თბილისი:
მანჩესტერი:
25-04-2013, 17:28
ავტორი: ViDa,
ნანახია: 2645,
კომენტარები: 21
რაიან გიგზის ევოლუცია
არაფერია მარადიული, თვით მარადისობისა და გიგზის გარდა!
რაიან გიგზის ევოლუცია
ლეგენდარულმა ჯორჯ ბესტმა ერთხელ თქვა, რომ ეშინია იმ დღის, როდესაც მას დაუძახებენ "ბიჭს, რომელიც ასე ძალიან ჰგავს რაიან გიგზს". მას შემდეგ ძალიან დიდი დრო გავიდა, ჯორჯ ბესტმა სამწუხაროდ დატოვა ჩვენი სამყარო, მაგრამ რაიან გიგზი ისევ მწყობრშია და გვიხარებს გულებს თავისი თამაშით. ბევრი ამბობს, რომ რაიან გიგზი ისეთი აღარ არის, როგორიც იყო და ეს სიმართლეა!ახალგაზრდა გიგზი უკვე ისტორიას ჩაბარდა, დღეს კი მოედანზე, ჩვენ სრულიად სხვა რაიან გიგზს ვხედავთ. საკუთარი კარიერის პირველ ეტაპზე ვალიელი, მხოლოდ მარცხენა ფლანგზე თამაშობდა. ასაკის მომატების შემდეგ, რაიანი მარჯვენა ნახევარმცველადაც თამაშობდა, თამაშობდა ასევე ცენტრალურ ნახევარმცველადაც და თავდამსხმელადაც. უზომო გამოცდილების ხარჯზე ვეტერანი სჭირდება გუნდს თავის 39 წლის ასაკშიც კი. თუ თავიდან იგი გამოირჩეოდა ელიგანტობითა და სახიფათო გადაცემებით, ახლა პირიქით ხდება:ნაკლები ეფექტი და ზუსტი, გამჭირვალე პასი.

მაიკ ფელანი:" მას შეუძლია თამაში ნებისმიერ პოზიციაზე და შეუძლია დახუროს მოედნის ნებისმიერი მონაკვეთი, რომელზეც მწვრთნელის მიუთითებს. ახალგაზრდობაში, იგი პირველ რიგში, თავის სიჩქარეს და დრიბლინგს იყენებდა, რომლის შედეგაც ხშირად კარგავდა ბურთს. ახლა, რაიანი შედარებით მშვიდ ფეხბურთს თამაშობდა და ნაკლებად კარგავს ბურთსაც."


როდესაც რენე მეულისტინი გახდა "იუნაიტედის" სარეზერვო გუნდის მწვრთნელი 2005 წელს, იგი ასევე ინდივიდუალურად ავარჯიშებდა ძირითადი შემადგენლობის რამოდენიმე ფეხბურთელსაც, მათ შორის იყო რაიან გიგზიც. მეულისტინი მსოფლიოში ცნობილი, როგორც საუკეთესო "ტექნიკის" მწვრთნელი და გიგზსაც არაერთხელ უთქვამს, რომ მან დიდი როლი ითამაშა ვალიელის კარიერაში. მაშინ რაიანი, მხოლოდ 32 წლის იყო, მაგრამ იგი ხვდებოდა, რომ კარგავდა ადრინდელ სიჩქარეს. სწორედ რენემ დაეხმარა გიგზს შეეცვალა თამაშის სტილი და ეთამაშა ისე, როგორც მის ასაკს შეეფერებოდა:

"რაიანის მთავარი ძალა იმაში მდგომარეობს, რომ მისი საფეხბურთო ოსტატობა მრავალფეროვანია. ახლა, ასაკისა და ტრავმების გამო, მას არ შეუძლია დაეყრდნოს მისთვის მთავარ ატრიბუტებს:სიჩქარეს და მოხერხებულობას. მაგრამ, დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა, იგი კიდევ დიდიხანი იქნება მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი. თუმცა, თქვენ სრულიად სხვა რაიან გიგზს იხილავთ."


8 საბაზო ელემენტში "იუნაიტედში" სათამაშოდ:

1. ბურთის გადაცემა "სამლუთხედში"

2. მოწინააღმდეგე ფეხბურთელების გაფანტვა მოედანზე იმისათვის, რომ ზონა განთავისუფლდეს.

3. ორმა ცენტრალურმა მცველმა ყოველთვის უნდა მოახერხოს გადაცემის გაკეთება

4. "ფულბექი" აქტიურად ერთვება გუნდის შეტევაში

5. ორ ცენტრალურ ნახევარმცველს და ოთხ მცველს შეუძლიათ პასებით ითამაშონ ერთმანეთში, სანამ არ შეიცვლება თამაშის ტემპი.

6. მოქმედება წყვილში:თავდამსხმელები და ფლანგის ფეხბურთელები ხშირად უცვლიან ერთმანეთს ადგილს

7. ცენტრალური ნახევარმცველი გუნდის საყრდენია. სწორედ ისინი საზღვრავენ შეტევის განვითარებასა და ტემპს.

8. გრძელი და მოკლე გადაცემები ზედიზედ, რაც აბნევს მოწინააღმდეგეს და ხელს უშლის ითამაშოს თავისი ფეხბურთი.

ორი წამყვანი მომენტი გუნდის თამაშში:

1. მოწინააღმდეგეს სუსტი ადგილების გამოყენება

2. სათამაშო ტემპის საკუთარი გუნდის სასარგებლოდ გამოყენება.


აქედან გამომდინარე, ჩვენ გავიგეთ, რომ რაიან გიგზს, რომელიც ცენტრალურ ნახევარმცველად თამაშობს, აქვს მხოლოდ ორი დავალება:ტემპის განსაზღვრა და შეტევის მიმართულება. რამდენად კარგად ასრულებს იგი დავალებას? საკამათო კითხვაა. საშუალო დონის გუნდებთან იგი იდეალურია, მაგრამ მაღალი დონის გუნდებთან კი მას რაღაც აკლია (სიტისთან გამართული შეხვედრა ამის კარგი მაგალითია). ამასთან ერთად, იგი და გუნდის სხვა წევრები ბურთს ცენტრში, იმ ზონაში სადაც რუნი იმყოფება ან კაგავა და ვან პერსი, და შემდეგ ელოდებიან თუ როგორ განვითარდება სიტუაცია. მაგრამ არ შეიძლება არ ავღნიშნოთ მისი გრძელი გადაცემები და საჯარიმოში შესვლა ორ მცველს შორის გასვლის შემდეგ.


ცვლილებები 5 წლის მანძილზე

მსოფლიოს ერთ-ერთმა ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელმა დიკ ბატმა ჩაატარა ცდა და დააკვირდა, თუ როგორ იცვლებოდა გიგზის მაჩვენებლები 2008 წლიდან 2013 წლამდე.

კარგი მხარე:

3%-ი გაუმჯობესება ზუსტი პასებისა.

2%-ი შემცირება ბურთის დაკარგვისა

13%-ი გაუმჯობესება ზუსტი გადაცემებისა მოწინააღმდეგის მოედანზე

60%-ი გაუმჯობესება ბურთზე თამაშისა

170%-ი გაუმჯობესება საკუთარ ნახევარზე ბურთზე თამაშისა

173%-ი გაუმჯობესება საჰაერო ბრძოლაში მოგებისა

24%-ი გაუმჯობესება გრძელი პასებისა


ცუდი მხარე:

50%-ი გაუარესება კარებში დარტყმისა

60%-ი შემცირება ბურთზე თამაშისა

32%-ი შემცირება ბურთთან შეხებისა

60%-ი შემცირება საჯარიმოში შექმნილი მომენტებისა

19%-ი შემცირება მოწინააღდეგეს ნახევარზე გაკეთებული გადაცემებისა

40%-ი შემცირება სათამაშო დროისა

როგორც ხედავთ, რიგზი შედარებით სასარგებლო გახდა შეტევაში და სარძნობლად დიდ როლს თამაშობს დაცვაში. 5 წლის მანძილზე იგი ბევრად სასარგებლო ფეხბურთელი გახდა და ნაკლებად უშვებს შეცდომებს. ფაქტია, რომ მას აღარ გააქვს იმდენი გოლი, როგორც ადრე, არ აკეთებს ისეთ მწვავე გადაცემებს, როგორც უწინ, მაგრამ იგი დღესაც გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელია და როგორც თვითონ ვხედავთ, ძალიან ბევრს ნიშანვს სერ ალქს ფერგიუსონისათვის. დღესფღეობით გიგზი კარგად ეწყობა მოედნის ცენტრში მაიკლ ქერიქთან.

შეიძლება ვინმე ფიქრობს, რომ ვალიელი უკვე საკმაოდო დიდი ხნისაა და თამაშობს, მხოლოდ იმისათვის, რომ ისტორიაში შევიდეს როგორც ასაკოვანი ფეხბურთელი, მაგრამ ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ გიგზი დღესაც უნიკალურ ფეხბურთელად ითვლება და როგორც გასახდელში, ასევე მოედანზეც დიდ როლს ასრულებს.

ბავშვებო, გახსოვდეთ:

არაფერია მარადიული თვით მარადისობისა და გიგზის გარდა!
სტატიები
21 კომენტარი
№1
ავტორი: ViDa
25 აპრილი 2013 14:43
  • სიახლეები: 132
  • კომენტარები: 450
რამდენი ხანია არაფერი არ დამიწერია )))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"My greatest challenge is not what’s happening at the moment, my greatest challenge was knocking Liverpool right off their fuckinging perch. And you can print that."
№2
ავტორი: always ReD
25 აპრილი 2013 14:48
  • სიახლეები: 118
  • კომენტარები: 934
ViDa,
ხო :D ამას საღამოს ჩავუჯდები ახლა მეზარება :D
0
№3
ავტორი: I L C
25 აპრილი 2013 15:32
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
ViDa,
ენრგიას აგროვებ ხო ? და მერე ერთს და მაგარს წერ.. wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№4
ავტორი: BERDI
25 აპრილი 2013 15:39
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
ViDa,
რასაც წერ ბომბაა ძმაო საღოლ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№5
ავტორი: ლადო
25 აპრილი 2013 15:44
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
საღოლ ვიდა, შენი სტატიებიყოველთვის მომწონდა და მომწონს
0
№6
ავტორი: Vodafone
25 აპრილი 2013 15:54
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
საღოლ ავტორ!!!!

არაფერია მარადიული თვით მარადისობისა და გიგზის გარდა!
love
0
№7
ავტორი: captain
25 აპრილი 2013 16:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 333
საღოლ ვიდა, კარგი სტატიაა
0
№8
ავტორი: UTD-Rule
25 აპრილი 2013 16:40
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ყოჩაღ ძაან საინტერესო იყო good2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№9
ავტორი: BaaBunaa
25 აპრილი 2013 16:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 77
ბოლოში რა მაგარი სიტყვებია love საღოლ ავტორ
0
№10
ავტორი: love united
25 აპრილი 2013 17:26
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ყოჩაღ!...გიგზი რაღაც ზე საოცრებაა...
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top