თბილისი:
მანჩესტერი:
4-05-2013, 19:26
ავტორი: ViDa,
ნანახია: 2298,
კომენტარები: 15
მანჩესტერის სეზონი რეალთან მარცხის შემდეგ დასრულდა?
ჩვენი მანჩესტერელი მეგობარი ენდრიუ ვიჰრი თავის აზრზს გვიზიარებს სეზონის შესახებ, იხსენებს მატჩს "რეალთან", როგორ შეცვალა ჩემპიონთა ლიგის ერთმა შეხვედრამ გუნდის ბედი, ადარებს გუნდის დღევანდელ დონეს "ბავარიასთან", მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც ულოცავს ყველას მე-20 ტიტულის მოპოვებას და ოპტიმიზმით შეჰყურებს მომავალს.
მანჩესტერის სეზონი რეალთან მარცხის შემდეგ დასრულდა?
ჩვენი მანჩესტერელი მეგობარი ენდრიუ ვიჰრი თავის აზრზს გვიზიარებს სეზონის შესახებ, იხსენებს მატჩს "რეალთან", როგორ შეცვალა ჩემპიონთა ლიგის ერთმა შეხვედრამ გუნდის ბედი, ადარებს გუნდის დღევანდელ დონეს "ბავარიასთან", მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც ულოცავს ყველას მე-20 ტიტულის მოპოვებას და ოპტიმიზმით შეჰყურებს მომავალს.

ესე იგი, სანატრელი მე-20 ტიტული უკვე ჩვენია და ეს ამბავი არ შეიძლება არ გახარებდეს. ჩვენ საიმედოდ ვართ ცხრილის პირველ ადგილზე, და ლიგის საუკეთესო გუნდათ ვითვლებით შარშანდელ წარუმატებელ სეზონთან შედარებით. სიმართლე რომ ვთქვათ, მანჩესტერს პირველივე თამაშში ეტყობოდა-იგი ინგლისის ჩემპიონი უნდა გამხდარიყო, მაგრამ როგორც ჩვევია ხოლმე ამ გუნდს, ფინიშთან მისვლამდე, საქმეს ირთულებს. მაგრამ, ახლა, ამას არსებითად დიდი მნიშვნელობა არ ააქვს, ვინაიდან მისია შესრულებულია და გუნდი ახალი გამოწვევებისთვის უნდა ემზადებოდეს. ალბათ პესემისტურად ჟღერს, მაგრამ ვიტყვი, რომ პრემიერლიგის მოგება არ ნიშნავს იმას, რომ მომავალ წელს ჩვენ ევროპის ჩემპიონები გავხდებით, ამისთვის საკმაოდ დიდი და რთული გზა გვაქვს გასავლელი. ახლა დროა მომავალზე ვიფიქროთ, მაგრამ ერთადერთი თამაში, რომელიც ამ სეზონში გაიმართა ამის უფლებას არ გვაძლევს...

ჩემი მეგობარი მეუბნება:"ნახე, როგორ წევს მოედანზე ნანი. როგორც ჩანს, სიმულანტობს, რათა ბარათი არ მიიღოს."

მანჩესტერის სეზონი რეალთან მარცხის შემდეგ დასრულდა?


მე ვეთანხმები და თავს ვუქნევ, ფიქრში მადლობელი ვიყავი, რომ წამით შეხვედრა შეწყდა, ვინაიდან ძალიან დატვირთული მეოთხედფინალი იყო. ყველანი ფხიზლები და მხიარულნი ვიყავით, სტადიონი მოქმედ ვულკანს ჰგავდა, როგორც ახასიათებს ხოლმე ისეთი გუნდის გულშემატკივრებს, როგორიც მანჩესტერია. იმ მომენტში, ანგარიში 1-0 იყო, 55 წუტი ჩამოვიშორეთ და გუნდის თავდაჯერებულობა უფრო იზრდებოდა. თავს დაუმარცხებლებად ვგრძნობდით. მაგრამ ჩვენ, წარმოდგენაც არ გვქონდა, რომ ამის შემდეგ ყველაფერი დამთავრდებოდა. მოულოდნელად მსაჯმა წითელი ბარათი ამოიღო. გაუგებრობა და შოკი, გადამდები უკმაყოფილება და ბოღმა, არავის არ სჯეროდა, რომ ეს ყველაფერი სინამდვილეში მოხდა. რასაკვირველია, ცაკირის გადაწყვეტილება საშინელი იყო და როდესაც ნანი მოედანს ტოვებდა, "სტრეტფორდ ენდმა" ისეთი ღმუილი უშვა, რომ ყვირილის დონე ალბათ მთელ ინგლისს მოედო. ბოლოს, ყველაფრის მიუხედავად, ყველმა ჩვენგანმა "მიაფურთხა" მსაჯის გადაწყვეტილებას და ტრიუმფისთვის მოემზადა. ეს ჯერ კიდევ არ იყო დასასრული და გულშემატკივრება გადაწყვიტეს თავისი როლი ეთამაშათ-წაეწიათ გუნდი წინ. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ-მანჩესტერ იუნაიტედი ვართ და ასე მარტივათ არ ვნებდებით...

მაგრამ ჩვენი ოპტიმიზმი დაახლოებით 10 წუთი გაგრძელდა. როდესაც ლუკა მოდრიჩის დარტყმული ბურთი დავიდ დე ჰეას კარში შეფრინდა შეიძლებოდა გვეთქვა, რომ თამაში დასრულებულია. "ოლდ ტრაფორდზე" სიჩუმემ დაისადგურა და უსიტყოვად ყველამ კარგად იცოდა, რომ ჩვენ იმედი დავკარგეთ. გულდასაწყვეტი იმ მანჩესტერზე ყურება, რომელმაც თამაში არაჩვეულებრივად დაიწყო და მისი ტრიუმფი შეწყდა, მხოლოდ რამოდენიმე საშინელი წუთის გამო. რონალდოს მიერ გატანილი გოლს შემდეგ კი, ყველაფერი გასაგები იყო-ჩვენი შანსი აორთქლდა. ფინალური სასტვენის შემდეგ, თითოეულმა ჩვენგანმა იმ ფიქრით დატოვა მოედანი, თუ როგორ ჩაივლის კიდევ ერთი ფინალი უემბლიზე "მანჩესტერის" გარეშე.

წითელ ბარათზე ყველა საუბრობდა. იოჰან კროიფმა გარკვევით გამოხატა საკუთარი აზრი ჰოლანდიურ გაზეთთან «De Telegraaf» :"რომელმა სრულყოფილმა ადამიანმა დანიშნა ეს ადამიანი მსაჯად ასეთ შეხვედრაში? მისი სახელი, ალბათ, მხოლოდ დედამისმა იცის."

ზემოთ ხსენებულის მიუხედავად, მე მაინც არ ვცნობ ამ ამბავს, როგორც გასამართლებელ საბუთს მარცხის შემდეგ. იმ საღამოს, გუნდმა საკუთარ თავზე კონტროლო დაკარგა. ყველაფერი კარგის მიუხედავად, დადგა მომენტი, როდესაც ჩვენ გზა აბნეულებივით დავრბოდით მოედანზე და კონცენტრაცია დავკარგეთ. ფაქტობრივად, გუნდი დღესაც დიდ ზეგავლენას განიცდის, ეს კარგად დაეტყო ბიჭებს "სიტისთან" და "ჩელსის" წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩებში. ამიტომ, მე ვფიქროვ, ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ 5 მარტს. ეს არის დღე, როდესაც გუნდმა პსიქოლოგიური კრახი განიცადა და მე გეტყვით თქვენ, რომ წითელი ბარათი აქ არანაირ შუაში არ არის. უბრალოდ ფეხბურთელთა გონება სეზონის ბოლომდე არის და იქნება გაჭედილი, მხოლოდ ერთი კითხვით "რატომ?''.

პირველ რიგში, გადახედეთ შედეგებს ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნის შემდეგ:

10/03 FA Cup vs Chelsea (2-2) 16/03 Premier League vs Reading (1-0) 30/03 Premier League vs Sunderland (1-0) 01/04 FA Cup vs Chelsea (0-1) 08/04 Premier League vs City (1-2) 14/04 Premier League vs Stoke City (2-0) 17/04 Premier League vs West Ham (2-2) 22/04 Premier League vs Aston Villa (3-0)

8 თამაში, 4 გამარჯვება, 2 ფრე და 2 მარცხი. 12 გატანილი გოლი და 7 გაშვებული. შედარებისთვის ავიღოთ 8 მატჩი "რეალთან" გამართულ შეხვედრამდე:7 მოგება და 1 ფრე, 18 გატანილი და 4 გაშვებული გოლი. ფაქტია, ეს სერია უფრო კარგად გამოიყურება. რა თქმა უნდა, ძალიან განსხვავდება "ჩელსის" და "სიტის" დონე/ "ქპრსა" და "რედინგს" შორის, მაგრამ თუ თქვენ ჩაუღრმავდებით და განიხილავთ ყოველ თამაშს, მიხვდებით, რომ კრიტიკა უსაფუძვლო არ არის.

ხელიდან გაშვებული ჰანდიკაპი "ჩელსისთან" და არაფრად ჩაგდებული თამაში "სიტის" წინააღმდეგ, ზუსტად ისაა, რასაც გუნდი იმსახურებდა. ახლაც ვერ ვხვდები, თუ რატომ შევწყვიტეთ ჩვენ შეტევების განხორციელება "სიტის" წინააღმდეგ. აშკარად ჩანდა, რომ გუნდს არ ანაღვლებდა ის თამაში, ვინაიდან ჩემპიონი გარკვეული იყო. მაგრამ სასწორზე ჩვენ სიამაყე იდო. როგორ შეიძლებოდა ნება მიგვეცა "ცისფრებისთვის" ჩვენი თავი დაეჩაბნა და პროცენტულად ყველანაიად დავემარცხებინეთ? ვიცი, რომ ვერ მოთხოვ გუნდს ყოველ შეხვედრაში იდეალური შეხვედრა აჩვენოს, მაგრამ როდესაც განიხილავ საპასუხო მატჩს "სტემფორდ ბრიჯზე", რომელშიც ჩვენ, მხოლოდ ორი დარტყმა განვახორციელეთ, გიჩნდება უცნაური გრძნობა, რომ გუნდი უკუსვლას განიცდის, რის გამოც მე-20 ტიტულის მოგებას ვერ შეძლებს. ის, რომ გუნდს ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი ყავს გუნდში არაფერს არ ნიშნავს. თავი რომ დავანებოთ გრანდებს, ჩვენ ისე ცუდად ვთამაშობდით დაბალი დონის გუნდებთან, რომ უბრალოდ არ გვეპატიებოდა. "რედინგის" წინააღმდეგ თამაში ერთ-ერთი ყველაზე მოსაწყენი თამაში იყო მთელი ჩემპიონის მანძილზე.

მაგალითისთვის აიღეთ "ბავარია", რომელმაც ბოლო ორი თამაში 6-1 გაიმარჯვა "ვოლსბურგისა" და "ჰანოვერის" წინააღმდეგ. გუნდი არავის არ ინდობს და ყველას აჩვენებს, რომ მზად არის დაიპყროს ევროპის მწვერვალი. ჩვენ გზა დავკარგეთ 5 მარტის შემდეგ. ძალიან გულდასაწყვეტი იყო იმის შეგნება, რომ ოცნება ტრებლზე, მხოლოდ ჩვენი ფანტაზიის ნაწილი იყო და მეტი არაფერი. მაგრამ რას იზამ, ეს ამ სპორტის ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისებაა. ისტორიას ვერ დაწერ ისე, თუ მარცხი არ განიცადე!

მაგრამ, ახლა, ეს ასე მნიშვნელოვანია? დიახ, ჩვენ ვერ მოვიგეთ მეოთხეჯერ ჩემპიონთა ლიგა და ინგლისის თასი, მაგრამ არამგონია ამის გამო, მანჩესტერს უფლება ჰქონდეს უკან დაიხიოს. გუნდმა მე-20 ტიტული მოიპოვა და მისია შესრულებულია!

მანჩესტერის სეზონი რეალთან მარცხის შემდეგ დასრულდა?


ყველას გილოცავთ გამარჯვებას.

წყარო-redevils.ru/
სტატიები
15 კომენტარი
№11
ავტორი: Luka Gelashvili
3 მაი 2013 21:50
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
საღოლ ლაშა ))
creep,
მართალი ხარ +
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№12
ავტორი: m-an-united
4 მაი 2013 13:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 598
creep,
getanxmebi!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Thank you Sir Alex !!
№13
ავტორი: TrueRed
4 მაი 2013 13:33
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 1206
creep,
Getanxmebi yvelafershi
0
№14
ავტორი: Jubo
4 მაი 2013 19:28
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
იგივე მოხდა წინა სეზონშიც სიტისთან 1-6 მარცხის შემდეგ, მარა მაშინ როგორც რუნი იტყოდა ფეხბურთით წავაგეთ, გვაჯობეს, დაიმსახურეს და მოგვიგეს, განსხვავებით 5 მარტისგან
მოვ*ყან ჩაქირის ლოგიკა, აზროვნება, პროფესიონალიზმი, თვალები, დედამამა და-ძმა, სანათესაო მოვუტყან ყველაფერი!!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№15
ავტორი: Beckham 7
4 მაი 2013 20:34
  • სიახლეები: 467
  • კომენტარები: 1434
ციტატა: ...RooNeY...FaN...
მოვ*ყან ჩაქირის ლოგიკა, აზროვნება, პროფესიონალიზმი, თვალები, დედამამა და-ძმა, სანათესაო მოვუტყან ყველაფერი!!

დაგეხმარები :დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Why Always Redarmy.ge?

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top