თბილისი:
მანჩესტერი:
30-05-2013, 21:57
ავტორი: Jubo,
ნანახია: 3050,
კომენტარები: 20
ფაბრეგასი ინგლისში უნდა დაბრუნდეს... მაგრამ მანჩესტერის რომელი კლუბია მისთვის იდეალური?
რატომ უნდა დაბრუნდეს ფაბრეგასი პრემიერ ლიგაში და რომელი კლუბი უნდა აირჩიოს მან...
ფაბრეგასი ინგლისში უნდა დაბრუნდეს... მაგრამ მანჩესტერის რომელი კლუბია მისთვის იდეალური?
როცა ცესკ ფაბრეგასმა დაასკვნა, რომ მისი დრო პრემიერ ლიგაში დასრულებული იყო და ესპანეთში უნდა დაბრუნებულიყო, იმედგაცრუებას მხოლოდ "არსენალის" ფანების განწყობა არ შეუცვლია.
მან დაამტკიცა, რომ იყო ინგლისური ფეხბურთის კლასიკური წარმომადგენელი და ერთ-ერთი უმთავრესი ფიგურა იმ პერიოდში, როცა პრემიერ ლიგა პლანეტის ყველაზე რთულ და დიდი კონკურენციის მქონე ჩემპიონატად მიიჩნეოდა. როცა ინგლისის ტოპ 6 კლუბი სავსე იყო ფეხბურთელებით, რომლებიც ევროპული ტოპ კლუბების დაინტერესებას იწვევდნენ.
მაგრამ მიუხედავად ამისა, მან ბავშვობის კლუბი "ბარსელონა" აირჩია და ახლა, ორ წლიანი გამოცდილების მიღების შემდეგ, ისევ ხვდება, რომ ამავე კლუბის დატოვება კვლავ სურს.
კიდევ ერთხელ მიიღებს მას ინგლისური ფეხბურთი? რა თქმა უნდა კი, მაგრამ საკითხავი ისაა, მანჩესტერის რომელ მხარეს აირჩევს ის - წითელს თუ ლურჯს...
ფაბრეგასი ინგლისში უნდა დაბრუნდეს... მაგრამ მანჩესტერის რომელი კლუბია მისთვის იდეალური?

კატალონიურ კლუბში დარჩენის არანაირი სურვილი არ გაუჩნდება ფაბრეგასს იმ შემთხვევაში, თუ ის თავს ძირითადი გუნდის ნაწილად არ იგრძნობს. "ბარსელონაში" ამგვარი მდგომარეობა 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მის ბედზეც შესაბამისად იმოქმედებს.
როცა ის "არსენალში" თამაშობდა, კლუბში მისი როლი ამჟამინდელისგან განსხვავებული იყო. ცესკი ბურთს მოედნის სიღრმეში ეუფლებოდა, შეტევაში მიჰქონდა, პასებს არიგებდა და ვან პერსის გოლების გატანაში ხელს უწყობდა. 2009/10 წლების სეზონში მან 15 გოლი გაიტანა. ფაქტიურად თავდამსხმელის ნორმაც შეასრულა.
"ბარსელონაში" კი ის დამხმარე, გამოსადეგ ფეხბურთელად მიიჩნევა. ცნება, რომელიც ფაბრეგასს ალბათ ყველაზე მეტად სძულს. ის თამაშობს ძირითადად ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე, უწევს ლიონელ მესისთვის ხელის შეწყობა, რომ არგენტინელმა "იმოგზაუროს" "ნოუ კამპის" მოედანზე და გოლი გაიტანოს. ეს არსენ ვენგერის შეტევითი სტრატეგიისგან აბსოლიტურად განსხვავებული ელემენტია.
ფაბრეგასი ინგლისში უნდა დაბრუნდეს... მაგრამ მანჩესტერის რომელი კლუბია მისთვის იდეალური?

სატიტულო კაბინეტში მოთავსებული ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატების ოქროს მედლები იმას არ ნიშნავს, რომ ფაბრეგასმა კარიერაში ყველა მიზანი მიღწეულად ჩათვალოს და წინსვლა არ განაგრძოს. განსაკუთრებით იმის შემხედვარე, თუ როგორ მიმდინარეობს ჩემპიონთა ლიგის ბოლო სეზონები მის გარეშე.
ალბათ "ბარსელონამ" პირველ რიგში "არსენალის" წინადადება უნდა მოისმინოს, გამომდინარე ორი წლის წინ გაკეთებული ტრანსფერიდან. მაგრამ განა არის ლონდონური კლუბი კონკურენტუნარიანი ამ ფეხბურთელისთვის ბრძოლაში? გაიმეტებს იმდენ მილიონს, რომ "სიტის" და "იუნაიტედის" შეთავაზებულ თანხას გადააჭარბოს?
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე "ბაიერნთან" გაცრუებული იმედების შემდეგ, ფაბრეგასი ალბათ კიდევ ერთი ხმაურიანი ტრანსფერის მონაწილე გახდება. ცესკთან ერთად, ამავე და სხვადასხვა მიზეზებით, კლუბს ვალდესი, სანჩესი და ტიაგო ალკანტარაც ტოვებენ.
ფაბრეგასი ინგლისში უნდა დაბრუნდეს... მაგრამ მანჩესტერის რომელი კლუბია მისთვის იდეალური?

ამ ყველაფრის შემდეგ, მას შეუძლია ნებისმიერი კლუბის ძირითადი ფიგურა გახდეს. ორივე, "სიტიც" და "იუნაიტედიც" როგორ ჩანს, ამ დიდი ტალანტის მქონე ფეხბურთელის გადაბირებას ცდილობს. მას ორივე კლუბში შეუძლია ჩაანაცვლოს არაერთი ფეხბურთელი.

უნდა მოირგოს ფაბრეგასმა წითელი მაისური?
დევიდ მოიესი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე პირველი ტრანსფერის გაკეთებას აპირებს და ფაბრეგასი მისთვის ალბათ, იდეალური შენაძენი იქნება. "იუნაიტედის" გულშემატკივრებსაც არანაირი პრობლემა არ უნდა ჰქონდეთ ასეთი დონის მოთამაშის ყიდვასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ ის "არსენალის" ღირსებას იცავდა, ისევე როგორც ვან პერსი.
მაგრამ პრაქტიკულად შეუძლებელია, რომ ფაბრეგასის ტრანსფერმა რუნიზე არ იმოქმედოს.

ფაბრეგასი ინგლისში უნდა დაბრუნდეს... მაგრამ მანჩესტერის რომელი კლუბია მისთვის იდეალური?

ერთი მეორის ნაცვლად: რუნი შეიძლება "იუნაიტედის" სატრანსფერო პოლიტიკის მსხვერპლი გახდეს.


ტრადიციულად, "იუნაიტედი" ყოველთვის ორი თავდამსხმელით თამაშობდა, რუნი კი ფორვარდის უკან იკავებდა ადგილს. ესეც ზუსტად ის პოზიციაა, რომელზე თამაშიც ფაბრეგასს განსაკუთრებით კარგად ეხერხება. ამ პოზიციით მიაღწია უდიდეს წარმატებებს როგორც "არსენალში", ისე ესპანეთის ნაკრებში.
არცერთი ფეხბურთელი არ იქნება კმაყოფილი ძირითადი შემადგენლობის მიღმა დარჩენით, "იუნაიტედისთვის" რთული იქნება ყოველ კვირას 11 ფეხბურთელის არჩევა, განსაკუთრებით იმ შემთვევაში, თუ მათ განაცხადს ფაბრეგასიც დაემატება.
"იუნაიტედს" უკვე დიდი კონკურენცია აქვს ვინგერის პოზიციაზე: ვალენსია, იანგი, ნანი, გიგზი და ახლა უკვე ზაჰა.
ფაბრეგასი არამარტო რუნის ბედზე იმოქმედებს. შევხედოთ კაგავას პირველ სეზონს...
ფერგიუსონმა ადგილი მას თავდამსხმელების უკან მოუძებნა, ის რუნის უნაცვლებდა შემადგენლობაში ადგილს, ხანდახან ფლანგზეც ხვდებოდა. მან ერთ პოზიციაზე თავი ვერ დაიმკვიდრა, გამომდინარე იქიდან, რომ "იუნაიტედში" ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონკურენციაა და ეს კონკურენცია განსაკუთრებით გაიზრდება ფაბრეგასის შეძენის შემთხვევაში.
ცესკის ტრანსფერი ალბათ, ყოფილი თანაგუნდელისთვის ვან პერსისთვის კარგი ამავი იქნება. ესპანელი რობინის ოცნებების ახდენას კიდევ უფრო ლამაზს გახდის.
ფაბრეგასი ინგლისში უნდა დაბრუნდეს... მაგრამ მანჩესტერის რომელი კლუბია მისთვის იდეალური?

"სიტიში" ესპანელების როლის გაზრდას ცდილობს მათი ახალი მენეჯერი მანუელ პელეგრინი. ბოლო დროს გამოჩნდა, რომ სილვას მისი მსგავსი შესაძლებლობების მქონე პარტნიორი სჭირდება. სამირ ნასრი ამის გაკეთებას ძირითადი შემადგენლობის მიღმა დარჩენის გამო ვერ აკეთებს. დევიდ სილვა და ფაბრეგასი მანჩესტერის "ლურჯ მხარეში" კარგ დუეტს შექმნიდნენ.
პელეგრინს ცესკთან ერთად ხესუს ნავასის და ისკოს შეძენაც სურს. ფაბრეგასისთვის კლუბში ესპანელი ფეხბურთელების სიმრავლემ შესაძლოა მის გადაწყვეტილებაზეც იმოქმედოს.

26 წლის ფეხბურთელის მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს "სიტი" და "იუნაიტედი" იჩენენ. პრემიერ ლიგა მას მიიღებს, "წითლებიც" და "ცისფერებიც" მიიღებენ. ფაბრეგასს კი როგორც ჩანს, ორივე კლუბში აქვს გადასვლის მიზეზი...

წყარო: The Daily Mail
სტატიები
20 კომენტარი
№1
ავტორი: born_2b_red
30 მაი 2013 22:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 101
ოოოო
0
№2
ავტორი: mindo_96
30 მაი 2013 22:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 191
არაა რუნი წავიდეს და ეგ მოვიდეს ეგეც არ მინდა რატო ამას ცენტრსი შეუძლია ყველაზე კარგად თამაში კერიკის გვერდზე აუუ რაა გუნდიი გვეყოლებაა
0
№3
ავტორი: love united
30 მაი 2013 22:07
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ძაან მაგარი ტრანსფერი იქნება,მაგრამ მამენტ ძაან ქაოსი იქნება გუნდში... wink ბევრი კარგი ფეხბურთელი გვეყოლება გუნდში და მერე რა აირჩევს სასტარტოს... wink
0
№4
ავტორი: Amerigo
30 მაი 2013 22:17
  • სიახლეები: 15
  • კომენტარები: 1181
love united,
ხოოოოოოოო!
0
№5
ავტორი: Amanda Seyfried
30 მაი 2013 22:17
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
მინდა
0
№6
ავტორი: Zizou
30 მაი 2013 22:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 834
ფელაინი-ფაბრეგასი რო ცენტრი გვეყოლება :) ცალკე ფლანგებზე ბეილი და კაგავა უუუჰჰჰჰჰ.. რუნიც თუ დარჩა თავდასხმაში პერსი-რუნი wink
0
№7
ავტორი: Lomsa099
30 მაი 2013 22:56
  • სიახლეები: 102
  • კომენტარები: 426
მოი ფაბრეგას მოი გამოადგები მანჩ ეს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ One Love, One Team!
Manchester United, Forever!!!
№8
ავტორი: I L C
30 მაი 2013 23:03
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
giorgi20002000,
ხოოების წერა დამუღამებული გაქ wink

არამგონია მართალი იყოს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№9
ავტორი: captain
30 მაი 2013 23:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 333
ფაბრეგასი ვან პერსი, ეხლა ბარემ ვენგერი და ვოლკოტიც გადმოიყვანონ არ უნდათ?
0
№10
ავტორი: Malboro463
31 მაი 2013 00:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
კარგია გაძლიერებს გუნდს მაგრამ არ მევასება ეს ესპანელი ფეხბურთელები რა wink
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top