თბილისი:
მანჩესტერი:
15-06-2013, 10:40
ავტორი: ლადო,
ნანახია: 3306,
კომენტარები: 31
უეინ რუნის კარიერის გაგრძელების 5 ვარიანტი!
ამ ზაფხულს ინგლისის ყველაზე დიდმა ვარსკვლავმა შესაძლოა "მანჩესტერ იუნაიტედი" დატოვოს. ახლა წარმოგიდგენთ ხუთ შესაძლო კლუბს, სადაც უეინ რუნის შეიძლება წავიდეს....
უეინ რუნის კარიერის გაგრძელების 5 ვარიანტი!
ამ სტატიაში წარმოგიდგენთ 5 კლუბს და მათზე ორ დიდ არგუმენტს ერთს ამ ტრანსფერის მომხრეს, ხოლო მეორეს საწინააღმდეგოს...

"პარი სენ–ჟერმენი"


ფრანგულ კლუბს ძალიან დიდი პრეტენზიები გაუჩნდა ევროპულ სარბიელზე, ამიტომ მათ ჭირდებათ ერთი დიდი ხმაურიანი ტრანსფერი, რომ ყველამ ამ ტრანფერის შემდეგ ეს კლუბი "რეალს" და "იუნაიტედს" გაუტოლოდეს ვარსკვლავების რაოდენობით. რუნი კი ამ როლს კარგად მოერგებოდა. თვითონ "მანჩესტერ ინაიტედის" წარმომადგენლებსაც ის უფრო აწყობთ, რომ ფეხბურთელი ფრანგულ კლუბს მიყიდონ, ვიდრე ის ისევ ინგლისურ რომელიმე გრანდში გაუშვან ან კიდევ "რეალში", როემლიც ჩემპიონთა ლიგაზე "ეშმაკუნების" დიდი მტრად ითვლება. რუნიზე "პსჟ"–ეს წარმომადგენლები მართლაც არ იტყვიან უარს.

იმისდა მიუხედავად, რომ "პსჟ" და "მონაკო" ასე გაძლიერდნენ, საფრანგეთის ლიგა მაინც ვერ არის ისეთი პრესტიჟული, როგორიცაა ინგლისის პრემიერ–ლიგა, იტალიის სერია–ა ან კიდევ ბუნდესლიგა. ამასთანავე პარიზულ კლუბში ახლა არეულობაა:კარლო ანჩელოტის მადრიდის "რეალი" უხმობს, კლუბის სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ ცხრა თვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო, ხოლო კლუბის ლიდერ ზლატან იბრაგიმოვიჩს კლუბიდან წასვლა სურს. შვედის არ წასვლის შემთხვევეაში თუ ინგლისლეი ფეხბურთელი "პსჟ"–ეს მიაშურებს, ამ ორ ფეხბურთელს შესანიშნავი დუეტი გამოუვათ შეტევაში.

"ჩელსი"


პრინციპში რუნის საზღვარ გარეთ ნახვა ძალიან არაკომფორტული იქნება ყველასთვის და თვითონ რუნისთვისაც, რადგამ მასაც არ გამოუხატია არანაირი სურვილი საზღვრებს გასცდენოდა. ანუ ყველაზე კარგი ვარიანტი თუ უეინს "იუნაიტედში" თამაში აღარ სურს ეს "ჩელსია". "მანჩესტერ სიტის" მგონი უკვე აღარ აინტერესებს რუნი, ხოლო "არსენალზე" მოგვიანებით ვისაუბრებ. "ლურჯებს" ახალი თავდამსხმელი ნამდვილად ჭირდებათ:ფერნანდო ტორესი ისევ პრობლემად რჩება, ხოლო დემბა ბა ისევ დუბლიორად ითვლება.

"ჩელსი" ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ედინსონ კავანი გადმოიბირონ, ხოლო თუ რომეუ ლუკაკაუ არ მოინდომებს სხვა კლუბში არენდით კიდევ ერთხლე წასვლას, შეიძლება ლონდონელებს აღარც დაჭირდეთ ახალი თავდამსხმელი. "რეალში" მოურინიო გამზადებულ ვარსკვლავებთან მუშაობას იყო მიჩვეული და არ მუშაობდა ისეთ ფეხბურთელებთან, რომლებსაც თავიანთი გზა ჯერ კიდევ არ ჰქონდა გაგნებული. საბოლოოდ კი მივედით ამ ისტორიის ყველაზე მთავარ მომენტთან: თუ თვითონ რუნი მოინდომებს "ჩელსიში" წასვლას, გაუშვებს "იუნაიტედი" მას კონკურენტ კლუბში?!

"არსენალი"


"კონონირების" მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა განაცხადა, რომ ნებისმიერი კლუბი ინატრებდა უეინ რუნის, ხოლო უფრო ადრე ფრანგმა მწვრთნელმა რუნის ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთლი უწოდა მთელს ინგლისში, ვინც კი ოდესმე უნდახავს. "არსენალში" რუნი მართლაც ვარსკვლავივით იქნებოდა, კლუბიც მთელ თამაშს მასზე ააწყობდა და სათადარიგოთა სკამზე არ დატოვებდნენ ჩემპიონთა ლიგის ყველაზე რთულ მატჩში. ამ ზაფხულს "კონონირები" მართლაც მზად რაიან ძალიან ბევრი ფული დახარჯონ. ინგლისური პრესა კი გვატყობინებს, რომ "არსენალმა" "ევერტონს" 22 მილიონი ფუნტი შესთავაზა ფელაინის სანაცვლოდ, ხოლო ივან გაზიდისმა კი პირდაპირ განაცხადა:"კლუბს შეუძლია რუნი იყიდოს"

არამგონია, რომ "არსენალს" უეინის ყიდვა შეძლოს, რადგან "მანჩესტერ იუნაიტედი" თუ დათანხმდება ამ ტრანსფერს, 30–35 მილიონ ფუნტზე ნაკლებად არ გაუშვებს ინგლისელს. ამას მივამატოთ ფეხბურთელის ხელფასი: პრობლემა იმაში კი არ არის, რომ რუნი იმდენ ხელფასს იღებს, რამდენსაც კასორლა, უილშერი და ვოლკოტი ერთად, არამედ იმაში, რომ თუ უეინს ამხელა თანხას გადაუხდიან, მაშინ დანარჩენი ფეხბურთელებისთვისაც არ უნდა დაიშურონ ფული.

"ბაიერნი"


შესაძლებლობა ითამაშო პლანეტის საუკეთესო კლუბში, როემლსაც ხოსეპ გვარდიოლა გწავრთნის ორმაგი სიამოვნებაა. რუნის კლუბში გომესი გაუწევს კონკურენციას. მაგრამ ბევრის აზრით ინგლისელი ამ ფეხბურთელს დაჯაბნის და ძირითადშიც ექნება ადგილი.

მიუნხენში შესაძლოა რუნის არ მოეწონოს. მოდით დავიწყოთ იქიდან, რომ ზლატან იბრაგიმოვიჩმა გვარდიოლაზე განაცხადა, რომ ის არ იბრალებს მოთამაშეებს და ძალიან დიდ ხანს ამუშავებს, ისეთ მოთამაშეებსაც, რომლებიც ძალიან ძვირფასები არიან საკუთარი კლუბისთვის. ასევე გვარდიოლა ითხოვდა ფეხბურთელებისგან მუდამ ოპტიმალურ ფორმაში ყოფილიყვნენ. ხოლო ცოტა ხნის წინ რუნი აცხადებდა, რომ ძალიან უჭირდა ჩვეულ ფორმაში ჩადგომა, რაღაც პრობლემების გამო. კიდევ ერთი ფაქტორი ისაა, რომ გერმანულ კლუბს ასევე სურს ლევანდოვსკის შეძენა და თუ მათ ის შეიძინეს, კლუბში აღმოჩნდება 3 ძლიერი თავდასხმელი. საერთოდ ძალიან ბევრი უარყოფითი მხარე გამოჩნდა, ასე რომ "ბაიერნში" წასვლა ყველაზე ცუდი ვარიანტი იქნება.

"მანჩესტერ იუნაიტედი"


რუნის სიტუაციის შეცლა სურდა, მაგრამ კლუბში მოვიდა დევიდ მოიესი, რომელსაც შეუძლია უეინის დარწმუნება, რომ კარიერა "ოლდ ტრაფორდზე" გააგრძელოს. რუნი ამ კლუბში უკვე იმდენი ხანია, რომ ძალიან რთულია ის სხვა კლუბის მაისურში წარმოიდგინო, ხოლო ორი წელი, რომელიც რუნის კონტრაქტით დარჩა სიტუაციის დაწყნარების გარანტიას გვაძლევს.

კლუბმა უეინს ორჯერ უკვე აპატია სამი წლის მანძილზე წასვლასთან დაკავშირებით აგორებული სკანდალი, ასე რომელ ფეხბურთელს გაუკეთებია. კრისტიანო რონალდოც კი უხმაუროდ წავიდა. რუნი "იუნაიტედში" ძალიან ბევრ ფულს იღებს, მაგრამ მას მაინც სუსრ წასვლა. ახლა კი "იუნაიტედი" რისკის ქვეშ დგას, თუ ისინი უეინს არ გაყიდიან მაშინ ერთი წლის შემდეგ ფეხბურთელი 28 წლის იქნება და მისი ფასი მოიმატებს, მაგრამ თუ კლუბმა ის ერთი წლის შემდეგაც ვერ გაყიდან, მაშინ ის თავისუფალი აგენტის სახით წავა კლუბიდან.

მე და ძალიან ბევრ ნამდვილ "იუნაიტედის" ფანს ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ უეინ რუნი ისევ "წითელი ეშმაკუნების" ღისრებას დაიცავს მომავალი სეზონიდან.
სტატიები
31 კომენტარი
№1
ავტორი: ლადო
15 ივნისი 2013 10:43
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
მემგონი ბოლო ვარიანტი ჯობია...შეაფასეთ, ოღონდ ჯერ წწაიკითხეთ და ისე....

აჰაა მემგონი კარგი გამომივიდა 400 yahoo2 manutd 3d_1
0
№2
ავტორი: Giorgi Kuloshvili
15 ივნისი 2013 10:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 351
რუნი მანჩესტერელია და ეს მუდამ ასე გაგრძელდება
0
№3
ავტორი: BERDI
15 ივნისი 2013 10:48
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
Lado Ghonghadze,
საღოლ საიუბილეო სიახლე ძაან მაგარი გამოგივიდა.

რუნი დარჩება თუ ჭკუა აქვს wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№4
ავტორი: Lomsa099
15 ივნისი 2013 10:49
  • სიახლეები: 102
  • კომენტარები: 426
წითელია ეს და ეგრე იქნება სულ <3
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ One Love, One Team!
Manchester United, Forever!!!
№5
ავტორი: Ví Ví
15 ივნისი 2013 10:53
  • სიახლეები: 41
  • კომენტარები: 1619
დარჩი რა შეჩემაააააააააააააა
0
№6
ავტორი: Giorgi Kuloshvili
15 ივნისი 2013 11:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 351
რუნი მანჩესტერელია და ეს მუდამ ასე გაგრძელდება
0
№7
ავტორი: VaRdo
15 ივნისი 2013 11:09
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ეს რომ დარჩება მე 100% ვარ დარწმუნებული. რონალდოს ტრანსფერზე ვარგ ადართული ეგ უნდა დავიბრუნოთ რა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№8
ავტორი: love united
15 ივნისი 2013 11:13
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
რავიცი,რავიცი...არ ვიცი,თან მგონია რომ არ წავა,თან მგონია რომ წავა...
0
№9
ავტორი: TrueRed
15 ივნისი 2013 11:30
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 1206
არამგონია რუნი წავიდეს... თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ არ წავა
0
№10
ავტორი: rookoo
15 ივნისი 2013 11:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5
არ წავა ხო თქვა კიდე 10 წელი ვაპირებ უნაიტედში თამაშსო და ეს გაზეთები კიდე რაგაც სისულელეებს ავრცელებენ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top