თბილისი:
მანჩესტერი:
30-05-2013, 20:16
ავტორი: Jubo,
ნანახია: 3075,
კომენტარები: 12
რუნი: "რეკორდები მეორეხარისხოვანია, მთავარი ტიტულებია."
უეინ რუნიმ გუშინდელი მატჩის შემდეგ მედიასთან ისაუბრა, სადაც განაცხადა, რომ მისი მთავარი მიზანი ინგლისის ნაკრებთან ერთად ტიტულების მოგებაა და არა ინდივიდუალური რეკორდების დამყარება.
რუნი:
უეინ რუნიმ გუშინდელი მატჩის შემდეგ მედიასთან ისაუბრა, სადაც განაცხადა, რომ მისი მთავარი მიზანი ინგლისის ნაკრებთან ერთად ტიტულების მოგებაა - და არა ინდივიდუალური რეკორდების დამყარება.
უეინი "იუნაიტედთან" ერთად არაერთ ტიტულს და რეკორდს ფლობს. სანაკრებო კარიერაში კი მას სეზონის საუკეთესო მოთამაშის წოდება ორჯერ აქვს მიღებული, თავის დროზე გახდა ყველაზე ახალგაზრდა გოლის გამტანი და ბომბარდირთა სიაში მეხუთე ადგილს იკავებს. მას "სამი ლომის" შემადგენლობაში 81 მატჩიდან 31 გოლი აქვს გატანილი.
რუნი: "რეკორდები მეორეხარისხოვანია, მთავარი ტიტულებია."

"ხალხი რეკორდებზე საუბრობს, მაგრამ მე ამაზე კონცენტრირებული არ ვარ. ამას ყოველთვის ვგრძნობდი, მთავარია იყო წარმატებული, მთავარია მოიგო ტიტულები.
შემიძლია სანაკრებო კარიერა საუკეთესო ბომბარდირთა სიაში ნომერ პირველი ადგილით დავასრულო, მაგრამ ამას აზრი არ აქვს, თუ წარმატებული ფეხბურთელი არ იქნები.
სწორედ ამ მიზნით ვთამაშობ ინგლისის ნაკრებშიც: ვცდილობ გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმარო. ეს არის მიზანი. მთავარი არაა რამდენ გოლს გავიტან, მთავარია რამდენი ჩემპიონის მედალი მექნება."

ინგლისის ნაკრები ევროპის ჩემპიონატი საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფში პირველ ადგილს დაუმარცხებლის სტატუსით იკავებს.
"ვფიქრობ უკეთესი იქნებოდა, თუ ბოლო ორ შეხვედრას ფრედ დასრულების ნაცვლად მოვიგებდით, ამ შემთვევაში კარგ პოზიციაზე აღმოვჩნდებოდით.
მაგრამ რთული მატჩები გამოვიარეთ: პოლონეთი, უკრაინა და ბოლო შეხვედრა მონტენეგროსთან განსაკუთრებით რთული იყო."

ინგლისის ნაკრები 2 ივნისს ბრაზილიასთან მეორე, ამჯერად გასვლით ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. რუნი განაცხადშია და სავარაუდოდ ამ მატჩსაც ჩაატარებს.
"დარწმუნებული ვარ, სტადიონი სავსე იქნება და საოცარი ატმოსფერო დაგვხვდება. სამხრეთ ამერიკის თამაშებს ტელევიზორით ვუყურებ, ყველაფერი ბრწყინვალედ გამოიყურება. ასე რომ, ეს მატჩი ჩვენთვის დიდი გამოცდილების მომცემი იქნება.
ბრაზილიას საოცარი გუნდი ჰყავდა, როცა მე ახალგაზრდა ვიყავი. რონალდო, რომარიო - ამ გუნდის წინააღმდეგ თამაში განსაკუთრებული მოვლენაა."
- დაასრულა რუნიმ.
ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: BERDI
31 მაი 2013 08:27
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
მასე თუა რუნი დარჩი მაშინ და ყველანაირ ტიტულს მოიგებ. ინგლისის ნაკრების თამაშს როცა ვუყურე ისეთI შთაბეჭდილება დამრჩა რო რუნისა და ლამპარდის გარდა ყველა თითქმის ინდივიდუალურ ფეხბურთს თამაშობდა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№12
ავტორი: GGMU20
31 მაი 2013 09:24
  • სიახლეები: 14
  • კომენტარები: 202
ნეტა დარჩეს რა ♥
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ G G M U !!!

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

TOP.GE
Top