გამოცემა "The Star"-ის მიხედვით "დორტმუნდის" პოლონელი თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი ზაფხულსი "მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებს შეუერთდება და არა "ბაიერნის"
გამოცემა "The Star"-ის მიხედვით "დორტმუნდის" პოლონელი თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი ზაფხულში "მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებს შეუერთდება და არა "ბაიერნის".ცნობილი გახდა ინფორმაცია,რომ მანჩესტერული კლუბის სკაუტი ესწრებოდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალს 24 წლის რობერტ ლევანდოვსკის თამაშის შესაფასებლად "რეალ მადრიდის" წინააღმდეგ.სავარაუდოდ პოლონელმა ფეხბურთელმა "წითელი ეშმაკების" სკაუტებზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა,რადგან მან თავის მეტოქეს 4 გოლი გაუტანა.
The Star-ის მიხედვით "დორტმუნდს" უკვე აღარ აქვს შანსი,რომ რობერტ ლევანდოვსკი შეინარჩუნოს,აქედან გამომდინარე მათ ურჩევნიათ ის არა ბუნდესლიგაში არამედ პრემიერ ლიგაში გაყიდოს,რადგან პოლონელი ფეხბურთელის "ბაიერნში" გადასვლით "დორტმუნდის" უშუალო მეტოქე ძალიან გაძლიერდება,მითუმეტეს,რომ მომავალი სეზონიდან "ბაიერნის" რიგებს შეუერთდება ამჟამად "დორტმუნდის ბორუსიის" გერმანელი ფეხბურთელი მარიო გიოტცე.
გავრცელებულ ინფორმაციის თანახმად პოლონელმა ფეხბურთელმა ერთ-ერთ ინტერვიუში თავად განაცხადა,რომ მას სურდა "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაში.
"რობერტ ლევანდოვსკის აქვს ძალიან ბევრი შეთავაზება გერმანული და ესპანური კლუბებიდან,მაგრამ ის თვლის,რომ პრემიერ ლიგა ყველაზე ძლიერი ლიგა,აქედან გამომდინარე მას თამაში სწორედ ინგლისში სურს." - უცნობი წყარო