თბილისი:
მანჩესტერი:
18-05-2013, 12:50
ავტორი: Jubo,
ნანახია: 2968,
კომენტარები: 11
ფერგიუსონი შეიხების გადაწყვეტილებით გაკვირვებულია
სერ ალექსისთვის რობერტო მანჩინის თანამდებობიდან მოხსნის გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა
ფერგიუსონი შეიხების გადაწყვეტილებით გაკვირვებულია
სერ ალექს ფერგიუსონისთვის რობერტო მანჩინის კლუბიდან გაგდება მოულოდნელი აღმოჩნდა და ამ ფაქტმა განაცვიფრა.
მანჩინისთვის ბოლო ტიტული გასულ სეზონში, პრემიერ ლიგის მოგება აღმოჩნდა. „სიტის“ მფლობელებს როგორც ჩანს, უფრო დიდი მიზნები აქვთ.
ამავდროულად, სერ ალექსი მფლობელების ამგვარი გადაწყვეტილებით გაკვირვებული არაა, რადგან დღეს დღეობით ასეთი ფაქტები ხშირია.
„სრულიად წარმოუდგენელია. მან მოიგო ინგლისის თასი, გავიდა ამავე ჩემპიონატის ფინალში, მოიგო პრემიერ ლიგა და წელს გავიდა მეორე ადგილზე, არ არის ეს საკმარისი?
როცა ეს ამბავი გავიგე გაოცებული ვიყავი, მაგრამ სინამდვილეში არა, დღეს კლუბის მფლობელების ქმედებები უკვე საკვირველი არ არის. ვერ გაოცდები, მაგრამ მაინც ვთვლი, რომ ეს გადაწყვეტილება არასწორი იყო.
ამავე საღამოს, რეზერვების თამაშზე „ლივერპულის“ წარმომადგენელს შევხვდი. მან მითხრა, რომ ბრენდან როჯერსი, რომელიც კლუბში მხოლოდ ერთი წელია მუშაობს, რიგით 30-ე ყველაზე ხანგრძლივად მომუშავე მწვრთნელია. ეს წარმოუდგენელია.“
- განაცხადა ფერგიუსონმა.
შოტნალდიელი სპეციალისტისთვის გაუგებარია უეინ რუნის გადაწყვეტილების მიზეზი და ამ საკითხის მოგვარებას დევიდ მოიესს ანდობს.
“მოიესთან რუნის შესახებ არ მისაუბრია. დარწმუნებული ვარ, კლუბში მოსვლისთანავე დევიდი ამ საკითხს მიხედავს. წარმოდგენა არ მაქვს რატომ უნდა უეინს გუნდის დატოვება, ეს ჩემი საქმე არ არის. ამით დაინტერესებული არ ვარ.
დევიდი აპირებს ამის განხილვას, მას ამ საკითხის მოგვარება სურს.“
- დაასრულა სერ ალექსმა.

წყარო: skysports.com
ახალი ამბები, ინტერვიუები, პრესკონფერენცია
11 კომენტარი
№1
ავტორი: Jubo
18 მაი 2013 12:54
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
ბრენდან როჯერსი, რომელიც კლუბში მხოლოდ ერთი წელია მუშაობს, რიგით 30-ე ყველაზე ხანგრძლივად მომუშავე მწვრთნელია. ეს წარმოუდგენელია.“

ყველა შენნაირი კი არაა likeaboss
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№2
ავტორი: Beckham 7
18 მაი 2013 13:28
  • სიახლეები: 467
  • კომენტარები: 1434
მართლა რატო გაუშვეს ;( ჩვენთვის კარგი იყო მანჩინი megustamucho
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Why Always Redarmy.ge?
№3
ავტორი: Amerigo
18 მაი 2013 13:46
  • სიახლეები: 15
  • კომენტარები: 1181
Beckham 7,
ხო ისე!
0
№4
ავტორი: love united
18 მაი 2013 14:22
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
კაი რა ბაბუ,რა იყო გასაკვირი,ასეთი შემადგენლობით უფრო მეტს უნდა მიაღწიო...
0
№5
ავტორი: red devil
18 მაი 2013 14:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Ar unda gaeshvat roberta axla pelegrinze vegar vikaifeb :D
0
№6
ავტორი: VaRdo
18 მაი 2013 15:39
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ერთი სიტისიც : )
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№7
ავტორი: UTD-Rule
18 მაი 2013 17:02
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
წარმოდგენა არ მაქვს რატომ უნდა უეინს გუნდის დატოვება, ეს ჩემი საქმე არ არის

recourse
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№8
ავტორი: I L C
18 მაი 2013 17:53
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
ამას ყველა თავისნაირი გონია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№9
ავტორი: ლადო
19 მაი 2013 07:16
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
მეც არ გავაგდებდი მანჩინის..
0
№10
ავტორი: TrueRed
19 მაი 2013 10:07
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 1206
Ravici ravici im shemadgenlobit rac citys yavs metis migwevac sheidzleba
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top