თბილისი:
მანჩესტერი:
16-06-2013, 16:24
ავტორი: ლადო,
ნანახია: 2741,
კომენტარები: 11
ვრცელი ინტერვიუ დავიდ დე ხეასთან!
ევროპის 21 წლამდელთა ჩემპიონატზე დავიდ დე ხეამ ისაუბრა პრესასთან, კერძოდ კი ჰოლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გაკეთებულ სეივებზე, სერ ალექსზე და "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალ ერაზე...
ვრცელი ინტერვიუ დავიდ დე ხეასთან!
შეგიძლიათ აღწეროთ თუ როგორ მოახერხეთ ჰოლანდიის ნაკრების წინააღმდეგ ვან დერ ჰორნას დარტყმულის მოგერიება?(საუკეთესო სეივი ამ ჩემპიონატზე, ამ დროისთვის)


მე კარის მშრალად შენახვა იმიტომ შევძელი, რომ ჩემს წინ აღმოჩნდა ერთ-ერთი მცველი. იქ, რომ არ ყოფილიყო მცველი და ყოფილიყო თავდამსხმელი, მე კარის გადარჩენას ვერ შევძლებდი.

ჰოლანდიასთან მატჩში თქვენ რამდენიმე სეივის გაკეთება მოახერხეთ?


ჯარიმიდან დარტყმული, როდესაც მე ბურთს თითი მოვარტყი და ბურთი ხარიხას მოხვდა. ეს დარტყმა ძალიან კარგად იყო შესრულებული. ასევე მე შევძელი და ახლო დისტანციიდან ავუღე მოწინააღმდეგე გუნდის თავდამსხმელს ბურთი, ეს სეივი მართლაც კარგი იყო.
ვრცელი ინტერვიუ დავიდ დე ხეასთან!


ამ ბოლო ორი წლის განმავლობაში თქვენ საუკეთესო ფეხბურთის ჩვენება დაიწყეთ


მე მომემატა გამოცდილება და თავდაჯერებულობა. ყველაფერ ამას კი "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლას უნდა ვუმადლოდე.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ თქვენ მალე გამოგიძახებენ ესპანეთის პირველ ნაკრებში

მე ეს არ ვიცი. მე მხოლოდ ის ვიცი, რომ ახლა ნაკრებში არის სამი საუკეთესო მეკარე. პირველ გუნდში მოხვედრა ნამდვილად არ იქნება ჩემთვის ადვილი. რათქმაუნდა ყველას სურს ნაკრებში გამოსვლა, მაგრამ ჩვენ პატივი უნდა ვცეთ იმ მოთამაშეებს, რომლებიც ახლა ასპარეზობენ პირველ გუნდში.
"ბარსელონაში" ამბობენ, რომ შენ ძალიან კარგი შემცვლელი იქნებოდი ვალდესისთვის, მაგრამ "იუნაიტედმა" ნამდვილად ბევრი გააკეთა თქვენთვის.

მე მადლობელი ვარ იმით, რომ "ბარსელონას" ინიციატივით მოვხვდი "ატლეტიკოში". მათგან ძალიან კარგი მხარდაჭერა მივიღე. "ატლეტიკო" და "იუნაიტედი" ეს ორი კლუბია, რომლებიც მე ძალიან მენდობიან.
ვრცელი ინტერვიუ დავიდ დე ხეასთან!

რას მოიმოქმედებდით იმ სიტუაციაში, რაშიც იკერ კასილასი აღმოჩნდა?


ამ სიტუაციაზე საუბარი ძალიან ძნელია. ყველას აქვს მძიმე პერიოდი საკუთარ კარიერაში. მაგრამ ვიცი, რომ იკერი თავის ადგილს დაუბრუნდება და ამ პრობლემასაც გადაწყვეტს.

თქვენ ყოველთვის ამბობდით, რომ იკერი მსიფლიოში საუკეთესო მეკარედ ითველბა


დიახ, რათქმაუნდა! თუ ის საუკეთესო არ არის, ერთ-ერთი საუკეთესო ნამდვილად არის. ის ჩემთვის ძალიან დიდი მაგალითია. მე ყოველთვის აღფრთოვანებული ვრჩები მისი გადაწყვვეტილებებით. იკერს ყოველთვის მიჰყავდა საკუთარი კლუბი გამარჯვებისკენ. სწორედ ეს გამოყოფს მას სხვა დანარჩენი მეკარეებისაგან.

თქვენს თავს მსოფლიოს საუკეთესო მეკარედ მიიჩნევთ?


მე ყველაფერს ვაკეთებ იმისათვის, რომ გავხდე საუკეთესო, რადგან მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებთან ერთად მიხდება თამაში. მე ძალიან მაღალ დონეზე ვთამაშობ. ეს სეზონი ჩემთვის ძალიან კარგი იყო, მაგრამ მე ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა ვარ. მე კიდევ ბევრი უნდა ვიმუშაო, რომ გავხდე მსოფლიოს საუკეთესო მეკარე.
ვრცელი ინტერვიუ დავიდ დე ხეასთან!


როგორ ხედავთ იდეალურ მეკარეს?


მე ავურევდი ვალდესის მუსაობას ფეხებით, კასლასის რეაქციას და ჩეხის ძალას. ეს იქნებოდა იდეალური მეკარე.

დევიდ მოიესს უკვე შეხვდით?


არა, არ შევხვედრილვარ. ჩვენ ერთმანეთს წინასასეწონო შეხვედრის დროს შევხვდებით. მე სულმოუთმენლად ველი მისი ერის დაწყებას "იუნაიტედში".

როგორი იქნება თქვენთვის, რომ სერ ალექსს მწვრთნელის პოსტზე ვეღარ ნახავთ?


ეს ძალიან უცნაური იქნება, რადგან ის კლუბს 26 წელი მართავდა. მაგრამ ეს ფეხბურთია. ნებისმიერი ერა სრულდება და იწყება ახალი. ჩვენ გაგვიხარდა დევიდ მოიესის მოსვლა, რადგან მასშიც ისეთიევ ენთუზიაზმია, როგორიც სერ ალექს ფერგიუსონში.

და ბოლოს თქვენ შეგიძლიათ თქვათ:"სერ ალექს ფერგიუსონი ჩემი მწვრთნელი იყო."


მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს ბედნიერება მეც მერგო. ის მთეელი დროსი საუკეთესო მწვრთნელია, რომელთანაც ვყოფილვარ და ამას ჩემს შვილებსაც და შვილიშვილებსაც მოვუყვები. მე ყოველთვის მემახსოვრება მისი რჩევა:"იყავი ვინც ხარ და იმუშავე იმაზე რაც ყველაზე კარგად გამოგდის!" მე მისი მადლიერი ვარ.
ინტერვიუები
11 კომენტარი
№1
ავტორი: ლადო
16 ივნისი 2013 16:26
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
შემიფასეთ აბაა winked დავითა სუაკეთესო მეკარე გახდება love
0
№2
ავტორი: იუელი
16 ივნისი 2013 16:29
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 91
კი კარგია მომეწონა მაგრამ სიახლე რატო წამიშალე???
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ REDARMY.GE
№3
ავტორი: AvTeX
16 ივნისი 2013 16:32
  • სიახლეები: 29
  • კომენტარები: 106
შემდეგ სეზონში პლ-ის საუკეთესო გოლკიპერი გახდება იმედია :))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "Возможно, моё кровотечение стало неизбежным, чтобы показать и напомнить им, какого цвета кровь и Манчестер" (с) Рио Фердинанд

«Юнайтед» до конца моих дней. И к черту все остальное.
№4
ავტორი: Red Hooligan
16 ივნისი 2013 17:02
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
მომავალია .
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№5
ავტორი: nika1997
16 ივნისი 2013 17:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 572
კაი კაცია
0
№6
ავტორი: TrueRed
16 ივნისი 2013 17:38
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 1206
უდიდესი მეკარე გახდება...! საუკეთესოო !
0
№7
ავტორი: GeorgeBest
16 ივნისი 2013 17:55
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ჩვენი მომავალი love

ყოჩაღ ლადო
0
№8
ავტორი: love united
16 ივნისი 2013 17:58
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
საღოლ ლადო კარგი ხარ...საინტერესო ინტერვიუა...
0
№9
ავტორი: Jubo
16 ივნისი 2013 20:16
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
ვალდესის მუშაობას ფეხებით? :დდ რა ჯანდაბად უნდა :დ
საღოლ ლადო
რა ბურთები მოხსნა love კასილასის მერე ესპანეთში ამის მაგივრად ვალდესი რანამუსით უნდა დააყენონ ძირითადში areyoukiddingme
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№10
ავტორი: red devil
16 ივნისი 2013 21:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Shen genacvale davita magari kaci xar
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top