თბილისი:
მანჩესტერი:
26-04-2013, 17:43
ავტორი: UTD-Rule,
ნანახია: 3134,
კომენტარები: 24
The Star: ლევანდოვსკის "იუნაიტედში" სურს თამაში
გამოცემა "The Star"-ის მიხედვით "დორტმუნდის" პოლონელი თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი ზაფხულსი "მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებს შეუერთდება და არა "ბაიერნის"
The Star: ლევანდოვსკის
გამოცემა "The Star"-ის მიხედვით "დორტმუნდის" პოლონელი თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი ზაფხულში "მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებს შეუერთდება და არა "ბაიერნის".ცნობილი გახდა ინფორმაცია,რომ მანჩესტერული კლუბის სკაუტი ესწრებოდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალს 24 წლის რობერტ ლევანდოვსკის თამაშის შესაფასებლად "რეალ მადრიდის" წინააღმდეგ.სავარაუდოდ პოლონელმა ფეხბურთელმა "წითელი ეშმაკების" სკაუტებზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა,რადგან მან თავის მეტოქეს 4 გოლი გაუტანა.

The Star-ის მიხედვით "დორტმუნდს" უკვე აღარ აქვს შანსი,რომ რობერტ ლევანდოვსკი შეინარჩუნოს,აქედან გამომდინარე მათ ურჩევნიათ ის არა ბუნდესლიგაში არამედ პრემიერ ლიგაში გაყიდოს,რადგან პოლონელი ფეხბურთელის "ბაიერნში" გადასვლით "დორტმუნდის" უშუალო მეტოქე ძალიან გაძლიერდება,მითუმეტეს,რომ მომავალი სეზონიდან "ბაიერნის" რიგებს შეუერთდება ამჟამად "დორტმუნდის ბორუსიის" გერმანელი ფეხბურთელი მარიო გიოტცე.

გავრცელებულ ინფორმაციის თანახმად პოლონელმა ფეხბურთელმა ერთ-ერთ ინტერვიუში თავად განაცხადა,რომ მას სურდა "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაში.

"რობერტ ლევანდოვსკის აქვს ძალიან ბევრი შეთავაზება გერმანული და ესპანური კლუბებიდან,მაგრამ ის თვლის,რომ პრემიერ ლიგა ყველაზე ძლიერი ლიგა,აქედან გამომდინარე მას თამაში სწორედ ინგლისში სურს." - უცნობი წყარო

წყარო: MANUTD.RU
ახალი ამბები, ჭორები, ტრანსფერები
24 კომენტარი
№21
ავტორი: Amanda Seyfried
26 აპრილი 2013 22:29
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
არ მინდა დორტმუნდის დაშლა
0
№22
ავტორი: Jubo
26 აპრილი 2013 22:49
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
გადმო ლევან გააზიარებინე სიტის რეალის ბედი likeaboss
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№23
ავტორი: theatre of dreams
27 აპრილი 2013 00:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
ძაან არ მევასება ეს ფორვარდი მაგრამ რეალს რო 4 ბურთს გაუტან მეტი რა უნდა მოთხოვო რა ვნახოთ იმედია გადმოვა :)
0
№24
ავტორი: TrueRed
27 აპრილი 2013 08:49
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 1206
იმედიაა გადმოვაა მინდაა ეს ჩვენთან
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top