თბილისი:
მანჩესტერი:
16-06-2013, 16:24
ავტორი: ლადო,
ნანახია: 2743,
კომენტარები: 11
ვრცელი ინტერვიუ დავიდ დე ხეასთან!
ევროპის 21 წლამდელთა ჩემპიონატზე დავიდ დე ხეამ ისაუბრა პრესასთან, კერძოდ კი ჰოლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გაკეთებულ სეივებზე, სერ ალექსზე და "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალ ერაზე...
ვრცელი ინტერვიუ დავიდ დე ხეასთან!
შეგიძლიათ აღწეროთ თუ როგორ მოახერხეთ ჰოლანდიის ნაკრების წინააღმდეგ ვან დერ ჰორნას დარტყმულის მოგერიება?(საუკეთესო სეივი ამ ჩემპიონატზე, ამ დროისთვის)


მე კარის მშრალად შენახვა იმიტომ შევძელი, რომ ჩემს წინ აღმოჩნდა ერთ-ერთი მცველი. იქ, რომ არ ყოფილიყო მცველი და ყოფილიყო თავდამსხმელი, მე კარის გადარჩენას ვერ შევძლებდი.

ჰოლანდიასთან მატჩში თქვენ რამდენიმე სეივის გაკეთება მოახერხეთ?


ჯარიმიდან დარტყმული, როდესაც მე ბურთს თითი მოვარტყი და ბურთი ხარიხას მოხვდა. ეს დარტყმა ძალიან კარგად იყო შესრულებული. ასევე მე შევძელი და ახლო დისტანციიდან ავუღე მოწინააღმდეგე გუნდის თავდამსხმელს ბურთი, ეს სეივი მართლაც კარგი იყო.
ვრცელი ინტერვიუ დავიდ დე ხეასთან!


ამ ბოლო ორი წლის განმავლობაში თქვენ საუკეთესო ფეხბურთის ჩვენება დაიწყეთ


მე მომემატა გამოცდილება და თავდაჯერებულობა. ყველაფერ ამას კი "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლას უნდა ვუმადლოდე.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ თქვენ მალე გამოგიძახებენ ესპანეთის პირველ ნაკრებში

მე ეს არ ვიცი. მე მხოლოდ ის ვიცი, რომ ახლა ნაკრებში არის სამი საუკეთესო მეკარე. პირველ გუნდში მოხვედრა ნამდვილად არ იქნება ჩემთვის ადვილი. რათქმაუნდა ყველას სურს ნაკრებში გამოსვლა, მაგრამ ჩვენ პატივი უნდა ვცეთ იმ მოთამაშეებს, რომლებიც ახლა ასპარეზობენ პირველ გუნდში.
"ბარსელონაში" ამბობენ, რომ შენ ძალიან კარგი შემცვლელი იქნებოდი ვალდესისთვის, მაგრამ "იუნაიტედმა" ნამდვილად ბევრი გააკეთა თქვენთვის.

მე მადლობელი ვარ იმით, რომ "ბარსელონას" ინიციატივით მოვხვდი "ატლეტიკოში". მათგან ძალიან კარგი მხარდაჭერა მივიღე. "ატლეტიკო" და "იუნაიტედი" ეს ორი კლუბია, რომლებიც მე ძალიან მენდობიან.
ვრცელი ინტერვიუ დავიდ დე ხეასთან!

რას მოიმოქმედებდით იმ სიტუაციაში, რაშიც იკერ კასილასი აღმოჩნდა?


ამ სიტუაციაზე საუბარი ძალიან ძნელია. ყველას აქვს მძიმე პერიოდი საკუთარ კარიერაში. მაგრამ ვიცი, რომ იკერი თავის ადგილს დაუბრუნდება და ამ პრობლემასაც გადაწყვეტს.

თქვენ ყოველთვის ამბობდით, რომ იკერი მსიფლიოში საუკეთესო მეკარედ ითველბა


დიახ, რათქმაუნდა! თუ ის საუკეთესო არ არის, ერთ-ერთი საუკეთესო ნამდვილად არის. ის ჩემთვის ძალიან დიდი მაგალითია. მე ყოველთვის აღფრთოვანებული ვრჩები მისი გადაწყვვეტილებებით. იკერს ყოველთვის მიჰყავდა საკუთარი კლუბი გამარჯვებისკენ. სწორედ ეს გამოყოფს მას სხვა დანარჩენი მეკარეებისაგან.

თქვენს თავს მსოფლიოს საუკეთესო მეკარედ მიიჩნევთ?


მე ყველაფერს ვაკეთებ იმისათვის, რომ გავხდე საუკეთესო, რადგან მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებთან ერთად მიხდება თამაში. მე ძალიან მაღალ დონეზე ვთამაშობ. ეს სეზონი ჩემთვის ძალიან კარგი იყო, მაგრამ მე ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა ვარ. მე კიდევ ბევრი უნდა ვიმუშაო, რომ გავხდე მსოფლიოს საუკეთესო მეკარე.
ვრცელი ინტერვიუ დავიდ დე ხეასთან!


როგორ ხედავთ იდეალურ მეკარეს?


მე ავურევდი ვალდესის მუსაობას ფეხებით, კასლასის რეაქციას და ჩეხის ძალას. ეს იქნებოდა იდეალური მეკარე.

დევიდ მოიესს უკვე შეხვდით?


არა, არ შევხვედრილვარ. ჩვენ ერთმანეთს წინასასეწონო შეხვედრის დროს შევხვდებით. მე სულმოუთმენლად ველი მისი ერის დაწყებას "იუნაიტედში".

როგორი იქნება თქვენთვის, რომ სერ ალექსს მწვრთნელის პოსტზე ვეღარ ნახავთ?


ეს ძალიან უცნაური იქნება, რადგან ის კლუბს 26 წელი მართავდა. მაგრამ ეს ფეხბურთია. ნებისმიერი ერა სრულდება და იწყება ახალი. ჩვენ გაგვიხარდა დევიდ მოიესის მოსვლა, რადგან მასშიც ისეთიევ ენთუზიაზმია, როგორიც სერ ალექს ფერგიუსონში.

და ბოლოს თქვენ შეგიძლიათ თქვათ:"სერ ალექს ფერგიუსონი ჩემი მწვრთნელი იყო."


მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს ბედნიერება მეც მერგო. ის მთეელი დროსი საუკეთესო მწვრთნელია, რომელთანაც ვყოფილვარ და ამას ჩემს შვილებსაც და შვილიშვილებსაც მოვუყვები. მე ყოველთვის მემახსოვრება მისი რჩევა:"იყავი ვინც ხარ და იმუშავე იმაზე რაც ყველაზე კარგად გამოგდის!" მე მისი მადლიერი ვარ.
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: Ví Ví
17 ივნისი 2013 14:51
  • სიახლეები: 41
  • კომენტარები: 1619
დათუნია ბარნი <3
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top