თბილისი:
მანჩესტერი:
12-06-2013, 15:47
ავტორი: ლადო,
ნანახია: 2063,
კომენტარები: 15
ვინ არის გილერმო ვარელა?
მას შემდეგ, რაც 20 წლის მცველმა 5 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი "იუნაიტედთან", კლუბის ოფიციალურმა საიტმა გადაწყვიტა მეტი ინფორმაცია მოეწოდებინათ გულშემატკივრებისთვის ამ ბიჭზე...
ვინ არის გილერმო ვარელა?
როგორი ტიპის მოთამაშედ ითვლება გილერმო?


ის არის სწრაფი, აგრესიული მარჯვენა მცველი, რომელიც ძალიან კარგად მოქმედებს დაცვაში. ეს გამოყოფს მას ყველა სამხრეთამერიკელი მცველისგან, რომელიბსაც დაცვაზე მეტად შეტევა უყვართ და ვინგერის როლსაც ითავისებენ.

რა ითვლება მის ძლიერ მხარეებად?


მისი დაცვაში მოქმედების გარდა, ის არის ასევე ძალიან ცივსისხლიანი ფეხბურთელი და მისი მდგომარეობიდან გამოყვანაც ძალიან ძნელია. ის ძალიან კარგად კითხულობს თამაშს და უმეტესად მის ინტელექტს იყენებს.

რის სწავლა დასჭირდება მას პირვე რიგში?


მას თავისი სისწრაფე ხელს უწყობს შეტევის გაგრძელებაში, მაგრამ მას არ აქვს ის შესაძლებლობები, რაც შემტევს აქვს. სწორედ ამის სწავლა მოუწევს მას "ოლდ ტრაფორდზე".

რატომ არ თამაშობდა ის "პენიაროლში" რეგულარულად?


"პენიაროლის" მთავარი მწვრთნელი ხორხე და სილვა 2012 წლის თებერვალში ჩაუდგა კლუბს სათავეში და ყოფილი კლუბიდან რამოდენიმე ფეხბურთელი გადმოიყვანა. ამან კი შეამცირა მისი თამაშის დრო.

როდის გახდა ის "იუნაიტედის" სამიზნე?


კლუბის საკუტებმა ის მაშინ შეამჩნის, როდესაც ურუგვაის 20 წლამდელთა ნაკრებში გამოდიოდა მსოფლიოს ჩემპიონატზე არგენტინაში. მაშინ ის კარგად არ იცნობდა თავის თანაგუნდელებს, მაგრამ პირველივე თამაშში შესანიშნავად გაუგო მათ. რთული ცხრილისა და მწველი მზის მიუხედავად, მან გამოავლიანა ძალიან კარგი ხასიათი და ბოლომდე იბრძოლა, რაც ბევრმა სხვა ფეხბურთელმა ვერ გააკეთა.

როგორი იყო ის კარინგტონის ბაზაზე?


მან პირველ გუნდთან ზუსტად ათი დღე გაატარა. მან ძალიან დიდი გამოცდილება მიიღო, რადგან პირველი გუნდის ფეხბურთელებთან მოუწია ვარჯიში. თუ შენ არ გაქვს საკმარისი დონე, ისეთ მწვრთნელზე ვერ მოახდენდი შთაბეჭდილებას, როგორიცაა სერ ალექს ფერგიუსონი.

"იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელებიდან ვის შეადარებდით მას?


იმისდა მიუხედავად, რომ ის ჯერ ფიზიკურად სუსტია, მაინც გაბრიელ ჰაინცეს შევადარებდი. თუ ის ისევე ითამაშებს, როგორც ერთ დროს არგენტინელმა ითამაშა, ეს მას ძალიან წაადგება.

უცხო ქვეყანაში მალე ადაპტირდება ვარელა?


"ოლდ ტრაფორდზე" თამაშობენ ახალგაზრდა ბიჭები, რომელიბიც ესპანურად ლაპარაკობენ, ესენი არიან დავიდ დე ხეა, ჩიჩარიტო და ანხელო ენრიკესი. მათი დახმარებით ის მალე ისწავლის ინგლისურ ენას და მიეჩვევა მანჩესტერში ცხოვრებას. ჩიჩარიტომ მას ძალიან დაეხმარა გასინჯვებზე, რადგან ის მწვრთნელების დავალებებს უთარგმნიდა მას.

და ბოლოს რა იქნება მომავალში?


ახლა მას მსოფლიოს ჩემპიონატი ელის U20 წლამდელებში, რომელიც 21 ივნისიდან 13 ივლისამდე გაგრძელდება. ამ ტურნირზე ის შეხვდება "იუნაიტედის" რამოდენიმე წარმომადგენელს. ვარელას გარდა კიდევ ტურნირზე გამოვა ანხელო ენრიკესია, ტომ ტორპი, სემ ჯონსტოუნი და ლარენ კოული. კლუბის წარმომადგენლები ამ ბიჭებს დააკვირდებიან.



წყარო:http://www.manutd.ru
ახალი ამბები
15 კომენტარი
№11
ავტორი: Jubo
12 ივნისი 2013 19:24
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
კარგია საჭირო ინფორმაციაა derpthumb
მარა არ მინდა რაფაელი დაიკარგოს. ან თუნდაც ეს. არ გვიჭირს მარჯვენა მცველებში იმდენად რომ კიდევ ფეხბურთელის დამატება დაგვჭირვებოდა..
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№12
ავტორი: Amanda Seyfried
12 ივნისი 2013 20:15
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
რაფას ხელში დარხეული აქვს troll
0
№13
ავტორი: MANUTD FAN.
12 ივნისი 2013 21:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 494
კარგი ფეხბურთელი ჩანს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Glory Manchester United !!!
№14
ავტორი: Shako Jones
13 ივნისი 2013 00:04
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
კარგიაა...
0
№15
ავტორი: -NiCk
13 ივნისი 2013 01:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
აგრესიაა კაია megustamucho
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ მხოლოდ ერთი ათასიდან.. United <3))...

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top