თბილისი:
მანჩესტერი:
15-06-2013, 10:40
ავტორი: ლადო,
ნანახია: 3308,
კომენტარები: 31
უეინ რუნის კარიერის გაგრძელების 5 ვარიანტი!
ამ ზაფხულს ინგლისის ყველაზე დიდმა ვარსკვლავმა შესაძლოა "მანჩესტერ იუნაიტედი" დატოვოს. ახლა წარმოგიდგენთ ხუთ შესაძლო კლუბს, სადაც უეინ რუნის შეიძლება წავიდეს....
უეინ რუნის კარიერის გაგრძელების 5 ვარიანტი!
ამ სტატიაში წარმოგიდგენთ 5 კლუბს და მათზე ორ დიდ არგუმენტს ერთს ამ ტრანსფერის მომხრეს, ხოლო მეორეს საწინააღმდეგოს...

"პარი სენ–ჟერმენი"


ფრანგულ კლუბს ძალიან დიდი პრეტენზიები გაუჩნდა ევროპულ სარბიელზე, ამიტომ მათ ჭირდებათ ერთი დიდი ხმაურიანი ტრანსფერი, რომ ყველამ ამ ტრანფერის შემდეგ ეს კლუბი "რეალს" და "იუნაიტედს" გაუტოლოდეს ვარსკვლავების რაოდენობით. რუნი კი ამ როლს კარგად მოერგებოდა. თვითონ "მანჩესტერ ინაიტედის" წარმომადგენლებსაც ის უფრო აწყობთ, რომ ფეხბურთელი ფრანგულ კლუბს მიყიდონ, ვიდრე ის ისევ ინგლისურ რომელიმე გრანდში გაუშვან ან კიდევ "რეალში", როემლიც ჩემპიონთა ლიგაზე "ეშმაკუნების" დიდი მტრად ითვლება. რუნიზე "პსჟ"–ეს წარმომადგენლები მართლაც არ იტყვიან უარს.

იმისდა მიუხედავად, რომ "პსჟ" და "მონაკო" ასე გაძლიერდნენ, საფრანგეთის ლიგა მაინც ვერ არის ისეთი პრესტიჟული, როგორიცაა ინგლისის პრემიერ–ლიგა, იტალიის სერია–ა ან კიდევ ბუნდესლიგა. ამასთანავე პარიზულ კლუბში ახლა არეულობაა:კარლო ანჩელოტის მადრიდის "რეალი" უხმობს, კლუბის სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ ცხრა თვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო, ხოლო კლუბის ლიდერ ზლატან იბრაგიმოვიჩს კლუბიდან წასვლა სურს. შვედის არ წასვლის შემთხვევეაში თუ ინგლისლეი ფეხბურთელი "პსჟ"–ეს მიაშურებს, ამ ორ ფეხბურთელს შესანიშნავი დუეტი გამოუვათ შეტევაში.

"ჩელსი"


პრინციპში რუნის საზღვარ გარეთ ნახვა ძალიან არაკომფორტული იქნება ყველასთვის და თვითონ რუნისთვისაც, რადგამ მასაც არ გამოუხატია არანაირი სურვილი საზღვრებს გასცდენოდა. ანუ ყველაზე კარგი ვარიანტი თუ უეინს "იუნაიტედში" თამაში აღარ სურს ეს "ჩელსია". "მანჩესტერ სიტის" მგონი უკვე აღარ აინტერესებს რუნი, ხოლო "არსენალზე" მოგვიანებით ვისაუბრებ. "ლურჯებს" ახალი თავდამსხმელი ნამდვილად ჭირდებათ:ფერნანდო ტორესი ისევ პრობლემად რჩება, ხოლო დემბა ბა ისევ დუბლიორად ითვლება.

"ჩელსი" ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ედინსონ კავანი გადმოიბირონ, ხოლო თუ რომეუ ლუკაკაუ არ მოინდომებს სხვა კლუბში არენდით კიდევ ერთხლე წასვლას, შეიძლება ლონდონელებს აღარც დაჭირდეთ ახალი თავდამსხმელი. "რეალში" მოურინიო გამზადებულ ვარსკვლავებთან მუშაობას იყო მიჩვეული და არ მუშაობდა ისეთ ფეხბურთელებთან, რომლებსაც თავიანთი გზა ჯერ კიდევ არ ჰქონდა გაგნებული. საბოლოოდ კი მივედით ამ ისტორიის ყველაზე მთავარ მომენტთან: თუ თვითონ რუნი მოინდომებს "ჩელსიში" წასვლას, გაუშვებს "იუნაიტედი" მას კონკურენტ კლუბში?!

"არსენალი"


"კონონირების" მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა განაცხადა, რომ ნებისმიერი კლუბი ინატრებდა უეინ რუნის, ხოლო უფრო ადრე ფრანგმა მწვრთნელმა რუნის ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთლი უწოდა მთელს ინგლისში, ვინც კი ოდესმე უნდახავს. "არსენალში" რუნი მართლაც ვარსკვლავივით იქნებოდა, კლუბიც მთელ თამაშს მასზე ააწყობდა და სათადარიგოთა სკამზე არ დატოვებდნენ ჩემპიონთა ლიგის ყველაზე რთულ მატჩში. ამ ზაფხულს "კონონირები" მართლაც მზად რაიან ძალიან ბევრი ფული დახარჯონ. ინგლისური პრესა კი გვატყობინებს, რომ "არსენალმა" "ევერტონს" 22 მილიონი ფუნტი შესთავაზა ფელაინის სანაცვლოდ, ხოლო ივან გაზიდისმა კი პირდაპირ განაცხადა:"კლუბს შეუძლია რუნი იყიდოს"

არამგონია, რომ "არსენალს" უეინის ყიდვა შეძლოს, რადგან "მანჩესტერ იუნაიტედი" თუ დათანხმდება ამ ტრანსფერს, 30–35 მილიონ ფუნტზე ნაკლებად არ გაუშვებს ინგლისელს. ამას მივამატოთ ფეხბურთელის ხელფასი: პრობლემა იმაში კი არ არის, რომ რუნი იმდენ ხელფასს იღებს, რამდენსაც კასორლა, უილშერი და ვოლკოტი ერთად, არამედ იმაში, რომ თუ უეინს ამხელა თანხას გადაუხდიან, მაშინ დანარჩენი ფეხბურთელებისთვისაც არ უნდა დაიშურონ ფული.

"ბაიერნი"


შესაძლებლობა ითამაშო პლანეტის საუკეთესო კლუბში, როემლსაც ხოსეპ გვარდიოლა გწავრთნის ორმაგი სიამოვნებაა. რუნის კლუბში გომესი გაუწევს კონკურენციას. მაგრამ ბევრის აზრით ინგლისელი ამ ფეხბურთელს დაჯაბნის და ძირითადშიც ექნება ადგილი.

მიუნხენში შესაძლოა რუნის არ მოეწონოს. მოდით დავიწყოთ იქიდან, რომ ზლატან იბრაგიმოვიჩმა გვარდიოლაზე განაცხადა, რომ ის არ იბრალებს მოთამაშეებს და ძალიან დიდ ხანს ამუშავებს, ისეთ მოთამაშეებსაც, რომლებიც ძალიან ძვირფასები არიან საკუთარი კლუბისთვის. ასევე გვარდიოლა ითხოვდა ფეხბურთელებისგან მუდამ ოპტიმალურ ფორმაში ყოფილიყვნენ. ხოლო ცოტა ხნის წინ რუნი აცხადებდა, რომ ძალიან უჭირდა ჩვეულ ფორმაში ჩადგომა, რაღაც პრობლემების გამო. კიდევ ერთი ფაქტორი ისაა, რომ გერმანულ კლუბს ასევე სურს ლევანდოვსკის შეძენა და თუ მათ ის შეიძინეს, კლუბში აღმოჩნდება 3 ძლიერი თავდასხმელი. საერთოდ ძალიან ბევრი უარყოფითი მხარე გამოჩნდა, ასე რომ "ბაიერნში" წასვლა ყველაზე ცუდი ვარიანტი იქნება.

"მანჩესტერ იუნაიტედი"


რუნის სიტუაციის შეცლა სურდა, მაგრამ კლუბში მოვიდა დევიდ მოიესი, რომელსაც შეუძლია უეინის დარწმუნება, რომ კარიერა "ოლდ ტრაფორდზე" გააგრძელოს. რუნი ამ კლუბში უკვე იმდენი ხანია, რომ ძალიან რთულია ის სხვა კლუბის მაისურში წარმოიდგინო, ხოლო ორი წელი, რომელიც რუნის კონტრაქტით დარჩა სიტუაციის დაწყნარების გარანტიას გვაძლევს.

კლუბმა უეინს ორჯერ უკვე აპატია სამი წლის მანძილზე წასვლასთან დაკავშირებით აგორებული სკანდალი, ასე რომელ ფეხბურთელს გაუკეთებია. კრისტიანო რონალდოც კი უხმაუროდ წავიდა. რუნი "იუნაიტედში" ძალიან ბევრ ფულს იღებს, მაგრამ მას მაინც სუსრ წასვლა. ახლა კი "იუნაიტედი" რისკის ქვეშ დგას, თუ ისინი უეინს არ გაყიდიან მაშინ ერთი წლის შემდეგ ფეხბურთელი 28 წლის იქნება და მისი ფასი მოიმატებს, მაგრამ თუ კლუბმა ის ერთი წლის შემდეგაც ვერ გაყიდან, მაშინ ის თავისუფალი აგენტის სახით წავა კლუბიდან.

მე და ძალიან ბევრ ნამდვილ "იუნაიტედის" ფანს ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ უეინ რუნი ისევ "წითელი ეშმაკუნების" ღისრებას დაიცავს მომავალი სეზონიდან.
სტატიები
31 კომენტარი
№11
ავტორი: NUGI
15 ივნისი 2013 11:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 320
თუ წასვლა უნდა წავიდეს

foreveralonehappy foreveralonehappy manutd gun2 არ წავა მგონი
0
№12
ავტორი: mindo_96
15 ივნისი 2013 11:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 191
ამ ჩამოთვლილი გუნდებიდან არცერთში არ გადავა თუ წავა რეალში წავა ალბათ
0
№13
ავტორი: Shako Jones
15 ივნისი 2013 12:16
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
როგორც მოუმ თქვა თუ ბედნიერება უნდა რატო უნდა გადავიდეს არსენალში?

აი რატო ?
0
№14
ავტორი: Game Face
15 ივნისი 2013 12:28
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 66
კარგია ავტორ კარგად წერ მარა აშკარად არ გინდა რუნის წასვლა :DDD
0
№15
ავტორი: red devil
15 ივნისი 2013 12:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Au eset rames nuga wert gaskda guli da kide es minda? :-D
0
№16
ავტორი: don_vini
15 ივნისი 2013 12:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1279
კარგი სიახლეა საინტერესო.დიდი ალბათობაა რომ მანჩესტერში დარჩება რუნი..მე ამაში დაწრუმებული ვარ..
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ o.kazakhashvili
№17
ავტორი: ლადო
15 ივნისი 2013 12:39
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
Game Face,
რა ვიცი აბა ვის უნდა ეხლა აქედან რუნი რო წავიდეს
0
№18
ავტორი: Game Face
15 ივნისი 2013 12:58
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 66
Lado Ghonghadze,

მართალი ხარ.. რუნის კიდე ვერ აფასებენ.. რუნი ყველაფერს აკეთებს მოედანზე.. ერთი მეკარე არაა თორე დანარჩენი ყველგანაა.. დაცვაში ნახევარდაცვაში თავდასხმაში, ბურთს ეგ ათამაშებს, ზემოთ ააქვს ფლანგრბზე ანაწილებს.. რო წავიდეს მოიშლება გუნდი
0
№19
ავტორი: იუელი
15 ივნისი 2013 13:01
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 91
რუნი არსადაა წამსვლელი ვააა
ვერ გავაგებინე ამ ხალხს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ REDARMY.GE
№20
ავტორი: Jubo
15 ივნისი 2013 13:05
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
ბოლო ვარიანტი აშკარად საუკეთესოა megustamucho
საღოლ ლადო, გილოცავ მეოთხასეს smile
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top