თბილისი:
მანჩესტერი:
22-10-2012, 00:04
ავტორი: Mike,
ნანახია: 3658,
კომენტარები: 26
"ალისფერი დემონი"
ეს როი კინია...
იუნაიტედის გულშემატკივრებს ყოველთვის ამაყობენ თავიანთი განუმეორებელი ლეგენდებით, მათ თავიანთი თამაშით დიდი წვლილი შეიტანეს ფეხბურთის განვითარებაში და ასევე წარუშლელი კვალი დატოვეს როგორც ისტორიაში, ასევე ჩვენს გულებში. როი კინი, ერთ-ერთი იმ ლეგენდათაგანია, რომელსაც არასდროს დაივიწყებენ, თუ მისი თამაში ერთხელ მაინც გაქვთ ნანახი, დაინახავდით რამხელა ენერგიას, ძალას, ბრძოლის ჟინს, მოგების სურვილს და თავდადებას ასხივებდა „ფანტასტიური კაპიტანი“. ჩემი აზრით „იუნაიტედის“ ისტორიაში, მასზე ძლიერი ნახევარმცველი არ ყოფილა და ბობი ჩარლტონის შემდეგ არ მგონია მასზე ძლიერი კაპიტანი მოიფიქროთ ვინმემ. ამიტომაც მანჩესტერს უყვარდა როი, როის უყვარდა „იუნაიტედი“.
Oh roy Keane, He` s A Demon
He Wears A Demon`s Hat
Coz Whern He saw Old Trafford
He said "I fancy That"
The Rest all Tried To sign Him
But he Chose The Red And White
Of World Famous Man United
Coz We`re Always Dynamite!!!

ეს ჩანტი კი ბევრ რამეზე მეტყველებს. ირლანდიელი არასდროს მიდიოდა კომპრომისზე, არ ინდობდა არც საკუთარ თავს და არც სხვებს, ჯიუტად მიილტვოდა გამარჯვებისკენ და თან „წითელი ეშმაკებიც“ მიყავდა. იგი გუნდის სული და გული იყო, როგორც მინდორზე, ასევე მის გარეთ. კლუბის საუკეთესო წლები სწორედ მას უკავშირდება. იგი დღესაც იმ პიროვნებად რჩება რომლის შეცვლაც შეუძლებელია. რატომ? იმიტომ, რომ ის განუმეორებელია, გენიალურია. როი კინის საფეხბურთო კარიერა ისე მოულოდნელად დასრულდა, რომ ქომაგებსა და ექსპერტებსაც, მხოლოდ ერთი კითხვა დაებადათ - რატომ ? თითოეული ჩვენგანი შეეგუა აზრს, რომ ის „ოლდ ტრაფორდს“ სეზონის ბოლოს დატოვებდა, მაგრამ 2005 წლის 1 ნოემბერი გახდა დღე, როცა თავის თაობის ( და არამარტო) ყველაზე დიდმა ნახევარმცველმა დატოვა „იუნაიტედი“. ბევრი ვერსია გაჩნდა მის წასვლასთან დაკავშირებით, ამბობდნენ ფერგიუსონთან და კეირუშთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდაო და სხვა, მაგრამ არსებობს მოსაზრება, რომ მიზეზი სულ სხვაა: მისი დამოკიდებულება იუნაიტედისადმი ისეთია, რომ ვერ აიტანა გუნდის ცუდი თამაში და ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ მისი პარტნიორები არ იზიარებდნენ მის სულისკვეთებას კლუბთან დაკავშირებით. ფიქრობდა, რომ მისი თანაგუნდელები მინდორზე ბოლომდე არ იხარჯებოდნენ. თუ როგორ განვითარდა რეალურად მოვლენები უცნობია, თუმცა არავის შეუძლია უარყოს ის ფაქტი, რომ ყოველთვის ისარგებლებს ქომაგების პატივისცემით და დიდი სიყვარულით. 1993 წელს კინის „იუნაიტედში“ მისვლა „ნოტინგემ ფორესტიდან“ შეაფასეს როგორც სერ ალექსის ყველაზე გონივრული და წარმატებული გადაწყვეტილება. 1993 წლის აგვისტოში „ ქარიუ როუდზე“ დებიუტიდან , მისი უკანასკნელი თამაშის ჩათვლით „ენფილდზე“, მოედანზე მხოლოდ იმ მიზნით მოქმედებდა, რომ კლუბის სიყვარული და საკუთარი პროფესიონალიზმი გამოევლინა, ყოველთვის გამოხატავდა გამარჯვების დაუოკებელ სურვილს, რის გამო მეც და ძალიან ბევრს განსაკუთრებულად გვიყვარდა. როგორც კანტონას მემკვიდრე, კაპიტნად 1997 წელს დანიშნეს, მან აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა და დიდ კაპიტნად იქცა. ბევრს არ მოწონდა მისი ნერვული აფეთქებები, თუმცა როი ამას ყოველთვის გულწრფელად აკეთებდა. ერთ-ერთ ინტერვიუში, „მანიუს“ კიდევ ერთმა ლეგენდამ, გარი ნევილმა თქვა, რომ კინი აიძულებდა მათ დაცემამდე ევარჯიშათ, მაგრამ კითხვაზე , სურს თუ არა „წითელი დემონი“ დაბრუნდეს გუნდში პასუხი დადებითი იყო, რაც ბევრის მთქმელია.1998-1999 წლების სეზონი, როი კინისთვის კარიერაში ყველაზე წარმატებული იყო, „იუნაიტედთან“ ერთად ისტორიული „ტრიბლე“ მოიგო, ჩემთვის დღესაც დაუვიწყარია მისი თამაში „დელა ალპიზე“ იუვენტუსის წინააღმდეგ, მაშინ ჩემ თავს ვკითხე, ღმერთო ნუთუ ეს ადამიანია, ნუთუ ამის გაკეთება ადამიანს შეუძლია, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა დისკვალიფიკაციის გამო ფინალს ვერ ითამაშებდა, სწორედ როიმ გაიყვანა ფინალში ჩვენი საყვარელი კლუბი. ფერგის თქმით ის საუკეთესო ფეხბურთელია ვინც ოდესმე უნახია, რასაკვირველია ეს ხმამაღალი სიტყვებია, მაგრამ სულაც არ იწვევს აგრესიას, მის ანგარიშზე 13 ჯილდოა 12 სეზონში. „იუნაიტედის“ გულშემატკივრებმა არასდროს უნდა დავივიწყოთ, როგორ გაგვიმართლა, რომ ასეთი ფეხბურთელის ხილვის საშუალება მოგვეცა საყვარელ კლუბში. მადლობ როი.მადლობ იმ ემოციებისთვის, იმ წუთებისთვის, იმ თავდადებისთვის, იმ სიყვარულისთვის რაც 12 წელი „მანჩესტერ იუნაიტედს“ აჩუქე.
სტატიები
26 კომენტარი
№11
ავტორი: rooney-nika
22 ოქტომბერი 2012 14:53
  • სიახლეები: 23
  • კომენტარები: 351
სააღOლ მაგარია კინი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ shedis..?__ ) au ki__ ) gtkiva..?__ ) au ki__ : )) upro magrad sheyavi..!__ ) kide gtkiva..?__ ) kii__ : )) cota viwro gaaq da moitmine..!__ : )) axlac gtkiva..?__ : )) au kii__ : )) mashin dzvirpaso sxva pexsacmeli gaizome..!__: ))
№12
ავტორი: captain
22 ოქტომბერი 2012 16:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 333
love

დღეს ვინა გვყავს კაპიტანი არც კი ვიცი sad
0
№13
ავტორი: Red Hooligan
22 ოქტომბერი 2012 16:39
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
captain,
ევრა troll
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№14
ავტორი: APeX
22 ოქტომბერი 2012 16:42
  • სიახლეები: 25
  • კომენტარები: 384
საღოლ მაიკ საღოლ !

Keano - The Real Captain Fantastic ! love
0
№15
ავტორი: captain
22 ოქტომბერი 2012 16:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 333
ევრას კაპიტნობის ნიჭი არა აქვს აშკარად, მაგრამ არც სხვებს აქვთ და რას იზავენ. ისევ რუნიზე უნდა სცადონ სანამ ნორმალურ ჭკუაზეა
0
№16
ავტორი: love united
22 ოქტომბერი 2012 18:57
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
კინი... love ყველაზე მაგარი...
0
№17
ავტორი: Live
22 ოქტომბერი 2012 20:22
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 8
ყველაზე მაგარი კაპიტანიიი love
0
№18
ავტორი: EDUIN FAN_1
22 ოქტომბერი 2012 21:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3
როი კინი love ეგ და სოლჯაკერი გამორჩეულად მომწონს! gun2
0
№19
ავტორი: APeX
22 ოქტომბერი 2012 21:07
  • სიახლეები: 25
  • კომენტარები: 384
ციტატა: EDUIN FAN_1
სოლჯაკერი

areyoukiddingme
0
№20
ავტორი: Ví Ví
22 ოქტომბერი 2012 21:59
  • სიახლეები: 41
  • კომენტარები: 1619
მაგარი სიმღერა ჩაამატეთ :D დამევასა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top