თბილისი:
მანჩესტერი:
22-10-2012, 00:04
ავტორი: Mike,
ნანახია: 3812,
კომენტარები: 26
"ალისფერი დემონი"
ეს როი კინია...
იუნაიტედის გულშემატკივრებს ყოველთვის ამაყობენ თავიანთი განუმეორებელი ლეგენდებით, მათ თავიანთი თამაშით დიდი წვლილი შეიტანეს ფეხბურთის განვითარებაში და ასევე წარუშლელი კვალი დატოვეს როგორც ისტორიაში, ასევე ჩვენს გულებში. როი კინი, ერთ-ერთი იმ ლეგენდათაგანია, რომელსაც არასდროს დაივიწყებენ, თუ მისი თამაში ერთხელ მაინც გაქვთ ნანახი, დაინახავდით რამხელა ენერგიას, ძალას, ბრძოლის ჟინს, მოგების სურვილს და თავდადებას ასხივებდა „ფანტასტიური კაპიტანი“. ჩემი აზრით „იუნაიტედის“ ისტორიაში, მასზე ძლიერი ნახევარმცველი არ ყოფილა და ბობი ჩარლტონის შემდეგ არ მგონია მასზე ძლიერი კაპიტანი მოიფიქროთ ვინმემ. ამიტომაც მანჩესტერს უყვარდა როი, როის უყვარდა „იუნაიტედი“.
Oh roy Keane, He` s A Demon
He Wears A Demon`s Hat
Coz Whern He saw Old Trafford
He said "I fancy That"
The Rest all Tried To sign Him
But he Chose The Red And White
Of World Famous Man United
Coz We`re Always Dynamite!!!

ეს ჩანტი კი ბევრ რამეზე მეტყველებს. ირლანდიელი არასდროს მიდიოდა კომპრომისზე, არ ინდობდა არც საკუთარ თავს და არც სხვებს, ჯიუტად მიილტვოდა გამარჯვებისკენ და თან „წითელი ეშმაკებიც“ მიყავდა. იგი გუნდის სული და გული იყო, როგორც მინდორზე, ასევე მის გარეთ. კლუბის საუკეთესო წლები სწორედ მას უკავშირდება. იგი დღესაც იმ პიროვნებად რჩება რომლის შეცვლაც შეუძლებელია. რატომ? იმიტომ, რომ ის განუმეორებელია, გენიალურია. როი კინის საფეხბურთო კარიერა ისე მოულოდნელად დასრულდა, რომ ქომაგებსა და ექსპერტებსაც, მხოლოდ ერთი კითხვა დაებადათ - რატომ ? თითოეული ჩვენგანი შეეგუა აზრს, რომ ის „ოლდ ტრაფორდს“ სეზონის ბოლოს დატოვებდა, მაგრამ 2005 წლის 1 ნოემბერი გახდა დღე, როცა თავის თაობის ( და არამარტო) ყველაზე დიდმა ნახევარმცველმა დატოვა „იუნაიტედი“. ბევრი ვერსია გაჩნდა მის წასვლასთან დაკავშირებით, ამბობდნენ ფერგიუსონთან და კეირუშთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდაო და სხვა, მაგრამ არსებობს მოსაზრება, რომ მიზეზი სულ სხვაა: მისი დამოკიდებულება იუნაიტედისადმი ისეთია, რომ ვერ აიტანა გუნდის ცუდი თამაში და ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ მისი პარტნიორები არ იზიარებდნენ მის სულისკვეთებას კლუბთან დაკავშირებით. ფიქრობდა, რომ მისი თანაგუნდელები მინდორზე ბოლომდე არ იხარჯებოდნენ. თუ როგორ განვითარდა რეალურად მოვლენები უცნობია, თუმცა არავის შეუძლია უარყოს ის ფაქტი, რომ ყოველთვის ისარგებლებს ქომაგების პატივისცემით და დიდი სიყვარულით. 1993 წელს კინის „იუნაიტედში“ მისვლა „ნოტინგემ ფორესტიდან“ შეაფასეს როგორც სერ ალექსის ყველაზე გონივრული და წარმატებული გადაწყვეტილება. 1993 წლის აგვისტოში „ ქარიუ როუდზე“ დებიუტიდან , მისი უკანასკნელი თამაშის ჩათვლით „ენფილდზე“, მოედანზე მხოლოდ იმ მიზნით მოქმედებდა, რომ კლუბის სიყვარული და საკუთარი პროფესიონალიზმი გამოევლინა, ყოველთვის გამოხატავდა გამარჯვების დაუოკებელ სურვილს, რის გამო მეც და ძალიან ბევრს განსაკუთრებულად გვიყვარდა. როგორც კანტონას მემკვიდრე, კაპიტნად 1997 წელს დანიშნეს, მან აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა და დიდ კაპიტნად იქცა. ბევრს არ მოწონდა მისი ნერვული აფეთქებები, თუმცა როი ამას ყოველთვის გულწრფელად აკეთებდა. ერთ-ერთ ინტერვიუში, „მანიუს“ კიდევ ერთმა ლეგენდამ, გარი ნევილმა თქვა, რომ კინი აიძულებდა მათ დაცემამდე ევარჯიშათ, მაგრამ კითხვაზე , სურს თუ არა „წითელი დემონი“ დაბრუნდეს გუნდში პასუხი დადებითი იყო, რაც ბევრის მთქმელია.1998-1999 წლების სეზონი, როი კინისთვის კარიერაში ყველაზე წარმატებული იყო, „იუნაიტედთან“ ერთად ისტორიული „ტრიბლე“ მოიგო, ჩემთვის დღესაც დაუვიწყარია მისი თამაში „დელა ალპიზე“ იუვენტუსის წინააღმდეგ, მაშინ ჩემ თავს ვკითხე, ღმერთო ნუთუ ეს ადამიანია, ნუთუ ამის გაკეთება ადამიანს შეუძლია, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა დისკვალიფიკაციის გამო ფინალს ვერ ითამაშებდა, სწორედ როიმ გაიყვანა ფინალში ჩვენი საყვარელი კლუბი. ფერგის თქმით ის საუკეთესო ფეხბურთელია ვინც ოდესმე უნახია, რასაკვირველია ეს ხმამაღალი სიტყვებია, მაგრამ სულაც არ იწვევს აგრესიას, მის ანგარიშზე 13 ჯილდოა 12 სეზონში. „იუნაიტედის“ გულშემატკივრებმა არასდროს უნდა დავივიწყოთ, როგორ გაგვიმართლა, რომ ასეთი ფეხბურთელის ხილვის საშუალება მოგვეცა საყვარელ კლუბში. მადლობ როი.მადლობ იმ ემოციებისთვის, იმ წუთებისთვის, იმ თავდადებისთვის, იმ სიყვარულისთვის რაც 12 წელი „მანჩესტერ იუნაიტედს“ აჩუქე.
სტატიები
26 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
22 ოქტომბერი 2012 00:13
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
There's Only One Keano!

კაცი, რომელსაც სგიჟემდე უყვარდა იუნაიტედი, კაცი ლეგენდა, ყველა დროის ყველაზე მაგარი კაპიტანი love ეს როი კინია...

მადლობა Mike უმაგრესია! cry2
0
№2
ავტორი: VaRdo
22 ოქტომბერი 2012 00:13
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ეს ბექემი და გარი ნევილი მყავდეს ეხლა გუნდში და ბარსა კი არა ესპანეთის ნაკრები მოვიდეს :( საღოლ მიიიკე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№3
ავტორი: ROONPERSIE
22 ოქტომბერი 2012 00:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 10
roooi love
0
№4
ავტორი: R.v.Persie
22 ოქტომბერი 2012 01:14
  • სიახლეები: 220
  • კომენტარები: 431
Roy ზოგჯერ რო არ ჭედავდე უფრო მაგარი იქნებოდი cerealguy
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
“Impossible is just a big word thrown around by small men who find it easier to live in the world they've been given than to explore the power they have to change it. Impossible is not a fact. Impossible is not a declaration. It's a dare. Impossible is potential. Impossible is temporary. Impossible is nothing.”
№5
ავტორი: UTD-Rule
22 ოქტომბერი 2012 08:11
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
საღოლ ავტორ !!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№6
ავტორი: Ví Ví
22 ოქტომბერი 2012 10:40
  • სიახლეები: 41
  • კომენტარები: 1619
აუუუუ ამის ჩხუბზე ცუდად ვხდებოდი რას უტრაკებდა ხალხს ჩემი მსაჯიც ეკიდა
0
№7
ავტორი: Xashursky
22 ოქტომბერი 2012 13:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 52
აი როგორი ფეხბურთელი აკლია მანუს,გამტრაკებელი გვინდა რა.
0
№8
ავტორი: Amanda Seyfried
22 ოქტომბერი 2012 14:16
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
ალისფერი დემონი love მაგრად ჟღერს hi2
0
№9
ავტორი: Donkirvala
22 ოქტომბერი 2012 14:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 133
მხეეც troll
0
№10
ავტორი: Jubo
22 ოქტომბერი 2012 14:50
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
საღოლ მიკე 3d_5 როი ყველა დროის საუკეთესო კაპიტანია love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top