თბილისი:
მანჩესტერი:
16-06-2013, 13:49
ავტორი: Esi,
ნანახია: 2891,
კომენტარები: 14
მოიესის ბიჭები:მეკარეები(ნაწილი პირველი)
სრულადში ნახავთ იმ მეკარეებს,რომლებიც მოიესის განკარგულებაშია...
მოიესის ბიჭები:მეკარეები(ნაწილი პირველი)
მოგეხსენებათ დევიდ მოიესი მანჩესტერ იუნაიტედს ოფიციალურად პირველ ივლისს ჩაიბარებს.ალბათ ყველასთვის საინტერესოა რას იზამს სატრანსფერო ბაზარზე მანჩესტერ იუნაიტედი,მანამდე კი კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ის ფეხბურთელები,რომლებიც სერ ალექს ფერგიუსონმა დევიდ მოიესს დაუტოვა.მოდი დავიწყოთ მეკარეებით.რამდენიმე სიტყვით მიმოვიხილოთ ის მეკარეები,რომლებიც ამჟამად იუნაიტედში არიან.მთავარ გუნდში მოიესის განკარგულებაში გახლავთ 4 მეკარე:დავიდ დე ხეა,ანდრეს ლინდეგაარდი,ბენ ამოსი და სამ ჯონსტონი.

დავიდ დე ხეა:უმეტეს მანჩესტერ იუნაიტედის გულშემატკივარს სწორედ ამ მეკარის იმედი აქვს.ის 2011 წელს გადმოვიდა მანჩესტერ იუნაიტედში და უკვე მიიჩნევა იუნაიტედის ნომერ პირველ მეკარედ.მან შარშან შესძლო კარგი თამაშის ჩვენება და დამსახურებულადაც მოხვდა პრემიერ ლიგის წლის საუკეთსო გუნდში.

ანდერს ლინდეგაარდი:ის იბრძვის იმისათვის,რომ გახდეს იუნაიტედის ნომერ პირველი მეკარე,მაგრამ ჯერ-ჯერობით ანდერსი დე ხეას შემცვლელად გვევლინება.გასული სეზონი მას ძირითადად სათადარიგოთა სკამზე უწევდა ყოფნა,მაგრამ სერ ალექსი მას შანს მაინც აძლევდა.პრემიერ ლიგის ბოლო ტურში კი სწორედ ანდერსი იცავდა იუნაიტედის ღირსებას.

ბენ ამოსი:გასული სეზონის პირველი ნახევარი მან ჰალ სიტიში გაატარა,რომლის მწვრთნელიც სტივ ბრიუსიც გახლავთ.როდესაც იუნაიტედში დაბრუნდა მან ძირითადი ნაწილი რეზერვებში გაატარა და 21 წლამდელთა პრემიერ ლიგის ტიტულიც მოიგო.

სემ ჯონსტონი:ახალგაზრდა ინგლისელი მეკარე,რომელიც ინგლისის 21-წლამდელთა ღირსებას იცავს.მიაღწია წარმატებას ნაკრებთან ერთად.ასევე სემი ინგლისის 20-წლამდელთა ღირსებასაც იცავს.ის განიხილება,როგორც ინგლისის ასევე იუნაიტედის მომავალ მეკარედ.მას წარმატებულ კარიერას უწინასწარმეტყველებენ.

წყარო:manutd.com
სტატიები
14 კომენტარი
№11
ავტორი: TrueRed
16 ივნისი 2013 17:43
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 1206
ლინდეგაარდი მშვენიერი ზამენა მეკარეაა... ამოსს და ჯონსტონს არ გაუმართლათ, რომ დე ხეას ერაში მოხვდნენ
0
№12
ავტორი: GeorgeBest
16 ივნისი 2013 18:07
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მანჩესტერს მეკარის პრობლემა არ აქვს და არც ექნება ძალიან დიდი ხანი

უნიჭიერესი ბიჭები არიან, დე ხეა მომავალია love
0
№13
ავტორი: red devil
16 ივნისი 2013 21:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Degeas mainc ver ajobeben da ravi
0
№14
ავტორი: Ví Ví
17 ივნისი 2013 14:49
  • სიახლეები: 41
  • კომენტარები: 1619
უკვე მოიესის ბიჭწები არიან არადა რამდენიმე დღის წინ ფერგის ბიჭები ერქვათ :დ
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top