თბილისი:
მანჩესტერი:
16-06-2013, 13:49
ავტორი: Esi,
ნანახია: 2884,
კომენტარები: 14
მოიესის ბიჭები:მეკარეები(ნაწილი პირველი)
სრულადში ნახავთ იმ მეკარეებს,რომლებიც მოიესის განკარგულებაშია...
მოიესის ბიჭები:მეკარეები(ნაწილი პირველი)
მოგეხსენებათ დევიდ მოიესი მანჩესტერ იუნაიტედს ოფიციალურად პირველ ივლისს ჩაიბარებს.ალბათ ყველასთვის საინტერესოა რას იზამს სატრანსფერო ბაზარზე მანჩესტერ იუნაიტედი,მანამდე კი კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ის ფეხბურთელები,რომლებიც სერ ალექს ფერგიუსონმა დევიდ მოიესს დაუტოვა.მოდი დავიწყოთ მეკარეებით.რამდენიმე სიტყვით მიმოვიხილოთ ის მეკარეები,რომლებიც ამჟამად იუნაიტედში არიან.მთავარ გუნდში მოიესის განკარგულებაში გახლავთ 4 მეკარე:დავიდ დე ხეა,ანდრეს ლინდეგაარდი,ბენ ამოსი და სამ ჯონსტონი.

დავიდ დე ხეა:უმეტეს მანჩესტერ იუნაიტედის გულშემატკივარს სწორედ ამ მეკარის იმედი აქვს.ის 2011 წელს გადმოვიდა მანჩესტერ იუნაიტედში და უკვე მიიჩნევა იუნაიტედის ნომერ პირველ მეკარედ.მან შარშან შესძლო კარგი თამაშის ჩვენება და დამსახურებულადაც მოხვდა პრემიერ ლიგის წლის საუკეთსო გუნდში.

ანდერს ლინდეგაარდი:ის იბრძვის იმისათვის,რომ გახდეს იუნაიტედის ნომერ პირველი მეკარე,მაგრამ ჯერ-ჯერობით ანდერსი დე ხეას შემცვლელად გვევლინება.გასული სეზონი მას ძირითადად სათადარიგოთა სკამზე უწევდა ყოფნა,მაგრამ სერ ალექსი მას შანს მაინც აძლევდა.პრემიერ ლიგის ბოლო ტურში კი სწორედ ანდერსი იცავდა იუნაიტედის ღირსებას.

ბენ ამოსი:გასული სეზონის პირველი ნახევარი მან ჰალ სიტიში გაატარა,რომლის მწვრთნელიც სტივ ბრიუსიც გახლავთ.როდესაც იუნაიტედში დაბრუნდა მან ძირითადი ნაწილი რეზერვებში გაატარა და 21 წლამდელთა პრემიერ ლიგის ტიტულიც მოიგო.

სემ ჯონსტონი:ახალგაზრდა ინგლისელი მეკარე,რომელიც ინგლისის 21-წლამდელთა ღირსებას იცავს.მიაღწია წარმატებას ნაკრებთან ერთად.ასევე სემი ინგლისის 20-წლამდელთა ღირსებასაც იცავს.ის განიხილება,როგორც ინგლისის ასევე იუნაიტედის მომავალ მეკარედ.მას წარმატებულ კარიერას უწინასწარმეტყველებენ.

წყარო:manutd.com
სტატიები
14 კომენტარი
№1
ავტორი: Esi
16 ივნისი 2013 13:50
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
გაგრძელება იქნება lol
0
№2
ავტორი: Beckham 7
16 ივნისი 2013 14:15
  • სიახლეები: 467
  • კომენტარები: 1434
ამოსი გავუშვათ ჯობია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Why Always Redarmy.ge?
№3
ავტორი: BERDI
16 ივნისი 2013 14:27
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
საღოლ კარგია და საინტერესო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№4
ავტორი: ლადო
16 ივნისი 2013 14:36
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ამოსი, ჯონსტოუნი რავიცი რათ გვინდა...კი კარგი ბიჭები არიან, მაგრამ არ გაუმართლათ დე ხეას ერაში რო მოხვდნენ...


საღოლ გოგიტ!!!
0
№5
ავტორი: Lomsa099
16 ივნისი 2013 14:59
  • სიახლეები: 102
  • კომენტარები: 426
დევიიიდ <3
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ One Love, One Team!
Manchester United, Forever!!!
№6
ავტორი: Malboro463
16 ივნისი 2013 15:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ამოსი და ჯონსტონი გაუშვას მოესმა ჯობია კარიგ მეკარები არიან და ცოდოა. მესამე მეკარეთ ბელგიელი გადმოიყვანოს პერიერა რო ყავთ
0
№7
ავტორი: love united
16 ივნისი 2013 15:46
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
მე ამოსსაც დავტოვებდი და ჯონსტოუნსაც...ამოსი კარგი მეკარეა და ჯობია მაგაზე გაკეთდეს აქცენტი,ვიდრე ლინდეგაარდზე...
0
№8
ავტორი: Shako Jones
16 ივნისი 2013 16:10
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
დე ხეა > ლინდეგაარდი
ამოსი = ჯონსტონი <- ეს კარგი მეკარეები გვყავს
0
№9
ავტორი: Red Hooligan
16 ივნისი 2013 16:59
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
ამოსი უნდა იყოს მეორე მეკარე ))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№10
ავტორი: mindo_96
16 ივნისი 2013 17:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 191
ლინდეგაარდი გაუშვან ეგ მაინც ვეღარ მოუმატებს თამაშს და შანსი მისცეს ახალგაზრდებს ჯობია ..
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top