თბილისი:
მანჩესტერი:
30-05-2013, 20:16
ავტორი: Jubo,
ნანახია: 2886,
კომენტარები: 12
რუნი: "რეკორდები მეორეხარისხოვანია, მთავარი ტიტულებია."
უეინ რუნიმ გუშინდელი მატჩის შემდეგ მედიასთან ისაუბრა, სადაც განაცხადა, რომ მისი მთავარი მიზანი ინგლისის ნაკრებთან ერთად ტიტულების მოგებაა და არა ინდივიდუალური რეკორდების დამყარება.
რუნი:
უეინ რუნიმ გუშინდელი მატჩის შემდეგ მედიასთან ისაუბრა, სადაც განაცხადა, რომ მისი მთავარი მიზანი ინგლისის ნაკრებთან ერთად ტიტულების მოგებაა - და არა ინდივიდუალური რეკორდების დამყარება.
უეინი "იუნაიტედთან" ერთად არაერთ ტიტულს და რეკორდს ფლობს. სანაკრებო კარიერაში კი მას სეზონის საუკეთესო მოთამაშის წოდება ორჯერ აქვს მიღებული, თავის დროზე გახდა ყველაზე ახალგაზრდა გოლის გამტანი და ბომბარდირთა სიაში მეხუთე ადგილს იკავებს. მას "სამი ლომის" შემადგენლობაში 81 მატჩიდან 31 გოლი აქვს გატანილი.
რუნი: "რეკორდები მეორეხარისხოვანია, მთავარი ტიტულებია."

"ხალხი რეკორდებზე საუბრობს, მაგრამ მე ამაზე კონცენტრირებული არ ვარ. ამას ყოველთვის ვგრძნობდი, მთავარია იყო წარმატებული, მთავარია მოიგო ტიტულები.
შემიძლია სანაკრებო კარიერა საუკეთესო ბომბარდირთა სიაში ნომერ პირველი ადგილით დავასრულო, მაგრამ ამას აზრი არ აქვს, თუ წარმატებული ფეხბურთელი არ იქნები.
სწორედ ამ მიზნით ვთამაშობ ინგლისის ნაკრებშიც: ვცდილობ გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმარო. ეს არის მიზანი. მთავარი არაა რამდენ გოლს გავიტან, მთავარია რამდენი ჩემპიონის მედალი მექნება."

ინგლისის ნაკრები ევროპის ჩემპიონატი საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფში პირველ ადგილს დაუმარცხებლის სტატუსით იკავებს.
"ვფიქრობ უკეთესი იქნებოდა, თუ ბოლო ორ შეხვედრას ფრედ დასრულების ნაცვლად მოვიგებდით, ამ შემთვევაში კარგ პოზიციაზე აღმოვჩნდებოდით.
მაგრამ რთული მატჩები გამოვიარეთ: პოლონეთი, უკრაინა და ბოლო შეხვედრა მონტენეგროსთან განსაკუთრებით რთული იყო."

ინგლისის ნაკრები 2 ივნისს ბრაზილიასთან მეორე, ამჯერად გასვლით ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. რუნი განაცხადშია და სავარაუდოდ ამ მატჩსაც ჩაატარებს.
"დარწმუნებული ვარ, სტადიონი სავსე იქნება და საოცარი ატმოსფერო დაგვხვდება. სამხრეთ ამერიკის თამაშებს ტელევიზორით ვუყურებ, ყველაფერი ბრწყინვალედ გამოიყურება. ასე რომ, ეს მატჩი ჩვენთვის დიდი გამოცდილების მომცემი იქნება.
ბრაზილიას საოცარი გუნდი ჰყავდა, როცა მე ახალგაზრდა ვიყავი. რონალდო, რომარიო - ამ გუნდის წინააღმდეგ თამაში განსაკუთრებული მოვლენაა."
- დაასრულა რუნიმ.
ინტერვიუები
12 კომენტარი
№1
ავტორი: red devil
30 მაი 2013 20:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Imedia darchebi manushi da yvela rekords moxsni
0
№2
ავტორი: Lomsa099
30 მაი 2013 20:37
  • სიახლეები: 102
  • კომენტარები: 426
არც რეკორდები არგაწყენს თუ არწახვალ გუნდიდან :):)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ One Love, One Team!
Manchester United, Forever!!!
№3
ავტორი: Malboro463
30 მაი 2013 21:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
მწვრთნელი თU არ შეცვალეს ვერაფერს მოიგებ.
რედნაპი ჭIრდება ნაკრებს
0
№4
ავტორი: GeorgeBest
30 მაი 2013 21:12
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რუნის ამიტომ ვაფასებ, თამაშობს გუნდისთვის და არა საკუთარი თავისთვის, არ მესმის რატომ ითხოვს წასვლას, თუ უნდა ითამასოს იმისთვის რომ გუნდმა წარმატებას მიაღწიოს მაშინ იქ უნდა დადგეს სადაც გუნდს სჭირდება. რავიცი რავიცი, არ მჯერა მაინც, რომ რუნი დაგვტოვებს, მოიესის ამბავი თუ იქნება ეგ უკვე სხვა თემაა, მაგრამ მოაგვარებს დავითა ამას, მე მჯერა
0
№5
ავტორი: love united
30 მაი 2013 21:27
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
დარჩი რა რა იყო...იმედია მოიესი მოაგვარებს სიტუაციას...
0
№6
ავტორი: I L C
30 მაი 2013 21:35
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
მართალი ხარ რუუნიი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№7
ავტორი: Amanda Seyfried
30 მაი 2013 21:48
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
მიდით, არ დამაღალატოთ
0
№8
ავტორი: sHumaHer
30 მაი 2013 22:17
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 90
რავიცი აბა რუნი დარჩება?
0
№9
ავტორი: Amerigo
30 მაი 2013 22:18
  • სიახლეები: 15
  • კომენტარები: 1181
Lomsa099,
ხოოო
0
№10
ავტორი: ლადო
31 მაი 2013 06:32
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
მგონი დარჩება, მაგრამ ერთი ვიცი ინლისის ნაკრებს არაფერი ეშველება
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top