თბილისი:
მანჩესტერი:
18-05-2013, 12:50
ავტორი: Jubo,
ნანახია: 2985,
კომენტარები: 11
ფერგიუსონი შეიხების გადაწყვეტილებით გაკვირვებულია
სერ ალექსისთვის რობერტო მანჩინის თანამდებობიდან მოხსნის გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა
ფერგიუსონი შეიხების გადაწყვეტილებით გაკვირვებულია
სერ ალექს ფერგიუსონისთვის რობერტო მანჩინის კლუბიდან გაგდება მოულოდნელი აღმოჩნდა და ამ ფაქტმა განაცვიფრა.
მანჩინისთვის ბოლო ტიტული გასულ სეზონში, პრემიერ ლიგის მოგება აღმოჩნდა. „სიტის“ მფლობელებს როგორც ჩანს, უფრო დიდი მიზნები აქვთ.
ამავდროულად, სერ ალექსი მფლობელების ამგვარი გადაწყვეტილებით გაკვირვებული არაა, რადგან დღეს დღეობით ასეთი ფაქტები ხშირია.
„სრულიად წარმოუდგენელია. მან მოიგო ინგლისის თასი, გავიდა ამავე ჩემპიონატის ფინალში, მოიგო პრემიერ ლიგა და წელს გავიდა მეორე ადგილზე, არ არის ეს საკმარისი?
როცა ეს ამბავი გავიგე გაოცებული ვიყავი, მაგრამ სინამდვილეში არა, დღეს კლუბის მფლობელების ქმედებები უკვე საკვირველი არ არის. ვერ გაოცდები, მაგრამ მაინც ვთვლი, რომ ეს გადაწყვეტილება არასწორი იყო.
ამავე საღამოს, რეზერვების თამაშზე „ლივერპულის“ წარმომადგენელს შევხვდი. მან მითხრა, რომ ბრენდან როჯერსი, რომელიც კლუბში მხოლოდ ერთი წელია მუშაობს, რიგით 30-ე ყველაზე ხანგრძლივად მომუშავე მწვრთნელია. ეს წარმოუდგენელია.“
- განაცხადა ფერგიუსონმა.
შოტნალდიელი სპეციალისტისთვის გაუგებარია უეინ რუნის გადაწყვეტილების მიზეზი და ამ საკითხის მოგვარებას დევიდ მოიესს ანდობს.
“მოიესთან რუნის შესახებ არ მისაუბრია. დარწმუნებული ვარ, კლუბში მოსვლისთანავე დევიდი ამ საკითხს მიხედავს. წარმოდგენა არ მაქვს რატომ უნდა უეინს გუნდის დატოვება, ეს ჩემი საქმე არ არის. ამით დაინტერესებული არ ვარ.
დევიდი აპირებს ამის განხილვას, მას ამ საკითხის მოგვარება სურს.“
- დაასრულა სერ ალექსმა.

წყარო: skysports.com
ახალი ამბები, ინტერვიუები, პრესკონფერენცია
11 კომენტარი
№11
ავტორი: MAGNIFICENT 7
19 მაი 2013 12:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 314
derpwhy რატომ გაუშვეს,ჩვენ გვაწყობდა მანჩინი troll
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "მახსოვს როდესაც პირველად შევხვდი მას, ის მაშინ 13 წლის იყო და ბურთს ისე დასდევდა, როგორც კოკერ სპანიელის ლეკვი ქარში მოფრიალე ვერცხლისფერ ქაღალდს"-სერ ალექს ფერგიუსონი რაიან გიგზის შესახებ.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top