თბილისი:
მანჩესტერი:
30-05-2013, 21:57
ავტორი: Jubo,
ნანახია: 3054,
კომენტარები: 20
ფაბრეგასი ინგლისში უნდა დაბრუნდეს... მაგრამ მანჩესტერის რომელი კლუბია მისთვის იდეალური?
რატომ უნდა დაბრუნდეს ფაბრეგასი პრემიერ ლიგაში და რომელი კლუბი უნდა აირჩიოს მან...
ფაბრეგასი ინგლისში უნდა დაბრუნდეს... მაგრამ მანჩესტერის რომელი კლუბია მისთვის იდეალური?
როცა ცესკ ფაბრეგასმა დაასკვნა, რომ მისი დრო პრემიერ ლიგაში დასრულებული იყო და ესპანეთში უნდა დაბრუნებულიყო, იმედგაცრუებას მხოლოდ "არსენალის" ფანების განწყობა არ შეუცვლია.
მან დაამტკიცა, რომ იყო ინგლისური ფეხბურთის კლასიკური წარმომადგენელი და ერთ-ერთი უმთავრესი ფიგურა იმ პერიოდში, როცა პრემიერ ლიგა პლანეტის ყველაზე რთულ და დიდი კონკურენციის მქონე ჩემპიონატად მიიჩნეოდა. როცა ინგლისის ტოპ 6 კლუბი სავსე იყო ფეხბურთელებით, რომლებიც ევროპული ტოპ კლუბების დაინტერესებას იწვევდნენ.
მაგრამ მიუხედავად ამისა, მან ბავშვობის კლუბი "ბარსელონა" აირჩია და ახლა, ორ წლიანი გამოცდილების მიღების შემდეგ, ისევ ხვდება, რომ ამავე კლუბის დატოვება კვლავ სურს.
კიდევ ერთხელ მიიღებს მას ინგლისური ფეხბურთი? რა თქმა უნდა კი, მაგრამ საკითხავი ისაა, მანჩესტერის რომელ მხარეს აირჩევს ის - წითელს თუ ლურჯს...
ფაბრეგასი ინგლისში უნდა დაბრუნდეს... მაგრამ მანჩესტერის რომელი კლუბია მისთვის იდეალური?

კატალონიურ კლუბში დარჩენის არანაირი სურვილი არ გაუჩნდება ფაბრეგასს იმ შემთხვევაში, თუ ის თავს ძირითადი გუნდის ნაწილად არ იგრძნობს. "ბარსელონაში" ამგვარი მდგომარეობა 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მის ბედზეც შესაბამისად იმოქმედებს.
როცა ის "არსენალში" თამაშობდა, კლუბში მისი როლი ამჟამინდელისგან განსხვავებული იყო. ცესკი ბურთს მოედნის სიღრმეში ეუფლებოდა, შეტევაში მიჰქონდა, პასებს არიგებდა და ვან პერსის გოლების გატანაში ხელს უწყობდა. 2009/10 წლების სეზონში მან 15 გოლი გაიტანა. ფაქტიურად თავდამსხმელის ნორმაც შეასრულა.
"ბარსელონაში" კი ის დამხმარე, გამოსადეგ ფეხბურთელად მიიჩნევა. ცნება, რომელიც ფაბრეგასს ალბათ ყველაზე მეტად სძულს. ის თამაშობს ძირითადად ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე, უწევს ლიონელ მესისთვის ხელის შეწყობა, რომ არგენტინელმა "იმოგზაუროს" "ნოუ კამპის" მოედანზე და გოლი გაიტანოს. ეს არსენ ვენგერის შეტევითი სტრატეგიისგან აბსოლიტურად განსხვავებული ელემენტია.
ფაბრეგასი ინგლისში უნდა დაბრუნდეს... მაგრამ მანჩესტერის რომელი კლუბია მისთვის იდეალური?

სატიტულო კაბინეტში მოთავსებული ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატების ოქროს მედლები იმას არ ნიშნავს, რომ ფაბრეგასმა კარიერაში ყველა მიზანი მიღწეულად ჩათვალოს და წინსვლა არ განაგრძოს. განსაკუთრებით იმის შემხედვარე, თუ როგორ მიმდინარეობს ჩემპიონთა ლიგის ბოლო სეზონები მის გარეშე.
ალბათ "ბარსელონამ" პირველ რიგში "არსენალის" წინადადება უნდა მოისმინოს, გამომდინარე ორი წლის წინ გაკეთებული ტრანსფერიდან. მაგრამ განა არის ლონდონური კლუბი კონკურენტუნარიანი ამ ფეხბურთელისთვის ბრძოლაში? გაიმეტებს იმდენ მილიონს, რომ "სიტის" და "იუნაიტედის" შეთავაზებულ თანხას გადააჭარბოს?
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე "ბაიერნთან" გაცრუებული იმედების შემდეგ, ფაბრეგასი ალბათ კიდევ ერთი ხმაურიანი ტრანსფერის მონაწილე გახდება. ცესკთან ერთად, ამავე და სხვადასხვა მიზეზებით, კლუბს ვალდესი, სანჩესი და ტიაგო ალკანტარაც ტოვებენ.
ფაბრეგასი ინგლისში უნდა დაბრუნდეს... მაგრამ მანჩესტერის რომელი კლუბია მისთვის იდეალური?

ამ ყველაფრის შემდეგ, მას შეუძლია ნებისმიერი კლუბის ძირითადი ფიგურა გახდეს. ორივე, "სიტიც" და "იუნაიტედიც" როგორ ჩანს, ამ დიდი ტალანტის მქონე ფეხბურთელის გადაბირებას ცდილობს. მას ორივე კლუბში შეუძლია ჩაანაცვლოს არაერთი ფეხბურთელი.

უნდა მოირგოს ფაბრეგასმა წითელი მაისური?
დევიდ მოიესი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე პირველი ტრანსფერის გაკეთებას აპირებს და ფაბრეგასი მისთვის ალბათ, იდეალური შენაძენი იქნება. "იუნაიტედის" გულშემატკივრებსაც არანაირი პრობლემა არ უნდა ჰქონდეთ ასეთი დონის მოთამაშის ყიდვასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ ის "არსენალის" ღირსებას იცავდა, ისევე როგორც ვან პერსი.
მაგრამ პრაქტიკულად შეუძლებელია, რომ ფაბრეგასის ტრანსფერმა რუნიზე არ იმოქმედოს.

ფაბრეგასი ინგლისში უნდა დაბრუნდეს... მაგრამ მანჩესტერის რომელი კლუბია მისთვის იდეალური?

ერთი მეორის ნაცვლად: რუნი შეიძლება "იუნაიტედის" სატრანსფერო პოლიტიკის მსხვერპლი გახდეს.


ტრადიციულად, "იუნაიტედი" ყოველთვის ორი თავდამსხმელით თამაშობდა, რუნი კი ფორვარდის უკან იკავებდა ადგილს. ესეც ზუსტად ის პოზიციაა, რომელზე თამაშიც ფაბრეგასს განსაკუთრებით კარგად ეხერხება. ამ პოზიციით მიაღწია უდიდეს წარმატებებს როგორც "არსენალში", ისე ესპანეთის ნაკრებში.
არცერთი ფეხბურთელი არ იქნება კმაყოფილი ძირითადი შემადგენლობის მიღმა დარჩენით, "იუნაიტედისთვის" რთული იქნება ყოველ კვირას 11 ფეხბურთელის არჩევა, განსაკუთრებით იმ შემთვევაში, თუ მათ განაცხადს ფაბრეგასიც დაემატება.
"იუნაიტედს" უკვე დიდი კონკურენცია აქვს ვინგერის პოზიციაზე: ვალენსია, იანგი, ნანი, გიგზი და ახლა უკვე ზაჰა.
ფაბრეგასი არამარტო რუნის ბედზე იმოქმედებს. შევხედოთ კაგავას პირველ სეზონს...
ფერგიუსონმა ადგილი მას თავდამსხმელების უკან მოუძებნა, ის რუნის უნაცვლებდა შემადგენლობაში ადგილს, ხანდახან ფლანგზეც ხვდებოდა. მან ერთ პოზიციაზე თავი ვერ დაიმკვიდრა, გამომდინარე იქიდან, რომ "იუნაიტედში" ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონკურენციაა და ეს კონკურენცია განსაკუთრებით გაიზრდება ფაბრეგასის შეძენის შემთხვევაში.
ცესკის ტრანსფერი ალბათ, ყოფილი თანაგუნდელისთვის ვან პერსისთვის კარგი ამავი იქნება. ესპანელი რობინის ოცნებების ახდენას კიდევ უფრო ლამაზს გახდის.
ფაბრეგასი ინგლისში უნდა დაბრუნდეს... მაგრამ მანჩესტერის რომელი კლუბია მისთვის იდეალური?

"სიტიში" ესპანელების როლის გაზრდას ცდილობს მათი ახალი მენეჯერი მანუელ პელეგრინი. ბოლო დროს გამოჩნდა, რომ სილვას მისი მსგავსი შესაძლებლობების მქონე პარტნიორი სჭირდება. სამირ ნასრი ამის გაკეთებას ძირითადი შემადგენლობის მიღმა დარჩენის გამო ვერ აკეთებს. დევიდ სილვა და ფაბრეგასი მანჩესტერის "ლურჯ მხარეში" კარგ დუეტს შექმნიდნენ.
პელეგრინს ცესკთან ერთად ხესუს ნავასის და ისკოს შეძენაც სურს. ფაბრეგასისთვის კლუბში ესპანელი ფეხბურთელების სიმრავლემ შესაძლოა მის გადაწყვეტილებაზეც იმოქმედოს.

26 წლის ფეხბურთელის მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს "სიტი" და "იუნაიტედი" იჩენენ. პრემიერ ლიგა მას მიიღებს, "წითლებიც" და "ცისფერებიც" მიიღებენ. ფაბრეგასს კი როგორც ჩანს, ორივე კლუბში აქვს გადასვლის მიზეზი...

წყარო: The Daily Mail
სტატიები
20 კომენტარი
№11
ავტორი: buka oboladze
31 მაი 2013 01:21
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
მანჩესტერზე ძვირადღირებული ბაიერნი გახდაო ყველა ტვინს ჭამს და მართალია???
0
№12
ავტორი: chudikone
31 მაი 2013 02:37
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
რუნი არცერთი ფეხბურთელის ნაცვლად არ მემეტება !

ციტატა: buka oboladze
მანჩესტერზე ძვირადღირებული ბაიერნი გახდაო ყველა ტვინს ჭამს და მართალია???

კი, მართალია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№13
ავტორი: ლადო
31 მაი 2013 06:40
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
რუნი დარჩეს და ფაბრეგასის ტუუუუუუუუუ......

saghol jubo
0
№14
ავტორი: red devil
31 მაი 2013 06:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Karoche me mgonia persi unda chaerios saqmeshi :-D rooney darcheba imedia da dzaan magari gundi gveyoleba

Sagol avtor bevri giwvalia magaria
0
№15
ავტორი: BERDI
31 მაი 2013 08:31
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
ფაბრეგასი რო გადმოვიდეს კარგი იქნება გუნდში კონკურენცია მოიმატებს და იძულებულები იქნებიან სტაბილურ ფორმაში იყვნენ. მგონი რუნიზე ცუდად არ იმოქმედებს ესს ტრანსფერი პირიქით უფრო ააწყობენ თამაშს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№16
ავტორი: GGMU20
31 მაი 2013 09:27
  • სიახლეები: 14
  • კომენტარები: 202
თავს მოვიჭრი რომ ეს სიტიში არ გადავა !!! შეიძლება ჩვენთან არ წამოვიდეს მაგრამ სიტი გამორიცხულია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ G G M U !!!
№17
ავტორი: Amerigo
31 მაი 2013 09:58
  • სიახლეები: 15
  • კომენტარები: 1181
- G I O -,
ნაწილობრივ კი! ხოოო! აჰა კიდე შენი ხათრით. აჰჰაჰა მოკლედ კაი ტრანსფერი იქნება!
0
№18
ავტორი: creep
31 მაი 2013 10:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 211
მე თუ მკითხავთ დაცვასა და ნახევარდაცვას შორის დამაკავშირებელ რგოლზე უნდა იფიქრონ, სრულიად მოწყვეტილია ერთმანეთს ეგ ორი კომპონენტი, თან 4-4-2 ზე თუ აპირებ ბირთვის შეკვრას ჩვენი ბოსი მაშინ ისეთი ვინმე უნდა ნახოს ვინც დატვირთვას გაუძლებს და დაცვაშიც ჩავა, ვინმე ნაკლებად ტქენიკური მაგრამ მუშა და მშრომელი გვინდა..... ნუ პრინციპში ჯონსს არ ვიცი რას უზავს თორემ ბოლო თამაშები ჯონსი მშვენივრად ართმევდა თავს მაგ სამუშაოს..... კაგავაც არ დაგავავიწყდეს, ჯერ ასაწყვეტი აქვს მაგ ბიჭს და დარწმუნებული ვარ აიწყვიტავს...ასე რომ ფაბრე კაია მაგრამ დიდ საჭიროებას ვერ ვხედავ მაგის გუნდში ყოფნის, მაგრამ არც წინააღმდეგი არ ვარ
0
№19
ავტორი: UTD-Rule
31 მაი 2013 12:39
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ეჰჰ ცენტრში კი გაასწორებდა ფაბრე და ფელაინი ერთად...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№20
ავტორი: Matthew_Ferdinand
31 მაი 2013 13:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 19
mindo_96,
centrshi kerikis gverdit strootmani iqneba
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top