თბილისი:
მანჩესტერი:
19-04-2013, 19:24
ავტორი: UTD-Rule,
ნანახია: 2829,
კომენტარები: 14
წინასამატჩო პრესკონფერენცია
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა "ასტონ ვილასთან" მატჩის წინ წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა.
წინასამატჩო პრესკონფერენცია
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა "ასტონ ვილასთან" მატჩის წინ წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა.

შემადგენლობა
შოტლანდიელი სპეციალისტი სერ ალექს ფერგიუსონი მოხარულია იმით,რომ გუნდის არცერთ ფეხბურთელს ტრავმა არ მიუღია "ვესტ ჰემთან".მან განაცხადა,რომ ორშაბათს "ასტონ ვილასთან" მატჩს მისი გუნდი ძლიერი ძალებით შეხვდება.

"ვესტ ჰემთან" მატჩის შემდეგ ჩვენი რამდენიმე ფეხბურთელი ძლიერ იყო დაჟეჟილი,მაგალითად ნემანია ვიდიჩი,რომელმაც მცირე დაზიანები ენდი ქეროლთან შეჯახების დროს მიიღო,მაგრამ საბედნიეროდ არცერთ ჩვენს მოთამაშეს ტრავმა არ მიუღია,ასე,რომ ჩვენ შემდეგ მატჩს სრული ძალებით შევხვდებით.ოთხშაბათს "ვესტ ჰემთან" ჩვენ ძალიან რთული თამაში გვქონდა,იმის მიუხედავად,რომ ორჯერ ვაგებდით მაინც მოვახერხეთ ერთი ქულის აღება.ბოლო 20 წუთში ჩვენ გვქონდა გოლის გატანის საშუალება,მაგრამ სამწუხაროა,რომ ეს ვერ მოვახერხეთ." განაცხადა სერ ალექს ფერგიუსონმა.

მატჩების მნიშვნელობა
"წითელი ეშმაკების" თავკაცმა სერ ალექს ფერგიუსონმა განაცხადა,რომ პრემიერ ლიგის ბოლო მატჩები ყოველთვის მნიშნელოვანია,რადგან სწორედ ამ მატჩებით წყდება ბედი.

"ამ მომენტისთვის ყველა მატჩი ძალიან მნიშნელოვანია,რადგან მიმდინარე პრემიერ ლიგა დასასრულს მიუახლოვდა.ჩვენ მხოლოდ წარმატებაზე ვფიქრობ.იმედი მაქვს ჩვენ შევძლებთ "ასტონ ვილას" დამარცხებას."

უეინ რუნი
"პარის სენტ ჟერმინის" პრეზინდენტის მრჩეველმა მიშელ მოულინმა განაცხადა,რომ უეინ რუნი მომავალ წელს პარიზული კლუბის მაისურს მოირგებდა,მაგრამ სერ ალექს ფერგიუსონმა განაცხადა,რომ ამ ინფორმაციას არანაირი საფუძველი არ გააჩნია.

"არამგონია ამ ინფორმაციას რაიმე საფუძველი გააჩნდეს.ეს ყველაფერი უბრალოდ ჩვეულებრივი ჭორია."ვესტ ჰემთან" მატჩში მე გადავწყვიტე უეინ რუნის შეცვლა და მის მაგიურად შინჯი კაგავას მოედანზე დატოვება,რადგან კაგავა უფრო დამაჯერაბლად გამოიყურებოდა მოედანზე.იმის მიუხედავად,რომ უეინ რუნი ნამდვილად ვერ ატარებს საუკეთესოს სეზონს,იყო მატჩები,სადაც მან თავისი პროფესიონალიზმი გვაჩვენა."

შინჯი კაგავა
"ვესტ ჰემთან" მატჩში შინჯი კაგავას შეცვლა უფრო ადრე მინდოდა,მაგრამ მან ძალიან მომაწონა თავის მეორე გოლის ეპიზოდში.მე მინდოდა მის მაგიურად ჩიჩარიტოს შემოყვანა მოედანზე,რაც განვახორციელე კიდევ,ოღონდ ცოტათი გვიან.ჩიჩარიტო არის ისეთი ფეხბურთელი,რომელსაც შეუძლია ჩვეულებრივი მომენტიდან გოლი გაიტანოს,სწორედ ის გვჭირდებოდა ჩვენ მოედანზე,რაც შეეხება კაგავას მას ბრწყინვალე ბურთის ფლობის უნარი აქვს,შეუძლია სწრაფი გადაწყვეტილების მიღება და არის ძალიან ტექნიკური."

ეშლი იანგი
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა დაადასტურა ის ფაქტი,რომ "წითელი ეშმაკების" ინგლისელი ვინგერი ეშლი იანგი ტრავმის გამო მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს.

"სამწუხაროა,რომ ეშლი იანგი სეზონის ბოლომდე ვეღარ დაგვეხმარება.ეს ნამდვილად ცუდი ამბავია.თავიდან გვეგონა,რომ ის ორ-სამ კვირაში შეძლებდა გამომჯამრთელებას,მაგრამ ექიმებმა დაადასტურეს,რომ ის სეზონის ბოლომდე ვეღარ დაგვეხმარება."

წყარო: Redevils.Ru
პრესკონფერენცია
14 კომენტარი
№1
ავტორი: UTD-Rule
19 აპრილი 2013 19:24
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
აუცილებლად უნდა მოვიგოთ რა manunited
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№2
ავტორი: Zizou
19 აპრილი 2013 19:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 834
ბიჭებო ევანსს ტრავმა აქვს თუ რატო აღარ ჩანს? არადა სეზონის დასაწყისში რა კარგად თამშობდა

-----------დე გეა---------------
რაფა---ევანსი---რიო---ბიუტნერი
ვალე---ქერიქი---გიგზი----კაგავა
--------რუნი----პერსი---------

გაასწორებდა :)
0
№3
ავტორი: BERDI
19 აპრილი 2013 19:42
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
იმედია ადვილად მოვიგებთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№4
ავტორი: love united
19 აპრილი 2013 20:05
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
აუ ბაბუ პაუელი ათამაშე რა...გული მიგრძნობს ეგ ძაან მაგარი ვიღაც გაიზრდება...
0
№5
ავტორი: VaRdo
19 აპრილი 2013 20:08
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ექსპერიმენტების დრო არაა. მოვამთავროდ დროულად და მერე დაისვენეთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№6
ავტორი: Luka Gelashvili
19 აპრილი 2013 20:49
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
ჩიჩაზე რამაგარი სიტყვებით ილაპარაკა feel
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№7
ავტორი: Red Hooligan
19 აპრილი 2013 21:37
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
Zizou,
ვალეო facepalm
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№8
ავტორი: I L C
19 აპრილი 2013 21:59
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
უნდა მოვიგოთთ manunited
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№9
ავტორი: TrueRed
19 აპრილი 2013 22:00
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 1206
Uechveli unda movigot, Cleverley mindaa dziritadshi
0
№10
ავტორი: BaaBunaa
19 აპრილი 2013 22:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 77
ციტატა: VaRdo
ექსპერიმენტების დრო არაა. მოვამთავროდ დროულად და მერე დაისვენეთ


+1 ეს ორი მატჩი მოვიგოთ და მერე თუ გინდა ფერგიმ დაიწყოს სასტარტოში მაგრამ მე ჩელსის რეკორდიც მინდა თუ მაგას ვეღარ მოვხსნით უკვე???
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top