თბილისი:
მანჩესტერი:
7-05-2013, 12:22
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 2432,
კომენტარები: 13
ვიდიჩი აღფრთოვანებულია გერმანული გუნდებით
ვიდიჩმა "ჩემპიონთა ლიგის" ფინალისტებზე ისაუბრა
ვიდიჩი აღფრთოვანებულია გერმანული გუნდებით
"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველი ნემანია ვიდიჩი აღიარებს, რომ აღფრთოვანებულია "ჩემპიონთა ლიგის" ფინალისტებით: "მიუნხენის ბაიერნითა" და "დორტმუნდით".

გერმანულმა გუნდებმა დაამარცხეს "ბარსელონა" და "რეალ მადრიდი" ევროპის ყველაზე პრესტიჟული ჩემპიონატის ნახევარფინალში და 25 მაისს ერთმანეთს დაუპირისპირდებიან "უემბლიზე".

ვიდიჩმა ნახა თუ როგორ გამოვარდა მისი გუნდი მერვედფინალში "რეალ მადრიდთან" და ფიქრობს, რომ საჭიროა გერმანული გუნდების სტილის გაანალიზება და მათი შესწავლა.

"ძნელია უყურო ისეთ თამაშს როდესაც იცი, რომ შეიძლება შენ ყოფილიყავი მათ ადგილას" განუცხადა მან MUTV-ს "მაგრამ ვფიქრობ ჩვენ კმაყოფილი უნდა ვიყოთ ჩვენი სეზონით. ჩვენ მოვიგეთ ჩემპიონატი, რომელიც წელს ჩვენთვის პრიორიტეტული იყო, თუმცა გვინდოდა უკეთესად გვეთამაშა "ჩემპიონთა ლიგაზე" და "FA თასზე". მაგრამ ეს ცხოვრებაა, ეს ფეხბურთია. ხან აგებ, ხან იგებ."

"მე ძალიან მომწონს "ბაიერნი". ვფიქრობ ისინი ძალიან კარგ ფეხბურთს აჩვენებენ. ისინი გუნდურად თამაშობდნენ და კარგად კეტავდნებ "ბარსელონას" ფეხბურთელებს, ისინი ჯგუფურად მოქმედებდნენ. ძნელია ასეთი ტიპის გუნდებთან თამაში. "დორტმუნდიც" მსგავსი სტილით თამაშობდა, სწორედ ეს არის ტენდენცია გერმანულ ფეხბურთში."

"ჩემი აზრით ჩვენ ამაზე ყურადღება უნდა გავამახვილოთ. შეიძლება ეს არის გზა, თუ როგორ უნდა განვითარდნენ გუნდები. ბოლო რამდენიმე წელი ხალხი უყურებდა "ბარსელონას" და ფიქრობდა, აი ასე უნდა ითამაშო. ახლა, თუ შევხედავთ "ბაიერნს" და "დორტმუნდს" ვნახავთ, რომ ისინი მოქმედებენ გუნდურად და ინდივიდუალურად და სწორედ ასე აღწევენ წარმატებას."


წყარო: ManUtd.com
ინტერვიუები
13 კომენტარი
№1
ავტორი: Vodafone
7 მაი 2013 12:24
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
მაგრა მომწონს ორივე გუნდი, წელს რო გავსულიყავით გაგვიჭირდებოდა დორტმუნდთან მაგრა, მარა არამგონია გამოვვარდნილიყავით
0
№2
ავტორი: love united
7 მაი 2013 12:31
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
უნდა გავსულიყავით რეალთან...მსაჯი...არადა ვინ იცის,შეიძLება ახლა ფინალშიც ვყოფილიყავით...
0
№3
ავტორი: Luka Gelashvili
7 მაი 2013 12:37
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
დორტმუნდ მიდი მიაწექი თასი უნდა აწიო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№4
ავტორი: ლადო
7 მაი 2013 12:53
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
დორტმუნდისკენ ვარ ფინალში....
0
№5
ავტორი: BERDI
7 მაი 2013 13:02
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
დორტმუნდისგან ესეთ შედეგს არ ველოდი და მინდა რო მოიგოს დორტმუნდმა მაგრამ ბაიერნი ძაან მაგრად თამაშობს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№6
ავტორი: UTD-Rule
7 მაი 2013 13:26
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ეჰჰ იმედია მომავალ წელს ევროტურნირებზე კარგად ვიასპარეზებთ... recourse
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№7
ავტორი: TrueRed
7 მაი 2013 13:53
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 1206
ბორუსიასკენ ვარ ფინალში ... იმედია მოიგებენ ...
0
№8
ავტორი: creep
7 მაი 2013 15:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 211
სირცხვილია პროსტა.... ხალხს მართლა სჯერა რომ დორტმუნდი რეალზე უკეთესი გუნდია :(
0
№9
ავტორი: Amanda Seyfried
7 მაი 2013 16:06
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
ეჰ ჩაქირის გინებაც ამოვიდა ყელში
0
№10
ავტორი: m-an-united
7 მაი 2013 17:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 598
momavaal wels chvenc finalshi viqnebit!!!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Thank you Sir Alex !!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top