თბილისი:
მანჩესტერი:
25-04-2013, 17:28
ავტორი: ViDa,
ნანახია: 2650,
კომენტარები: 21
რაიან გიგზის ევოლუცია
არაფერია მარადიული, თვით მარადისობისა და გიგზის გარდა!
რაიან გიგზის ევოლუცია
ლეგენდარულმა ჯორჯ ბესტმა ერთხელ თქვა, რომ ეშინია იმ დღის, როდესაც მას დაუძახებენ "ბიჭს, რომელიც ასე ძალიან ჰგავს რაიან გიგზს". მას შემდეგ ძალიან დიდი დრო გავიდა, ჯორჯ ბესტმა სამწუხაროდ დატოვა ჩვენი სამყარო, მაგრამ რაიან გიგზი ისევ მწყობრშია და გვიხარებს გულებს თავისი თამაშით. ბევრი ამბობს, რომ რაიან გიგზი ისეთი აღარ არის, როგორიც იყო და ეს სიმართლეა!ახალგაზრდა გიგზი უკვე ისტორიას ჩაბარდა, დღეს კი მოედანზე, ჩვენ სრულიად სხვა რაიან გიგზს ვხედავთ. საკუთარი კარიერის პირველ ეტაპზე ვალიელი, მხოლოდ მარცხენა ფლანგზე თამაშობდა. ასაკის მომატების შემდეგ, რაიანი მარჯვენა ნახევარმცველადაც თამაშობდა, თამაშობდა ასევე ცენტრალურ ნახევარმცველადაც და თავდამსხმელადაც. უზომო გამოცდილების ხარჯზე ვეტერანი სჭირდება გუნდს თავის 39 წლის ასაკშიც კი. თუ თავიდან იგი გამოირჩეოდა ელიგანტობითა და სახიფათო გადაცემებით, ახლა პირიქით ხდება:ნაკლები ეფექტი და ზუსტი, გამჭირვალე პასი.

მაიკ ფელანი:" მას შეუძლია თამაში ნებისმიერ პოზიციაზე და შეუძლია დახუროს მოედნის ნებისმიერი მონაკვეთი, რომელზეც მწვრთნელის მიუთითებს. ახალგაზრდობაში, იგი პირველ რიგში, თავის სიჩქარეს და დრიბლინგს იყენებდა, რომლის შედეგაც ხშირად კარგავდა ბურთს. ახლა, რაიანი შედარებით მშვიდ ფეხბურთს თამაშობდა და ნაკლებად კარგავს ბურთსაც."


როდესაც რენე მეულისტინი გახდა "იუნაიტედის" სარეზერვო გუნდის მწვრთნელი 2005 წელს, იგი ასევე ინდივიდუალურად ავარჯიშებდა ძირითადი შემადგენლობის რამოდენიმე ფეხბურთელსაც, მათ შორის იყო რაიან გიგზიც. მეულისტინი მსოფლიოში ცნობილი, როგორც საუკეთესო "ტექნიკის" მწვრთნელი და გიგზსაც არაერთხელ უთქვამს, რომ მან დიდი როლი ითამაშა ვალიელის კარიერაში. მაშინ რაიანი, მხოლოდ 32 წლის იყო, მაგრამ იგი ხვდებოდა, რომ კარგავდა ადრინდელ სიჩქარეს. სწორედ რენემ დაეხმარა გიგზს შეეცვალა თამაშის სტილი და ეთამაშა ისე, როგორც მის ასაკს შეეფერებოდა:

"რაიანის მთავარი ძალა იმაში მდგომარეობს, რომ მისი საფეხბურთო ოსტატობა მრავალფეროვანია. ახლა, ასაკისა და ტრავმების გამო, მას არ შეუძლია დაეყრდნოს მისთვის მთავარ ატრიბუტებს:სიჩქარეს და მოხერხებულობას. მაგრამ, დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა, იგი კიდევ დიდიხანი იქნება მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი. თუმცა, თქვენ სრულიად სხვა რაიან გიგზს იხილავთ."


8 საბაზო ელემენტში "იუნაიტედში" სათამაშოდ:

1. ბურთის გადაცემა "სამლუთხედში"

2. მოწინააღმდეგე ფეხბურთელების გაფანტვა მოედანზე იმისათვის, რომ ზონა განთავისუფლდეს.

3. ორმა ცენტრალურმა მცველმა ყოველთვის უნდა მოახერხოს გადაცემის გაკეთება

4. "ფულბექი" აქტიურად ერთვება გუნდის შეტევაში

5. ორ ცენტრალურ ნახევარმცველს და ოთხ მცველს შეუძლიათ პასებით ითამაშონ ერთმანეთში, სანამ არ შეიცვლება თამაშის ტემპი.

6. მოქმედება წყვილში:თავდამსხმელები და ფლანგის ფეხბურთელები ხშირად უცვლიან ერთმანეთს ადგილს

7. ცენტრალური ნახევარმცველი გუნდის საყრდენია. სწორედ ისინი საზღვრავენ შეტევის განვითარებასა და ტემპს.

8. გრძელი და მოკლე გადაცემები ზედიზედ, რაც აბნევს მოწინააღმდეგეს და ხელს უშლის ითამაშოს თავისი ფეხბურთი.

ორი წამყვანი მომენტი გუნდის თამაშში:

1. მოწინააღმდეგეს სუსტი ადგილების გამოყენება

2. სათამაშო ტემპის საკუთარი გუნდის სასარგებლოდ გამოყენება.


აქედან გამომდინარე, ჩვენ გავიგეთ, რომ რაიან გიგზს, რომელიც ცენტრალურ ნახევარმცველად თამაშობს, აქვს მხოლოდ ორი დავალება:ტემპის განსაზღვრა და შეტევის მიმართულება. რამდენად კარგად ასრულებს იგი დავალებას? საკამათო კითხვაა. საშუალო დონის გუნდებთან იგი იდეალურია, მაგრამ მაღალი დონის გუნდებთან კი მას რაღაც აკლია (სიტისთან გამართული შეხვედრა ამის კარგი მაგალითია). ამასთან ერთად, იგი და გუნდის სხვა წევრები ბურთს ცენტრში, იმ ზონაში სადაც რუნი იმყოფება ან კაგავა და ვან პერსი, და შემდეგ ელოდებიან თუ როგორ განვითარდება სიტუაცია. მაგრამ არ შეიძლება არ ავღნიშნოთ მისი გრძელი გადაცემები და საჯარიმოში შესვლა ორ მცველს შორის გასვლის შემდეგ.


ცვლილებები 5 წლის მანძილზე

მსოფლიოს ერთ-ერთმა ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელმა დიკ ბატმა ჩაატარა ცდა და დააკვირდა, თუ როგორ იცვლებოდა გიგზის მაჩვენებლები 2008 წლიდან 2013 წლამდე.

კარგი მხარე:

3%-ი გაუმჯობესება ზუსტი პასებისა.

2%-ი შემცირება ბურთის დაკარგვისა

13%-ი გაუმჯობესება ზუსტი გადაცემებისა მოწინააღმდეგის მოედანზე

60%-ი გაუმჯობესება ბურთზე თამაშისა

170%-ი გაუმჯობესება საკუთარ ნახევარზე ბურთზე თამაშისა

173%-ი გაუმჯობესება საჰაერო ბრძოლაში მოგებისა

24%-ი გაუმჯობესება გრძელი პასებისა


ცუდი მხარე:

50%-ი გაუარესება კარებში დარტყმისა

60%-ი შემცირება ბურთზე თამაშისა

32%-ი შემცირება ბურთთან შეხებისა

60%-ი შემცირება საჯარიმოში შექმნილი მომენტებისა

19%-ი შემცირება მოწინააღდეგეს ნახევარზე გაკეთებული გადაცემებისა

40%-ი შემცირება სათამაშო დროისა

როგორც ხედავთ, რიგზი შედარებით სასარგებლო გახდა შეტევაში და სარძნობლად დიდ როლს თამაშობს დაცვაში. 5 წლის მანძილზე იგი ბევრად სასარგებლო ფეხბურთელი გახდა და ნაკლებად უშვებს შეცდომებს. ფაქტია, რომ მას აღარ გააქვს იმდენი გოლი, როგორც ადრე, არ აკეთებს ისეთ მწვავე გადაცემებს, როგორც უწინ, მაგრამ იგი დღესაც გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელია და როგორც თვითონ ვხედავთ, ძალიან ბევრს ნიშანვს სერ ალქს ფერგიუსონისათვის. დღესფღეობით გიგზი კარგად ეწყობა მოედნის ცენტრში მაიკლ ქერიქთან.

შეიძლება ვინმე ფიქრობს, რომ ვალიელი უკვე საკმაოდო დიდი ხნისაა და თამაშობს, მხოლოდ იმისათვის, რომ ისტორიაში შევიდეს როგორც ასაკოვანი ფეხბურთელი, მაგრამ ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ გიგზი დღესაც უნიკალურ ფეხბურთელად ითვლება და როგორც გასახდელში, ასევე მოედანზეც დიდ როლს ასრულებს.

ბავშვებო, გახსოვდეთ:

არაფერია მარადიული თვით მარადისობისა და გიგზის გარდა!
სტატიები
21 კომენტარი
№11
ავტორი: Mike
25 აპრილი 2013 17:56
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 566
ემოციები მომეძალა ViDa,
კითხვა დავიწყე და ჩამითრია იმენა საღოლ ლაშ, "ხვლიკი" ფეხბურთის ლეგენდაა და ეს ფაქტია love

და რაც არ უნდა გამოთვალონ ეგ არავისთვის არაა მთავარი, მთავარი თითონ რაიანია
0
№12
ავტორი: RVP (20)
25 აპრილი 2013 18:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 342
საღოლ, საინტერესო სტატიაა good2
0
№13
ავტორი: Shako Jones
25 აპრილი 2013 19:18
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
მაგიური ფეხბურთელი ყოჩააღ Vida
0
№14
ავტორი: Mike
25 აპრილი 2013 19:39
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 566
ციტატა: Shako Jones
მაგიური ფეხბურთელი ყოჩააღ ვარდო

დავითა რა შუაშია გაფიცებ ? facepalm
0
№15
ავტორი: VaRdo
25 აპრილი 2013 19:52
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: Mike
დავითა რა შუაშია გაფიცებ ?


შეეშალა ავტორი რა დაუნდობელი ხარ შენ ბიჭო wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№16
ავტორი: red devils ...
25 აპრილი 2013 21:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 186
არაფერია მარადიული თვით მარადისობისა და გიგზის გარდა! love

momewona !!! bravo
0
№17
ავტორი: Luka Gelashvili
25 აპრილი 2013 21:50
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
როგორც ყოველთვის )) საღოლ ლაშა ))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№18
ავტორი: red devil
25 აპრილი 2013 22:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Sagol vida dzaaan magaria
0
№19
ავტორი: Amanda Seyfried
25 აპრილი 2013 22:07
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
There is only one Ryan Giggs in the world hi2
0
№20
ავტორი: reddevil
26 აპრილი 2013 01:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 139
გიგზი love ნამდვილი ეშმაკი და ლეგენდა am ვიდა საღოლ ვისიამოვნე სტატიით good2
manunited

იუნაიტედი სიცოცხლის ბოლომდე,დანარჩენი ეშმაკსაც წაუღია>>>
ამის ზუსტი თარგმანი თუ ვინმეს შეგიძლიათ დაწერეთ ან პმში მომწერეთ რა მაგრად მჭირდება ნაწილობრივ კი ვთარგმნი მარა რაღაც ვერ გამოდის კარგად
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ იუნაიტედი სიცოცხლის ბოლომდე,დანარჩენი ეშმაკსაც წაუღია!!!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top