თბილისი:
მანჩესტერი:
11-05-2013, 17:26
ავტორი: ლადო,
ნანახია: 3157,
კომენტარები: 28
სერ ალექსის 10 ყვეალზე ცუდი ტრანსფერი!
სერ ალექს ფერგიუსონის 10 ყვეალზე ცუდი ტრანსფერი...
სერ ალექსის 10 ყვეალზე ცუდი ტრანსფერი!
1. გაბრიელ ობერტანი

სერ ალექსის 10 ყვეალზე ცუდი ტრანსფერი!


გაბრიელ ობერტანი მოვიდა კლუბში "ბორდოდან" 2009 წელს 3 მილიონ ფუნტად. ამ ტრანსფერით სერ ალექს სურდა კრისტიანო რონალდოს შემცვლელი ეპოვა, რაც ნამდვილად არ გამოუვიდა. ფრანგი ფეხბურთელი კარგად ამუშავებდა ბურთს, საკმაოდ სწარფად დარბოდა და რამოდენიმეჯერ კანტონაც გაგვახსენა, მაგრამ საბოლოოდ გუნდისთვის სარგებელი არ მოუტანია. მან ჩაატარა 28 მატჩი ორი სეზონის განმავლობაში და მხოლოდ ერთი გოლი. "იუნაიტედმა" ის 2011 წელს არენდით გაუშვა "ნიუკასლში" სადაც საბოლოოდ დარჩა და ახლა სათადარიგოთა სკამს ამშვენებს.

2. დავიდ ბელონი

სერ ალექსის 10 ყვეალზე ცუდი ტრანსფერი!


დავიდ ბელონი "სანდერლენდიდან" გადმოვიდა "იუნაიტედში" 2003 წელს 3 მილიონად. ეს იყო კიდევ ფუჭად დახარჯული რამოდენიმე მილიონი. ფრანგმა თავდამსხმელმა ძირითადში ფეხი ვერ მოიკიდა, ვერც რაიმე დასამახსოვრებელი გააკეთა კლუბისთვის. შემდეგ კი ის არენდით გაუშვეს და იმავე კლუბში დარჩა.

3. ფანჩუჟო დუნი

სერ ალექსის 10 ყვეალზე ცუდი ტრანსფერი!


ის "მანჩესტერში" "დალიან შიდედან" გადმოვიდა 2004 წელს 3,5 მილონად. პირველი უიღბლო ტრანსფერი აზიიდან: ტოპ-კლუბისთვის და ტოპ-ლიგისთვის აზიელი ფეხბურთელი მზად არ აღმოჩნდა. შემდეგი ცდა კი წარმატებული გამოდგა და კლუბმა კიდევ ერთი აზიელი გაიფორმა სახელად პარკ ჟი სუნი.

4. ერიკ ჯემბა-ჯემბა

სერ ალექსის 10 ყვეალზე ცუდი ტრანსფერი!


ის კლუბში "ნანტიდან" მოვიდა 3,5 მილიონად. კიდევ ერთი 2003 წლის ცუდი შენაძენი. ცენტრალურმა ნახევარმცველმა, რომელიც კამერუნელი გახლდათ, "იუნაიტედში" კარიერის აწყობა არ გამოუვიდა, მაგრამ ითამაშა მატჩები და გოლებიც გაიტანა. ფანები ვერც კი ხვდებოდნენ თუ როგორ უნდა შეეცვალა ერიკს როი კინი.

5. მასიმო ტაიბი

სერ ალექსის 10 ყვეალზე ცუდი ტრანსფერი!


ის კლუბში "ვენეციიდან" მოვიდა 1999 წელს 4,5 მილიონად. ფერგიუსონს სურდა პიტერ შმეიხელის შეცვლა, მაგრამ ამ არჩევანში შეცდა. მეკარემ "იუნაიტედის" გულშემატკივრებს თავი ვერაფრით დაამახსოვრა.

6. კლებერსონი

სერ ალექსის 10 ყვეალზე ცუდი ტრანსფერი!


ის "ატლეტიკო პარანაენსედან" გადმოვიდა 2003 წელს 6,5 მილიონ ფუნტად. მან ვერ გაიბრწყინა "იუნაიტედში". ის ჯემბა-ჯემბას შეუწყვილდა ნახევარდაცვის ცენტრში და ისეთივე წარმატებას მიაღწია, რასაც ჯემბამ მიაღწია. 2003 წელი "იუნაიტედისთვის" კარგი არ გამოდგა ტრანსფერების მხრივ, მაგრამ ამ წლის ბოლოს "წითელ ეშმაკუნებში" ჩაირიცხება პატარა ვარსკვლავი კრისტიანო რონალდო.

7. დიეგო ფორლანი

სერ ალექსის 10 ყვეალზე ცუდი ტრანსფერი!


ის კლუბში 2001 წელს გადმოვიდა 6,9 მილიონად. ფორლანმა თავი "იუნაიტედში" კარგად წარმოაჩინა, თუ გავითვალისწინებთ იმას თუ როგორ გააგრძელა მან ეს კარიერა "იუნაიტედიდან" წასვლის შემდეგ. მან ძალიან მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა "ლივერპულის" კარში, მაგრამ ეს გოლი 6,9 მილიონი ნამდვილად არ ღირდა.

8. ბებე

სერ ალექსის 10 ყვეალზე ცუდი ტრანსფერი!


ბებე "იუნაიტედში" 7,4 მილიონად გადავიდა 2010 წელს. ეს იყო უცნაური ისტორია: სერ ალექს ფერგიუსონი მიენდო კარლოს კეირუშს და ისეთ ფეხბურთელში გადაიხადა 7 მილიონზე მეტი, რომელის თამაშიც არც ერთხელ არ ჰქონდა ნანახი. პირველ სეზონში მან თავი საერთოდ ვერ გამოიჩინა ასე, რომ ის არენდით გაუშვეს. ბებე ახლაც კლუბის კუთვნილებაა.

9. ზორან ტოსიჩი

სერ ალექსის 10 ყვეალზე ცუდი ტრანსფერი!


ზორან ტოსიჩი "მანჩესტერ იუნაიტედში" 2008 წელს გადავიდა. 2008/2009 წლებში ზორანი "წითელი" მაისურით მხოლოდ სამჯერ გამოჩნდა, მაგრამ ის რეგულარულად თამაშობდა "იუნაიტედის" რეზერვებში. 2010 წლის 29 იანვარს ზორანი არენდით გაუშვეს გერმანულ "კიოლნში", საიდანაც ის მოსკოვის "ცეესკაში" გადაბარგდა.

10. ხუან სებასტიან ვერონი

სერ ალექსის 10 ყვეალზე ცუდი ტრანსფერი!


ის კლუბში "ლაციოდან" 2001 წელს გადავიდა 28 მილიონად. ეს იყო ყველაზე დიდი იმედგაცრუება ფერგიუსონისთვის, რაც ძალიან საწყენია. ვერონი იყო ძალიან კარგი ფეხბურთელი, მაგრამ ვერაფრის გაკეთება შეძლო ინგლისში, ვერც "მანჩესტერ იუნაიტედში" და შემდეგ ვერც "ჩელსიში".


წყარო:http://www.sports.ru
ახალი ამბები
28 კომენტარი
№1
ავტორი: ლადო
11 მაი 2013 17:30
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
რავიცი მგონი კარგი გამოვიდა
0
№2
ავტორი: Beckham 7
11 მაი 2013 17:31
  • სიახლეები: 467
  • კომენტარები: 1434
ტოსიჩი რო გვყავდა გახსოვთ? მაგასაც შევიყვანდი ამ სიაში.

საღოლ ავტორ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Why Always Redarmy.ge?
№3
ავტორი: love united
11 მაი 2013 17:49
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
რა ალან სმიტი,გიჟი იყო ტიპი.. love მაგარი კაცი იყო...რომასთან რომ აიწყვიტა მაგას რა დამავიწყებს...ეგ ჩემი აზრით ამ სიაში არ უნდა იყოს...
0
№4
ავტორი: Jubo
11 მაი 2013 17:51
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
ცუდის მაგივრად 10 ყველაზე კარგი ტრანსფერის დაწერა არ ჯობდა? ახლა მაინც დავასვენოთ კრიტიკისგან smile
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№5
ავტორი: ლადო
11 მაი 2013 17:53
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
love united,
მეც გამიკვირდა მაგრამ რავიცი იქ შეტანილი ეგრე იყოო

...RooNeY...FaN...,
ეგ დავწერე და წავშალე მერე.....გადმოვთარგმნე და იმ გადმოთარგმნილში სიაში არ იყო ბექემი და დამატყდა ჩემხელა კრიტიკა ნერვები მომეშალა და წავშალე biggrin2
0
№6
ავტორი: chakhna
11 მაი 2013 17:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 115
კაი სტატიაა, მაგრამ ალან სმიტს აქ არ შევიყვანდი
0
№7
ავტორი: BaaBunaa
11 მაი 2013 17:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 77
რა სმიტი ღადაოობთ??
0
№8
ავტორი: SAF
11 მაი 2013 18:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 692
სმიტი ამოიღეთ.. cerealguy
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა-სიტყვით დაბეჭდოთ."-1986 წელი,ფერგი.
№9
ავტორი: Mike
11 მაი 2013 18:08
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 566
დაახლოებით ესეთი ტიპის სტატია უამრავჯერ მაქვს წაკითხული, მაგრამ მართლა კარგია, ერთში არ ვეთანხმები ავტორს მე მასიმო ტაიბიმ თავი დამამახსოვრა ( მასეთი ცენზურა მეკარე ჩემ ცხოვრებაში არ მინახია) troll
0
№10
ავტორი: Beckham 7
11 მაი 2013 18:12
  • სიახლეები: 467
  • კომენტარები: 1434
Lado Ghonghadze,
და ბექემი რო არ უყიდიათ?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Why Always Redarmy.ge?
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top