თბილისი:
მანჩესტერი:
20-10-2012, 23:51
ავტორი: ViDa,
ნანახია: 2429,
კომენტარები: 15
მატჩის ანალიზი
გთავაზობთ სტატიას, რომელშიც ასახულია ექვსი რამ რაც ჩვენ დღევანდელი თამაშიდან ვისწავლეთ
მატჩის ანალიზი
დღეს მანჩესტერმა არაჩვეულებრივი შეხვედრა ჩაატარა სტოკ სიტის წინააღმდეგ, სადაც გაიმარჯვა ანგარიშით 4-2. ამით გუნდმა განაგრძო თავისი გზა ტიტულისაკენ ლონდონის ჩელსთან ერთად.

ანგარიში ოლდ ტრაფორდზე სტოკ სიტიმ გახსნა უეინ რუნის დახმარებით, რომელმაც გოლი საკუთარ კარში გაიტანა, მაგრამ მან თავისი შეცდომა გამოასწორა და დღევანდელ შეხვედრაში დუბლი გაიფორმა. ასევე თავი გამოიჩინეს ვან პერსიმ და დენი უელბექმა.
გთავაზობთ სტატიას, რომელშიც ასახულია ექვსი, რამ რაც ჩვენ დღევანდელი თამაშიდან ვისწავლეთ:

დე ხეას არც ცუდი, მაგრამ არც კარგი თამაში.

მატჩის ანალიზი


დღევანდელ შეხვედრაში მწვანე გიგანტების წინააღმდეგ უმეტესობა ელოდა, რომ ფერგი ძირითად შემადგენლობაში ანდრეს ლინდეგაარდს დააყენებდა, მაგრამ მან პირიქით გადაწყვიტა. სიმართლე ვთქვათ და დე ხეას დღევანდელი თამაში უკეთესაც ითხოვდა, მაგრამ მე ამით იმის თქმა არ მინდა, რომ მან ცუდად იმუშავა! მის თამაში იყო რამოდენიმე ხარვეზი, თუმცა ამავდროულად მან რამოდენიმე არაჩვეულებრივი ბურთი მოიგერია ჩარლი ადამის და ჯონატან უოლტერის მიერ დარტყმული, რის ხარჯზეც შეინარჩუნა ეს ანგარიში წითლებმა.

ჯონი ევანსი არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა პიტერ კრაუჩის წინააღმდეგ.~

მატჩის ანალიზი


თამაშის წინ პიტერ კრაუჩი მიიჩნიეს სტოკის ყველაზე გამოსადეგ თავდამსხმელათ და ამბობდნენ, რომ იუნაიტედს ძალიან დიდი პრობლემები შეექმნებოდა დაცვაში მის გადამკიდე. მაგრამ ჩრდილო ირლანდიელმა ჯონი ევანსმა საშუალებაც არ მისცა კრაუჩს თავის გამოსაჩენათ. მაღალ ბურთებზეც ევანსმა არაჩვეულებრივად იბრძოლა და აქაც დაუთმო პოზიცია კრაუჩმა მას.

რიოს ფორმა დღითი-დღე ფუჭდება.

მატჩის ანალიზი


ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ ფერდინანდი მოედანზე ისე ვეღარ გამოიყურება, როგორც ადრე. იგი ბოლო პერიოდია მხოლოდ პოზიციური გამოცდილების ხარჯზე თამაშობს, თუმცა უკვე არც ეს არის საკმარისი. დღევანდელ შეხვედრაში მან ისეთი შეცდომა დაუშვა, როგორსაც მანამდე არასდროს არ დაუშვებდა. მაიკლ კეიტლიმ ისე აუარა გვერდი მას, რომ იგი აზრზეც ვერ მოვიდა თუ რა მოხდა იმ მომენტში. ანალოგიური გაუკეთა მას გარეტ ბეილმა რამოდენიმე კვირის უკან. ალბათ ეს ყველაფერი ასაკთან არის დაკავშირებული. ჩემი აზრით მისი იდეალური შემცვლელი ჯონი ევანსია, რომელიც შემდეგ გააგრძელებს კარიერას ნემანია ვიდიჩთან ერთად, როდესაც იგი ტრავმას მოიშშებს.

სტოკის ფეხბურთელები სქოულზის და ქერიქის გარემოცვაში/

მატჩის ანალიზი


უკვე მესამე მატჩია, რაც იუნაიტედის ნახევარდაცვა არაჩვეულებრივად თამაშობს და დიდი სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ დღეს ყველაზე გამორჩეული ნახევარმცველები მანჩესტერ იუნაიტედს ყავს პრემიერლიგაში. დღეს სტოუკის ფეხბურთელებს სქოულზის და ქერიქის წინააღმდეგ მოუწიათ თამაში. შედეგი კი თვითონაც ნახეთ. გუნდმა ფაქტიურად დაკარგა ფურთი ნახევარდაცვაში, აქედან გამომდინარე თამაშიდან გამოითიშა პიტერ კრაუჩიც.

მანჩესტერ იუნაიტედის მძიმე ტექნიკა-უეინ რუნი.

მატჩის ანალიზი


მანჩესტერ იუნაიტედის დღევანდელმა შემტევმა ძალებმა დაშალეს სტოკის დაცვა. ინგლისელმა თავდამსხმელმა უეინ რუნიმ თავისი შანსი მთელი 100 პროცენტით გამოიყენა. მაგრამ საქმე მხოლოდ მის მიერ გატანილ ორ გოლში არ არის. მან ასევე არანაკლებად შეასრულა შავი სამუშაოც, რამაც განაპირობა გუნდის ასეთი ანგარიში.

წინ დიდი გამოცდილება და არაჩვეულებრივი საღამო გველის.

მატჩის ანალიზი


დღევანდელი შეხვედრა უბრალო გასეირნება იყო იმასთან შეადარებით, თუ რა ელის მანჩესტერს ჩელსის წინააღმდეგ შემდეგ კვირაში. ორივე გუნდი ერთმანეთს კვირას სტემფორდ ბრიჯზე დაუპირისპირდებიან. საინტერესოა როგორ დასრულდება შეხვედრა, იქედან გამომდინარე რომ ორივე გუნდი არაჩვეულებრივ ფორმაში იმყოფება და ისინი ბოლომდე იბრძოლებენ სასურველ შედეგის მისაღწევად. იუნაიტედის გულშემატკივრებს მხოლოდ აინტერესებს, სრულფასოვანი იქნება შემადგენლობა თუ არა.

სპეციალურად ReDarmy.Ge-სთვის
სტატიები
15 კომენტარი
№1
ავტორი: ViDa
20 ოქტომბერი 2012 23:53
  • სიახლეები: 132
  • კომენტარები: 450
კარგი თამაში იყო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"My greatest challenge is not what’s happening at the moment, my greatest challenge was knocking Liverpool right off their fuckinging perch. And you can print that."
№2
ავტორი: Red Hooligan
20 ოქტომბერი 2012 23:59
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
ViDa,
საღოლ მაგარია :))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№3
ავტორი: VaRdo
21 ოქტომბერი 2012 00:01
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ViDa,

საღოლ ლაშ მაგარია. ყოველი თამაშის შემდეგ თუ დადებ ესეთ სიახლეს კარგი იქნება love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№4
ავტორი: gilmour
21 ოქტომბერი 2012 00:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
მგონი ველბეკიც აღსანიშნავი იყო, დაფრინავდა მთელი თამაში ფლანგზე და სიღრმეშიც შემოქონდა ბურთი კარგად.
0
№5
ავტორი: B. Charlton
21 ოქტომბერი 2012 00:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5
დგეს დგეზე ვითვლი ჩელსის როდის შევხვდებით დარწმუნებული ვარ გავხევთ, gilmour ვატყობ კარგი გემოვნება გაქვს მუსიკის მხრივ მაგრამ მანდ waters-i რო ეწეროს და სურატიც მისი იყოს უკეტესი გექნებოდა :)
0
№6
ავტორი: GeorgeBest
21 ოქტომბერი 2012 01:14
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
საღოლ ლაშა good2
0
№7
ავტორი: gilmour
21 ოქტომბერი 2012 02:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
B. Charlton
ორივე ისე მევასება რო ვერ ვანსხვავებ და ეს გადავწყვიტე და აღარ ვიცვლი:)
0
№8
ავტორი: Mancunian
21 ოქტომბერი 2012 05:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 37
დე ჰეას არანაირი ხარვეზი არ ჰქონია დანარჩენში გეთანხმები
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ From Hell
№9
ავტორი: giochinio
21 ოქტომბერი 2012 10:25
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 223
ჩელსი უნდა მოვხნათ უნდა გადავხნათ მაგათი მაკარონისმჭამელას დედა...ვეცი
0
№10
ავტორი: Ví Ví
21 ოქტომბერი 2012 11:07
  • სიახლეები: 41
  • კომენტარები: 1619
ეხლა სტემფორდ ბრიჯზე ცოტა ნერვიულობა მომიწევს თან ლონდონში გასვლა ყოველთვის გვიჭირს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top