თბილისი:
მანჩესტერი:
20-10-2012, 23:51
ავტორი: ViDa,
ნანახია: 2429,
კომენტარები: 15
მატჩის ანალიზი
გთავაზობთ სტატიას, რომელშიც ასახულია ექვსი რამ რაც ჩვენ დღევანდელი თამაშიდან ვისწავლეთ
მატჩის ანალიზი
დღეს მანჩესტერმა არაჩვეულებრივი შეხვედრა ჩაატარა სტოკ სიტის წინააღმდეგ, სადაც გაიმარჯვა ანგარიშით 4-2. ამით გუნდმა განაგრძო თავისი გზა ტიტულისაკენ ლონდონის ჩელსთან ერთად.

ანგარიში ოლდ ტრაფორდზე სტოკ სიტიმ გახსნა უეინ რუნის დახმარებით, რომელმაც გოლი საკუთარ კარში გაიტანა, მაგრამ მან თავისი შეცდომა გამოასწორა და დღევანდელ შეხვედრაში დუბლი გაიფორმა. ასევე თავი გამოიჩინეს ვან პერსიმ და დენი უელბექმა.
გთავაზობთ სტატიას, რომელშიც ასახულია ექვსი, რამ რაც ჩვენ დღევანდელი თამაშიდან ვისწავლეთ:

დე ხეას არც ცუდი, მაგრამ არც კარგი თამაში.

მატჩის ანალიზი


დღევანდელ შეხვედრაში მწვანე გიგანტების წინააღმდეგ უმეტესობა ელოდა, რომ ფერგი ძირითად შემადგენლობაში ანდრეს ლინდეგაარდს დააყენებდა, მაგრამ მან პირიქით გადაწყვიტა. სიმართლე ვთქვათ და დე ხეას დღევანდელი თამაში უკეთესაც ითხოვდა, მაგრამ მე ამით იმის თქმა არ მინდა, რომ მან ცუდად იმუშავა! მის თამაში იყო რამოდენიმე ხარვეზი, თუმცა ამავდროულად მან რამოდენიმე არაჩვეულებრივი ბურთი მოიგერია ჩარლი ადამის და ჯონატან უოლტერის მიერ დარტყმული, რის ხარჯზეც შეინარჩუნა ეს ანგარიში წითლებმა.

ჯონი ევანსი არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა პიტერ კრაუჩის წინააღმდეგ.~

მატჩის ანალიზი


თამაშის წინ პიტერ კრაუჩი მიიჩნიეს სტოკის ყველაზე გამოსადეგ თავდამსხმელათ და ამბობდნენ, რომ იუნაიტედს ძალიან დიდი პრობლემები შეექმნებოდა დაცვაში მის გადამკიდე. მაგრამ ჩრდილო ირლანდიელმა ჯონი ევანსმა საშუალებაც არ მისცა კრაუჩს თავის გამოსაჩენათ. მაღალ ბურთებზეც ევანსმა არაჩვეულებრივად იბრძოლა და აქაც დაუთმო პოზიცია კრაუჩმა მას.

რიოს ფორმა დღითი-დღე ფუჭდება.

მატჩის ანალიზი


ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ ფერდინანდი მოედანზე ისე ვეღარ გამოიყურება, როგორც ადრე. იგი ბოლო პერიოდია მხოლოდ პოზიციური გამოცდილების ხარჯზე თამაშობს, თუმცა უკვე არც ეს არის საკმარისი. დღევანდელ შეხვედრაში მან ისეთი შეცდომა დაუშვა, როგორსაც მანამდე არასდროს არ დაუშვებდა. მაიკლ კეიტლიმ ისე აუარა გვერდი მას, რომ იგი აზრზეც ვერ მოვიდა თუ რა მოხდა იმ მომენტში. ანალოგიური გაუკეთა მას გარეტ ბეილმა რამოდენიმე კვირის უკან. ალბათ ეს ყველაფერი ასაკთან არის დაკავშირებული. ჩემი აზრით მისი იდეალური შემცვლელი ჯონი ევანსია, რომელიც შემდეგ გააგრძელებს კარიერას ნემანია ვიდიჩთან ერთად, როდესაც იგი ტრავმას მოიშშებს.

სტოკის ფეხბურთელები სქოულზის და ქერიქის გარემოცვაში/

მატჩის ანალიზი


უკვე მესამე მატჩია, რაც იუნაიტედის ნახევარდაცვა არაჩვეულებრივად თამაშობს და დიდი სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ დღეს ყველაზე გამორჩეული ნახევარმცველები მანჩესტერ იუნაიტედს ყავს პრემიერლიგაში. დღეს სტოუკის ფეხბურთელებს სქოულზის და ქერიქის წინააღმდეგ მოუწიათ თამაში. შედეგი კი თვითონაც ნახეთ. გუნდმა ფაქტიურად დაკარგა ფურთი ნახევარდაცვაში, აქედან გამომდინარე თამაშიდან გამოითიშა პიტერ კრაუჩიც.

მანჩესტერ იუნაიტედის მძიმე ტექნიკა-უეინ რუნი.

მატჩის ანალიზი


მანჩესტერ იუნაიტედის დღევანდელმა შემტევმა ძალებმა დაშალეს სტოკის დაცვა. ინგლისელმა თავდამსხმელმა უეინ რუნიმ თავისი შანსი მთელი 100 პროცენტით გამოიყენა. მაგრამ საქმე მხოლოდ მის მიერ გატანილ ორ გოლში არ არის. მან ასევე არანაკლებად შეასრულა შავი სამუშაოც, რამაც განაპირობა გუნდის ასეთი ანგარიში.

წინ დიდი გამოცდილება და არაჩვეულებრივი საღამო გველის.

მატჩის ანალიზი


დღევანდელი შეხვედრა უბრალო გასეირნება იყო იმასთან შეადარებით, თუ რა ელის მანჩესტერს ჩელსის წინააღმდეგ შემდეგ კვირაში. ორივე გუნდი ერთმანეთს კვირას სტემფორდ ბრიჯზე დაუპირისპირდებიან. საინტერესოა როგორ დასრულდება შეხვედრა, იქედან გამომდინარე რომ ორივე გუნდი არაჩვეულებრივ ფორმაში იმყოფება და ისინი ბოლომდე იბრძოლებენ სასურველ შედეგის მისაღწევად. იუნაიტედის გულშემატკივრებს მხოლოდ აინტერესებს, სრულფასოვანი იქნება შემადგენლობა თუ არა.

სპეციალურად ReDarmy.Ge-სთვის
სტატიები
15 კომენტარი
№11
ავტორი: rooney-nika
21 ოქტომბერი 2012 11:31
  • სიახლეები: 23
  • კომენტარები: 351
მართლა რთული გზა გველკის ჩელსთან
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ shedis..?__ ) au ki__ ) gtkiva..?__ ) au ki__ : )) upro magrad sheyavi..!__ ) kide gtkiva..?__ ) kii__ : )) cota viwro gaaq da moitmine..!__ : )) axlac gtkiva..?__ : )) au kii__ : )) mashin dzvirpaso sxva pexsacmeli gaizome..!__: ))
№12
ავტორი: love united
21 ოქტომბერი 2012 12:23
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ამომწურავი სტატიაა...
0
№13
ავტორი: Vodafone
21 ოქტომბერი 2012 16:53
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
მთავარია თავიდან გოლი არ გავუშვათ, თორე მერე გაგვიჭირდება.
0
№14
ავტორი: UTD-Rule
21 ოქტომბერი 2012 21:45
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
საღოლ ავტორ!!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№15
ავტორი: Manchester United 14
28 აპრილი 2014 11:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
სგ ავტორ manunited
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top