თბილისი:
მანჩესტერი:
11-05-2013, 17:26
ავტორი: ლადო,
ნანახია: 3160,
კომენტარები: 28
სერ ალექსის 10 ყვეალზე ცუდი ტრანსფერი!
სერ ალექს ფერგიუსონის 10 ყვეალზე ცუდი ტრანსფერი...
სერ ალექსის 10 ყვეალზე ცუდი ტრანსფერი!
1. გაბრიელ ობერტანი

სერ ალექსის 10 ყვეალზე ცუდი ტრანსფერი!


გაბრიელ ობერტანი მოვიდა კლუბში "ბორდოდან" 2009 წელს 3 მილიონ ფუნტად. ამ ტრანსფერით სერ ალექს სურდა კრისტიანო რონალდოს შემცვლელი ეპოვა, რაც ნამდვილად არ გამოუვიდა. ფრანგი ფეხბურთელი კარგად ამუშავებდა ბურთს, საკმაოდ სწარფად დარბოდა და რამოდენიმეჯერ კანტონაც გაგვახსენა, მაგრამ საბოლოოდ გუნდისთვის სარგებელი არ მოუტანია. მან ჩაატარა 28 მატჩი ორი სეზონის განმავლობაში და მხოლოდ ერთი გოლი. "იუნაიტედმა" ის 2011 წელს არენდით გაუშვა "ნიუკასლში" სადაც საბოლოოდ დარჩა და ახლა სათადარიგოთა სკამს ამშვენებს.

2. დავიდ ბელონი

სერ ალექსის 10 ყვეალზე ცუდი ტრანსფერი!


დავიდ ბელონი "სანდერლენდიდან" გადმოვიდა "იუნაიტედში" 2003 წელს 3 მილიონად. ეს იყო კიდევ ფუჭად დახარჯული რამოდენიმე მილიონი. ფრანგმა თავდამსხმელმა ძირითადში ფეხი ვერ მოიკიდა, ვერც რაიმე დასამახსოვრებელი გააკეთა კლუბისთვის. შემდეგ კი ის არენდით გაუშვეს და იმავე კლუბში დარჩა.

3. ფანჩუჟო დუნი

სერ ალექსის 10 ყვეალზე ცუდი ტრანსფერი!


ის "მანჩესტერში" "დალიან შიდედან" გადმოვიდა 2004 წელს 3,5 მილონად. პირველი უიღბლო ტრანსფერი აზიიდან: ტოპ-კლუბისთვის და ტოპ-ლიგისთვის აზიელი ფეხბურთელი მზად არ აღმოჩნდა. შემდეგი ცდა კი წარმატებული გამოდგა და კლუბმა კიდევ ერთი აზიელი გაიფორმა სახელად პარკ ჟი სუნი.

4. ერიკ ჯემბა-ჯემბა

სერ ალექსის 10 ყვეალზე ცუდი ტრანსფერი!


ის კლუბში "ნანტიდან" მოვიდა 3,5 მილიონად. კიდევ ერთი 2003 წლის ცუდი შენაძენი. ცენტრალურმა ნახევარმცველმა, რომელიც კამერუნელი გახლდათ, "იუნაიტედში" კარიერის აწყობა არ გამოუვიდა, მაგრამ ითამაშა მატჩები და გოლებიც გაიტანა. ფანები ვერც კი ხვდებოდნენ თუ როგორ უნდა შეეცვალა ერიკს როი კინი.

5. მასიმო ტაიბი

სერ ალექსის 10 ყვეალზე ცუდი ტრანსფერი!


ის კლუბში "ვენეციიდან" მოვიდა 1999 წელს 4,5 მილიონად. ფერგიუსონს სურდა პიტერ შმეიხელის შეცვლა, მაგრამ ამ არჩევანში შეცდა. მეკარემ "იუნაიტედის" გულშემატკივრებს თავი ვერაფრით დაამახსოვრა.

6. კლებერსონი

სერ ალექსის 10 ყვეალზე ცუდი ტრანსფერი!


ის "ატლეტიკო პარანაენსედან" გადმოვიდა 2003 წელს 6,5 მილიონ ფუნტად. მან ვერ გაიბრწყინა "იუნაიტედში". ის ჯემბა-ჯემბას შეუწყვილდა ნახევარდაცვის ცენტრში და ისეთივე წარმატებას მიაღწია, რასაც ჯემბამ მიაღწია. 2003 წელი "იუნაიტედისთვის" კარგი არ გამოდგა ტრანსფერების მხრივ, მაგრამ ამ წლის ბოლოს "წითელ ეშმაკუნებში" ჩაირიცხება პატარა ვარსკვლავი კრისტიანო რონალდო.

7. დიეგო ფორლანი

სერ ალექსის 10 ყვეალზე ცუდი ტრანსფერი!


ის კლუბში 2001 წელს გადმოვიდა 6,9 მილიონად. ფორლანმა თავი "იუნაიტედში" კარგად წარმოაჩინა, თუ გავითვალისწინებთ იმას თუ როგორ გააგრძელა მან ეს კარიერა "იუნაიტედიდან" წასვლის შემდეგ. მან ძალიან მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა "ლივერპულის" კარში, მაგრამ ეს გოლი 6,9 მილიონი ნამდვილად არ ღირდა.

8. ბებე

სერ ალექსის 10 ყვეალზე ცუდი ტრანსფერი!


ბებე "იუნაიტედში" 7,4 მილიონად გადავიდა 2010 წელს. ეს იყო უცნაური ისტორია: სერ ალექს ფერგიუსონი მიენდო კარლოს კეირუშს და ისეთ ფეხბურთელში გადაიხადა 7 მილიონზე მეტი, რომელის თამაშიც არც ერთხელ არ ჰქონდა ნანახი. პირველ სეზონში მან თავი საერთოდ ვერ გამოიჩინა ასე, რომ ის არენდით გაუშვეს. ბებე ახლაც კლუბის კუთვნილებაა.

9. ზორან ტოსიჩი

სერ ალექსის 10 ყვეალზე ცუდი ტრანსფერი!


ზორან ტოსიჩი "მანჩესტერ იუნაიტედში" 2008 წელს გადავიდა. 2008/2009 წლებში ზორანი "წითელი" მაისურით მხოლოდ სამჯერ გამოჩნდა, მაგრამ ის რეგულარულად თამაშობდა "იუნაიტედის" რეზერვებში. 2010 წლის 29 იანვარს ზორანი არენდით გაუშვეს გერმანულ "კიოლნში", საიდანაც ის მოსკოვის "ცეესკაში" გადაბარგდა.

10. ხუან სებასტიან ვერონი

სერ ალექსის 10 ყვეალზე ცუდი ტრანსფერი!


ის კლუბში "ლაციოდან" 2001 წელს გადავიდა 28 მილიონად. ეს იყო ყველაზე დიდი იმედგაცრუება ფერგიუსონისთვის, რაც ძალიან საწყენია. ვერონი იყო ძალიან კარგი ფეხბურთელი, მაგრამ ვერაფრის გაკეთება შეძლო ინგლისში, ვერც "მანჩესტერ იუნაიტედში" და შემდეგ ვერც "ჩელსიში".


წყარო:http://www.sports.ru
ახალი ამბები
28 კომენტარი
№11
ავტორი: S.A.F.
11 მაი 2013 18:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 97
ბებე დაბრუნდენდება და ნახეთ რა კაციც დადგეს :))))
0
№12
ავტორი: ლადო
11 მაი 2013 18:21
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
WaZza 10,
ხოო მართალიხარ...მაგრამ იმენა ისე მომედო იმ მომენტში რო ვაგარაფერი განვსაზღვრე და წავშალეე wink
0
№13
ავტორი: UTD-Rule
11 მაი 2013 18:23
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ობერტანი მაგარი სწრაფი იყო მარა რად გინდა არ გამოგვადგა...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№14
ავტორი: Luka Gelashvili
11 მაი 2013 18:27
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
ვერონი ფუ როგორ ვერ ვიტანნ.. ფორლანს უფრო დაკარგულ ტალანტად მივიჩნევ ))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№15
ავტორი: VaRdo
11 მაი 2013 18:27
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: Mike
დაახლოებით ესეთი ტიპის სტატია უამრავჯერ მაქვს წაკითხული, მაგრამ მართლა კარგია, ერთში არ ვეთანხმები ავტორს მე მასიმო ტაიბიმ თავი დამამახსოვრა ( მასეთი ცენზურა მეკარე ჩემ ცხოვრებაში არ მინახია)


biggrin2 ოხ რაა ხაარ . საღოლ კარგია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№16
ავტორი: ლადო
11 მაი 2013 18:30
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
Mike,
biggrin2 good2
0
№17
ავტორი: GeorgeBest
11 მაი 2013 18:44
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
სმიტს ტრავმებმა შეუშალეს ხელი, თორე უძლიერესი იყო love
0
№18
ავტორი: I L C
11 მაი 2013 19:04
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
მე ყველაზე მეტად ბებე არ მომწონდა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№19
ავტორი: BERDI
11 მაი 2013 19:32
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
Lado Ghonghadze,
კარგია კარგი. მგონი ყველა ღირსეულად არი შეყვანილი საღOლ!!! am
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№20
ავტორი: red devil
11 მაი 2013 19:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
BERDI MAN_FAN,
bebes ras erchi?mshvenieri bichia:D:D:D
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top