თბილისი:
მანჩესტერი:
4-05-2013, 19:26
ავტორი: ViDa,
ნანახია: 2292,
კომენტარები: 15
მანჩესტერის სეზონი რეალთან მარცხის შემდეგ დასრულდა?
ჩვენი მანჩესტერელი მეგობარი ენდრიუ ვიჰრი თავის აზრზს გვიზიარებს სეზონის შესახებ, იხსენებს მატჩს "რეალთან", როგორ შეცვალა ჩემპიონთა ლიგის ერთმა შეხვედრამ გუნდის ბედი, ადარებს გუნდის დღევანდელ დონეს "ბავარიასთან", მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც ულოცავს ყველას მე-20 ტიტულის მოპოვებას და ოპტიმიზმით შეჰყურებს მომავალს.
მანჩესტერის სეზონი რეალთან მარცხის შემდეგ დასრულდა?
ჩვენი მანჩესტერელი მეგობარი ენდრიუ ვიჰრი თავის აზრზს გვიზიარებს სეზონის შესახებ, იხსენებს მატჩს "რეალთან", როგორ შეცვალა ჩემპიონთა ლიგის ერთმა შეხვედრამ გუნდის ბედი, ადარებს გუნდის დღევანდელ დონეს "ბავარიასთან", მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც ულოცავს ყველას მე-20 ტიტულის მოპოვებას და ოპტიმიზმით შეჰყურებს მომავალს.

ესე იგი, სანატრელი მე-20 ტიტული უკვე ჩვენია და ეს ამბავი არ შეიძლება არ გახარებდეს. ჩვენ საიმედოდ ვართ ცხრილის პირველ ადგილზე, და ლიგის საუკეთესო გუნდათ ვითვლებით შარშანდელ წარუმატებელ სეზონთან შედარებით. სიმართლე რომ ვთქვათ, მანჩესტერს პირველივე თამაშში ეტყობოდა-იგი ინგლისის ჩემპიონი უნდა გამხდარიყო, მაგრამ როგორც ჩვევია ხოლმე ამ გუნდს, ფინიშთან მისვლამდე, საქმეს ირთულებს. მაგრამ, ახლა, ამას არსებითად დიდი მნიშვნელობა არ ააქვს, ვინაიდან მისია შესრულებულია და გუნდი ახალი გამოწვევებისთვის უნდა ემზადებოდეს. ალბათ პესემისტურად ჟღერს, მაგრამ ვიტყვი, რომ პრემიერლიგის მოგება არ ნიშნავს იმას, რომ მომავალ წელს ჩვენ ევროპის ჩემპიონები გავხდებით, ამისთვის საკმაოდ დიდი და რთული გზა გვაქვს გასავლელი. ახლა დროა მომავალზე ვიფიქროთ, მაგრამ ერთადერთი თამაში, რომელიც ამ სეზონში გაიმართა ამის უფლებას არ გვაძლევს...

ჩემი მეგობარი მეუბნება:"ნახე, როგორ წევს მოედანზე ნანი. როგორც ჩანს, სიმულანტობს, რათა ბარათი არ მიიღოს."

მანჩესტერის სეზონი რეალთან მარცხის შემდეგ დასრულდა?


მე ვეთანხმები და თავს ვუქნევ, ფიქრში მადლობელი ვიყავი, რომ წამით შეხვედრა შეწყდა, ვინაიდან ძალიან დატვირთული მეოთხედფინალი იყო. ყველანი ფხიზლები და მხიარულნი ვიყავით, სტადიონი მოქმედ ვულკანს ჰგავდა, როგორც ახასიათებს ხოლმე ისეთი გუნდის გულშემატკივრებს, როგორიც მანჩესტერია. იმ მომენტში, ანგარიში 1-0 იყო, 55 წუტი ჩამოვიშორეთ და გუნდის თავდაჯერებულობა უფრო იზრდებოდა. თავს დაუმარცხებლებად ვგრძნობდით. მაგრამ ჩვენ, წარმოდგენაც არ გვქონდა, რომ ამის შემდეგ ყველაფერი დამთავრდებოდა. მოულოდნელად მსაჯმა წითელი ბარათი ამოიღო. გაუგებრობა და შოკი, გადამდები უკმაყოფილება და ბოღმა, არავის არ სჯეროდა, რომ ეს ყველაფერი სინამდვილეში მოხდა. რასაკვირველია, ცაკირის გადაწყვეტილება საშინელი იყო და როდესაც ნანი მოედანს ტოვებდა, "სტრეტფორდ ენდმა" ისეთი ღმუილი უშვა, რომ ყვირილის დონე ალბათ მთელ ინგლისს მოედო. ბოლოს, ყველაფრის მიუხედავად, ყველმა ჩვენგანმა "მიაფურთხა" მსაჯის გადაწყვეტილებას და ტრიუმფისთვის მოემზადა. ეს ჯერ კიდევ არ იყო დასასრული და გულშემატკივრება გადაწყვიტეს თავისი როლი ეთამაშათ-წაეწიათ გუნდი წინ. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ-მანჩესტერ იუნაიტედი ვართ და ასე მარტივათ არ ვნებდებით...

მაგრამ ჩვენი ოპტიმიზმი დაახლოებით 10 წუთი გაგრძელდა. როდესაც ლუკა მოდრიჩის დარტყმული ბურთი დავიდ დე ჰეას კარში შეფრინდა შეიძლებოდა გვეთქვა, რომ თამაში დასრულებულია. "ოლდ ტრაფორდზე" სიჩუმემ დაისადგურა და უსიტყოვად ყველამ კარგად იცოდა, რომ ჩვენ იმედი დავკარგეთ. გულდასაწყვეტი იმ მანჩესტერზე ყურება, რომელმაც თამაში არაჩვეულებრივად დაიწყო და მისი ტრიუმფი შეწყდა, მხოლოდ რამოდენიმე საშინელი წუთის გამო. რონალდოს მიერ გატანილი გოლს შემდეგ კი, ყველაფერი გასაგები იყო-ჩვენი შანსი აორთქლდა. ფინალური სასტვენის შემდეგ, თითოეულმა ჩვენგანმა იმ ფიქრით დატოვა მოედანი, თუ როგორ ჩაივლის კიდევ ერთი ფინალი უემბლიზე "მანჩესტერის" გარეშე.

წითელ ბარათზე ყველა საუბრობდა. იოჰან კროიფმა გარკვევით გამოხატა საკუთარი აზრი ჰოლანდიურ გაზეთთან «De Telegraaf» :"რომელმა სრულყოფილმა ადამიანმა დანიშნა ეს ადამიანი მსაჯად ასეთ შეხვედრაში? მისი სახელი, ალბათ, მხოლოდ დედამისმა იცის."

ზემოთ ხსენებულის მიუხედავად, მე მაინც არ ვცნობ ამ ამბავს, როგორც გასამართლებელ საბუთს მარცხის შემდეგ. იმ საღამოს, გუნდმა საკუთარ თავზე კონტროლო დაკარგა. ყველაფერი კარგის მიუხედავად, დადგა მომენტი, როდესაც ჩვენ გზა აბნეულებივით დავრბოდით მოედანზე და კონცენტრაცია დავკარგეთ. ფაქტობრივად, გუნდი დღესაც დიდ ზეგავლენას განიცდის, ეს კარგად დაეტყო ბიჭებს "სიტისთან" და "ჩელსის" წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩებში. ამიტომ, მე ვფიქროვ, ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ 5 მარტს. ეს არის დღე, როდესაც გუნდმა პსიქოლოგიური კრახი განიცადა და მე გეტყვით თქვენ, რომ წითელი ბარათი აქ არანაირ შუაში არ არის. უბრალოდ ფეხბურთელთა გონება სეზონის ბოლომდე არის და იქნება გაჭედილი, მხოლოდ ერთი კითხვით "რატომ?''.

პირველ რიგში, გადახედეთ შედეგებს ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნის შემდეგ:

10/03 FA Cup vs Chelsea (2-2) 16/03 Premier League vs Reading (1-0) 30/03 Premier League vs Sunderland (1-0) 01/04 FA Cup vs Chelsea (0-1) 08/04 Premier League vs City (1-2) 14/04 Premier League vs Stoke City (2-0) 17/04 Premier League vs West Ham (2-2) 22/04 Premier League vs Aston Villa (3-0)

8 თამაში, 4 გამარჯვება, 2 ფრე და 2 მარცხი. 12 გატანილი გოლი და 7 გაშვებული. შედარებისთვის ავიღოთ 8 მატჩი "რეალთან" გამართულ შეხვედრამდე:7 მოგება და 1 ფრე, 18 გატანილი და 4 გაშვებული გოლი. ფაქტია, ეს სერია უფრო კარგად გამოიყურება. რა თქმა უნდა, ძალიან განსხვავდება "ჩელსის" და "სიტის" დონე/ "ქპრსა" და "რედინგს" შორის, მაგრამ თუ თქვენ ჩაუღრმავდებით და განიხილავთ ყოველ თამაშს, მიხვდებით, რომ კრიტიკა უსაფუძვლო არ არის.

ხელიდან გაშვებული ჰანდიკაპი "ჩელსისთან" და არაფრად ჩაგდებული თამაში "სიტის" წინააღმდეგ, ზუსტად ისაა, რასაც გუნდი იმსახურებდა. ახლაც ვერ ვხვდები, თუ რატომ შევწყვიტეთ ჩვენ შეტევების განხორციელება "სიტის" წინააღმდეგ. აშკარად ჩანდა, რომ გუნდს არ ანაღვლებდა ის თამაში, ვინაიდან ჩემპიონი გარკვეული იყო. მაგრამ სასწორზე ჩვენ სიამაყე იდო. როგორ შეიძლებოდა ნება მიგვეცა "ცისფრებისთვის" ჩვენი თავი დაეჩაბნა და პროცენტულად ყველანაიად დავემარცხებინეთ? ვიცი, რომ ვერ მოთხოვ გუნდს ყოველ შეხვედრაში იდეალური შეხვედრა აჩვენოს, მაგრამ როდესაც განიხილავ საპასუხო მატჩს "სტემფორდ ბრიჯზე", რომელშიც ჩვენ, მხოლოდ ორი დარტყმა განვახორციელეთ, გიჩნდება უცნაური გრძნობა, რომ გუნდი უკუსვლას განიცდის, რის გამოც მე-20 ტიტულის მოგებას ვერ შეძლებს. ის, რომ გუნდს ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი ყავს გუნდში არაფერს არ ნიშნავს. თავი რომ დავანებოთ გრანდებს, ჩვენ ისე ცუდად ვთამაშობდით დაბალი დონის გუნდებთან, რომ უბრალოდ არ გვეპატიებოდა. "რედინგის" წინააღმდეგ თამაში ერთ-ერთი ყველაზე მოსაწყენი თამაში იყო მთელი ჩემპიონის მანძილზე.

მაგალითისთვის აიღეთ "ბავარია", რომელმაც ბოლო ორი თამაში 6-1 გაიმარჯვა "ვოლსბურგისა" და "ჰანოვერის" წინააღმდეგ. გუნდი არავის არ ინდობს და ყველას აჩვენებს, რომ მზად არის დაიპყროს ევროპის მწვერვალი. ჩვენ გზა დავკარგეთ 5 მარტის შემდეგ. ძალიან გულდასაწყვეტი იყო იმის შეგნება, რომ ოცნება ტრებლზე, მხოლოდ ჩვენი ფანტაზიის ნაწილი იყო და მეტი არაფერი. მაგრამ რას იზამ, ეს ამ სპორტის ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისებაა. ისტორიას ვერ დაწერ ისე, თუ მარცხი არ განიცადე!

მაგრამ, ახლა, ეს ასე მნიშვნელოვანია? დიახ, ჩვენ ვერ მოვიგეთ მეოთხეჯერ ჩემპიონთა ლიგა და ინგლისის თასი, მაგრამ არამგონია ამის გამო, მანჩესტერს უფლება ჰქონდეს უკან დაიხიოს. გუნდმა მე-20 ტიტული მოიპოვა და მისია შესრულებულია!

მანჩესტერის სეზონი რეალთან მარცხის შემდეგ დასრულდა?


ყველას გილოცავთ გამარჯვებას.

წყარო-redevils.ru/
სტატიები
15 კომენტარი
№1
ავტორი: Zizou
3 მაი 2013 18:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 834
რეალთან მატჩის შემდეგ მართლაც სულ სხვა მანჩესტერი ვნახეთ, ასე არ უნდა მოდიოდეს ისეთ გუნდს როგორიც მანჩესტერია

და კიდე, მართალია მსაჯმა დიდი გავლენა იქონია შედეგზე მაგრამ მარტო მაგასაც ნუ დავაბრალებთ...
0
№2
ავტორი: Lev
3 მაი 2013 18:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1513
ძალიან მაგარი statiaa...მომავლის დიდი იმედი მაქვს..ოღონდ ისიც უნდა გავითვალისწინოთ რო ასეთი შემადგენლობით ევროპაში წარმატების არანაირი შანსი არ არის...ზაფხულში სერიოზული ტრანსფერია (თუ ტრანსფერები არა) საჭირო. უნდა დავიბრუნოთ მრისხანე იუნაიტედის სახელი!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!1
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№3
ავტორი: Amanda Seyfried
3 მაი 2013 18:22
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
ფაქტი ისაა, რომ რეალამდე სხვა ფეხბურთს ვუბერავდით და მერე სხვას
0
№4
ავტორი: BERDI
3 მაი 2013 18:24
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
საღOლ კარფია.

რეალის შემდეგ აღარაფერი არ აინტერესებდათ და თამაშობდნენ სამარცხვინოთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№5
ავტორი: Z A C K™
3 მაი 2013 18:49
  • სიახლეები: 46
  • კომენტარები: 896
ჩაკდნენ აზრზე ვე მოვიდნენ რამდენი ხანი მაგ თამაშის მერე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ I’ll always love you, Sir Alex.
Manager of my favorite club for my entire life.
Chewer of gum and winner of trophies, you’ll always be in our hearts.
№6
ავტორი: love united
3 მაი 2013 19:05
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
მანჩესტერის სეზონი რეალთან კი არა მსაჯთან მარცხის შემდეგ დასრულდა...არაპროფესიონალი მეშაურმე...

რაც არ უნდა მომხდარიყო,ასე არ უნდა ჩამოეშვათ ყურები...იმის მერე ერთი-ორად გაუფასურდა ჩვენი თამაში...
0
№7
ავტორი: creep
3 მაი 2013 19:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 211
ჩემპიონთა ლიგა საფეხბურთო ლიგა კი არა ერთგვარს რიგს დაემსგავსა, რაც არ უნდა მაგარ ფორმაში იყო თუ რიგში შენზე წინაა ვინმე მაინც არ გაგიშვებენ.... თორე ამ სასტავით კი არა უარესი სასტავით მოგებული ლიგები ახსოვს ისტორიას.... გავკარი ბავარიასაც და უკლასო დორტმუნდსაც და ზოგადად მთლიანად ევროპას ერთ ადგილას რომ უძვრებიან უკვე გერმანიას.... ასე რომ სულ რომ 8 მესი და 10 რონალდო და ბეილი დაიმატოს მანჩესტერმა სანამ რიგი არ მოუწევს მანამდე არ გაახარებენ თურქი მსაჯები და ძმანი და დანი მათნი....
0
№8
ავტორი: Lev
3 მაი 2013 19:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1513
100%)))))))))))))))))))))creep,
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№9
ავტორი: I L C
3 მაი 2013 19:26
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
creep,
მართალი ხარ ძმაო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№10
ავტორი: Red Hooligan
3 მაი 2013 20:47
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
მსაჯთან მარცხის შემდეგ...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top