მრჩეველი იქნება დევიდ მოიესისთვის. არ დაგავიწყდეთ შოტლანდიელის გამოცდილება, რომელიც მან "ევერტონში" მიიღო. მაგრამ მას არ აქვს ჩემპიონთა ლიგაში თამაშის გამოცდილება."

"სერ ალექსი მის საქმეში არ ჩაერევა. ის გადგება გვერძე, იქამდე სანამ თვითონ მოიესი არ მოსთხოვს დახმარებას. დარწმუნებული ვარ ისნი იმდენ ხანს ისაუბრებენ ერთად, რამდენ ხანსაც მოისეი ისურვებს."

"სერ ალექს უკვე ძალიან დიდი ხანია რაც ვიცნობ და მიხარია, რომ ის კლუბს ასეთ მაღალ ნოტაზე ტოებს. დიდი იმედი მაქვს, რომ მას ექნება ბევრი თავისუფალი დრო და ჯანმრთელობა, რომ დატკბეს ცხოვრებით და რაც მთავარია დასვენებით. მე ძალიან ბევრ გაზეთში წავიკითხე, რომ ჩემსა და სერ ალექს შორის იყო კონფლიქტი. სიმართლეა ეს ამბავი? თუ სიმართლეა, მე ამ ამბავთან დაკავშირებით არაფერი მსმენია!"

"ნებისმიერმა მწვრთნელმა პირველ რიგში საკუთარი კლუბის და მოთამაშეების ინტერესები უნდა დაიცვას. ამავე დროს, იქმნება კოფლიქტები სხვა მწვრთნელებთან და ფეხბურთელებთან. მაგრამ ეს ასეც უნდა იყოს. მაშინაც კი, როდესაც მისი გუნდი წააგებდა, მატჩის შემდგომ ის ყველას ღვინოზე ეპატიჟებოდა."

"ხალხმა მშვენივრად იცის თუ რა მხარდაჭერა გამოუცხადა მან "ლივერპულს" "ჰილსბროს" ტრაგედიის შემდეგ. მან იცის, როგორც უნდა მოიქცეს. მის ცხოვრებაში არის განსაზღვრული წესები, რომლის გადაბიჯებაც მას არ უყვარს."

"თუ მან ერთ დღეს მოიგო, მეორე დღეს მისალოცი ტელეგრამა უნდა გაუგზავნო. თუ შენ დახამრება დაგჭირდება ის ყოველთვის შენთან იქნება. ცოტა არ იყოს მიკვირს კიდეც, რომ მან კლუბიდან წასვლა ასეთ დროს გადაწყვიტა. მაგრამ მე არ გამკვირვებია, რომ მან კარიერა მაღალ ნოტაზე დაასრულა."


წყარო:http://redevils.ru
ახალი ამბები
11 კომენტარი
№11
ავტორი: ლადო
17 ივნისი 2013 19:17
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
sLipa ;x,
სად დაიკარგე სლიპა....გაიხარე, მეც ეგეთი გრძნობა მეუფლება ყოველთვის, არ შემიძლია არ დაგეთანხმო ყველაფერში...
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top