თბილისი:
მანჩესტერი:
7-05-2013, 12:22
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 2441,
კომენტარები: 13
ვიდიჩი აღფრთოვანებულია გერმანული გუნდებით
ვიდიჩმა "ჩემპიონთა ლიგის" ფინალისტებზე ისაუბრა
ვიდიჩი აღფრთოვანებულია გერმანული გუნდებით
"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველი ნემანია ვიდიჩი აღიარებს, რომ აღფრთოვანებულია "ჩემპიონთა ლიგის" ფინალისტებით: "მიუნხენის ბაიერნითა" და "დორტმუნდით".

გერმანულმა გუნდებმა დაამარცხეს "ბარსელონა" და "რეალ მადრიდი" ევროპის ყველაზე პრესტიჟული ჩემპიონატის ნახევარფინალში და 25 მაისს ერთმანეთს დაუპირისპირდებიან "უემბლიზე".

ვიდიჩმა ნახა თუ როგორ გამოვარდა მისი გუნდი მერვედფინალში "რეალ მადრიდთან" და ფიქრობს, რომ საჭიროა გერმანული გუნდების სტილის გაანალიზება და მათი შესწავლა.

"ძნელია უყურო ისეთ თამაშს როდესაც იცი, რომ შეიძლება შენ ყოფილიყავი მათ ადგილას" განუცხადა მან MUTV-ს "მაგრამ ვფიქრობ ჩვენ კმაყოფილი უნდა ვიყოთ ჩვენი სეზონით. ჩვენ მოვიგეთ ჩემპიონატი, რომელიც წელს ჩვენთვის პრიორიტეტული იყო, თუმცა გვინდოდა უკეთესად გვეთამაშა "ჩემპიონთა ლიგაზე" და "FA თასზე". მაგრამ ეს ცხოვრებაა, ეს ფეხბურთია. ხან აგებ, ხან იგებ."

"მე ძალიან მომწონს "ბაიერნი". ვფიქრობ ისინი ძალიან კარგ ფეხბურთს აჩვენებენ. ისინი გუნდურად თამაშობდნენ და კარგად კეტავდნებ "ბარსელონას" ფეხბურთელებს, ისინი ჯგუფურად მოქმედებდნენ. ძნელია ასეთი ტიპის გუნდებთან თამაში. "დორტმუნდიც" მსგავსი სტილით თამაშობდა, სწორედ ეს არის ტენდენცია გერმანულ ფეხბურთში."

"ჩემი აზრით ჩვენ ამაზე ყურადღება უნდა გავამახვილოთ. შეიძლება ეს არის გზა, თუ როგორ უნდა განვითარდნენ გუნდები. ბოლო რამდენიმე წელი ხალხი უყურებდა "ბარსელონას" და ფიქრობდა, აი ასე უნდა ითამაშო. ახლა, თუ შევხედავთ "ბაიერნს" და "დორტმუნდს" ვნახავთ, რომ ისინი მოქმედებენ გუნდურად და ინდივიდუალურად და სწორედ ასე აღწევენ წარმატებას."


წყარო: ManUtd.com
ინტერვიუები
13 კომენტარი
№11
ავტორი: red devil
7 მაი 2013 17:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
creep,
ki getanxmebi egrea magra axla girseulad gavida finalshi da reali tavis stadionze afortxiala.
0
№12
ავტორი: koko2222
7 მაი 2013 22:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 194
338 კომენტარი და ვიპ დავხვდები რაცოტაა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ მილანელი.ქომზე მოდენატორი რედარმი.გიზე იუზერი ნომელი?
№13
ავტორი: buka oboladze
8 მაი 2013 01:36
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
აუუ დორტმუნდმა მოიგოს რაა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top