თბილისი:
მანჩესტერი:
12-06-2013, 15:47
ავტორი: ლადო,
ნანახია: 2060,
კომენტარები: 15
ვინ არის გილერმო ვარელა?
მას შემდეგ, რაც 20 წლის მცველმა 5 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი "იუნაიტედთან", კლუბის ოფიციალურმა საიტმა გადაწყვიტა მეტი ინფორმაცია მოეწოდებინათ გულშემატკივრებისთვის ამ ბიჭზე...
ვინ არის გილერმო ვარელა?
როგორი ტიპის მოთამაშედ ითვლება გილერმო?


ის არის სწრაფი, აგრესიული მარჯვენა მცველი, რომელიც ძალიან კარგად მოქმედებს დაცვაში. ეს გამოყოფს მას ყველა სამხრეთამერიკელი მცველისგან, რომელიბსაც დაცვაზე მეტად შეტევა უყვართ და ვინგერის როლსაც ითავისებენ.

რა ითვლება მის ძლიერ მხარეებად?


მისი დაცვაში მოქმედების გარდა, ის არის ასევე ძალიან ცივსისხლიანი ფეხბურთელი და მისი მდგომარეობიდან გამოყვანაც ძალიან ძნელია. ის ძალიან კარგად კითხულობს თამაშს და უმეტესად მის ინტელექტს იყენებს.

რის სწავლა დასჭირდება მას პირვე რიგში?


მას თავისი სისწრაფე ხელს უწყობს შეტევის გაგრძელებაში, მაგრამ მას არ აქვს ის შესაძლებლობები, რაც შემტევს აქვს. სწორედ ამის სწავლა მოუწევს მას "ოლდ ტრაფორდზე".

რატომ არ თამაშობდა ის "პენიაროლში" რეგულარულად?


"პენიაროლის" მთავარი მწვრთნელი ხორხე და სილვა 2012 წლის თებერვალში ჩაუდგა კლუბს სათავეში და ყოფილი კლუბიდან რამოდენიმე ფეხბურთელი გადმოიყვანა. ამან კი შეამცირა მისი თამაშის დრო.

როდის გახდა ის "იუნაიტედის" სამიზნე?


კლუბის საკუტებმა ის მაშინ შეამჩნის, როდესაც ურუგვაის 20 წლამდელთა ნაკრებში გამოდიოდა მსოფლიოს ჩემპიონატზე არგენტინაში. მაშინ ის კარგად არ იცნობდა თავის თანაგუნდელებს, მაგრამ პირველივე თამაშში შესანიშნავად გაუგო მათ. რთული ცხრილისა და მწველი მზის მიუხედავად, მან გამოავლიანა ძალიან კარგი ხასიათი და ბოლომდე იბრძოლა, რაც ბევრმა სხვა ფეხბურთელმა ვერ გააკეთა.

როგორი იყო ის კარინგტონის ბაზაზე?


მან პირველ გუნდთან ზუსტად ათი დღე გაატარა. მან ძალიან დიდი გამოცდილება მიიღო, რადგან პირველი გუნდის ფეხბურთელებთან მოუწია ვარჯიში. თუ შენ არ გაქვს საკმარისი დონე, ისეთ მწვრთნელზე ვერ მოახდენდი შთაბეჭდილებას, როგორიცაა სერ ალექს ფერგიუსონი.

"იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელებიდან ვის შეადარებდით მას?


იმისდა მიუხედავად, რომ ის ჯერ ფიზიკურად სუსტია, მაინც გაბრიელ ჰაინცეს შევადარებდი. თუ ის ისევე ითამაშებს, როგორც ერთ დროს არგენტინელმა ითამაშა, ეს მას ძალიან წაადგება.

უცხო ქვეყანაში მალე ადაპტირდება ვარელა?


"ოლდ ტრაფორდზე" თამაშობენ ახალგაზრდა ბიჭები, რომელიბიც ესპანურად ლაპარაკობენ, ესენი არიან დავიდ დე ხეა, ჩიჩარიტო და ანხელო ენრიკესი. მათი დახმარებით ის მალე ისწავლის ინგლისურ ენას და მიეჩვევა მანჩესტერში ცხოვრებას. ჩიჩარიტომ მას ძალიან დაეხმარა გასინჯვებზე, რადგან ის მწვრთნელების დავალებებს უთარგმნიდა მას.

და ბოლოს რა იქნება მომავალში?


ახლა მას მსოფლიოს ჩემპიონატი ელის U20 წლამდელებში, რომელიც 21 ივნისიდან 13 ივლისამდე გაგრძელდება. ამ ტურნირზე ის შეხვდება "იუნაიტედის" რამოდენიმე წარმომადგენელს. ვარელას გარდა კიდევ ტურნირზე გამოვა ანხელო ენრიკესია, ტომ ტორპი, სემ ჯონსტოუნი და ლარენ კოული. კლუბის წარმომადგენლები ამ ბიჭებს დააკვირდებიან.



წყარო:http://www.manutd.ru
ახალი ამბები
15 კომენტარი
№1
ავტორი: ლადო
12 ივნისი 2013 15:50
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ეტყობა კარგი ბიჭია, რავიცი როჯამ კარგად ილაპარაკა ნიჭიერია და რავიცი, ვნახავთ შემდეგ სეზონში...
0
№2
ავტორი: love united
12 ივნისი 2013 16:20
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
არ ვიცი...შემდეგ წელს შევაფასებ ამის შესაძლებობებს...
0
№3
ავტორი: BERDI
12 ივნისი 2013 16:30
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
ყოველ შემთხვევაში ტყუილად მანჩესტერი არ იყიდდა ამას
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№4
ავტორი: VaRdo
12 ივნისი 2013 16:35
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
თუ ჰანცი იქნება ეხლავე გაუშვიტ wink ვნახოთ აბა რა გაამოვა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№5
ავტორი: chudikone
12 ივნისი 2013 16:39
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
საინტერესო სტატიაა ნამდილად, ცოტა რაღაც მაინც გავიგე ამაზე.. იმედია გაამართლებს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№6
ავტორი: m-an-united
12 ივნისი 2013 17:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 598
vnaxot vnaxot :))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Thank you Sir Alex !!
№7
ავტორი: UTD-Rule
12 ივნისი 2013 17:47
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ვნახოთ რას იზამს,იქნებ მართლა შეუძლია სასწაულის მოხდენა...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№8
ავტორი: red devil
12 ივნისი 2013 17:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Iq ver xvdeboda dziritadshi da manushi rafikas amoagdebs? Ravici ravici
0
№9
ავტორი: red devils ...
12 ივნისი 2013 18:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 186
იმედებს იმედია არ გაგვიცრუებსსსს :DD
0
№10
ავტორი: იუელი
12 ივნისი 2013 18:51
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 91
იმედია გაამართლებს მომავალ სეზონში შევაფასოთ ჯობია თან ვნახავთ რის გაკეთება შეულია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ REDARMY.GE
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top