თბილისი:
მანჩესტერი:
16-04-2013, 18:46
ავტორი: UTD-Rule,
ნანახია: 2544,
კომენტარები: 21
"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელები არენდით
"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელებმა,რომლებიც განათხოვრებულნი არიან სხვადასხვა კლუბებში კიდევ ერთხელ ითამაშეს თავიანთ გუნდში,ამ სიახლეში კი განვიხილავთ მათ თამაშს და შედეგს.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელებმა,რომლებიც განათხოვრებულნი არიან სხვადასხვა კლუბებში კიდევ ერთხელ ითამაშეს თავიანთ გუნდში,ამ სიახლეში კი განვიხილავთ მათ თამაშს და შედეგს.

ანხელო ენრიკესი - "უიგანი"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ჩილელი ახალგაზრდა ფეხბურთელის არენდა ჯერ კიდევ არ ამართლებს,რადგან "უიგანის" მთავარი მწვრთნელი ისევ არ აძლვს მას სათამაშო დროს.იმის მიუხედავად,რომ ენრიკესი გუნდის განაცხადში ყოველთვის ხვდებას,მას მხოლოდ 5 მატჩი აქვს "უიგანის" მაისურით ჩატარებული და 1 გოლი აქვს გატანილი,მაგრამ საერთო ჯამში მას ახალ გუნდში მხოლოდ და მხოლოდ 18 წუთი აქვს ნათამაშები.ამჯერადაც ენრიკესი ფა თასის ნახევარფინალში "მილუოლის" წინააღმდეგ 89-ე წუთზე შემოვიდა შეცვლაზე."უიგანი" ამ მომენტისთვის მიმდინარე ინგლისის პრემიერ ლიგაში მე-18 ადგილს იკავებს 31 ქულით და მათ შემდეგი მატჩი 17 აპრილს "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ აქვთ.

ფაბიო და სილვა - "ქუინს პარკ რენჯერსი"

"წითელი ეშმაკების" ბრაზილიელი მცველი ფაბიო და სილვა ისევ ვერ მოხვდა "ქუინს პარკ რეინჯერსის" ძირითად შემადგენლობაში "ევერტონის" წინააღმდეგ.ფაბიოს გუნდი ორ ბურთიანი სხვაობით დამარცხდა "ევერტონთან".ანხელო ენრიკესის არენდისგან განსხვავებით ფაბიოს არენდა ამართლებს,რადგან მას "ქუინს პარკ რეინჯერსის" მაისურით 18 მატჩი აქვს ჩატარებული."ქუინს პარკ რეინჯერსი" ამ მომენტისთვის მიმდინარე ინგლისის პრემიერ ლიგაში მე-19 ადგილს იკავებს 24 ქულით და მათ შემდეგი მატჩი 20 აპრილს "სტოკ სიტის" წინააღმდეგ აქვთ.

მაიკლ კინი - "ლეიკესტერ სიტი"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა ფეხბურთელმა მაიკლ კინმა კიდევ ერთი სრული მატჩი ჩაატარა "ლეიკესტერ სიტიში",ამჯერად "ბრიმინგჰემის" წინააღმდეგ.ეს მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.მაიკლ კინის არენდას ნამდვილად შეგვიძლია წარმატებული დავარქვათ,რადგან მას თავისი ამჟამინდელი კლუბის მაისურით 23 მატჩი აქვს ჩატარებული და 4 გოლი აქქვს გატანილი."ლეიკესტერ სიტი" ამ წუთისათვის ინგლისის ჩემპიონშიპში 8-ე ადგილს იკავებს 62 ქულით,შემდეგი მატჩი კი მათ 16 აპრილს აქვს "ბოლტონის" წინააღმდეგ.

სემ ჯონსტოუნი - "უოლსოლი"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა მეკარემ 90 წუთი ითამაშა თავისი ამჟამინდელი კლუბის მაისურით "სკანთორფის" წინააღმდეგ.მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.სემმა ისეთი გოლის გაუშვა,სადაც მას არაფრის შესაძლებლობა ჰქონდა.მისი არენდა ჯერ-ჯერობით წარმატებით მიმდინარეობს.გასულ სეზონში სემი განათხოვრებული იყო "ოლდჰემში" და 13 შეხვედრის ჩატარება მოახერხა.მის გუნდს შემდეგი მატჩი 20 აპრილს აქვს "ბარის" წინააღმდეგ.

ფედერიკო მაკედა - "შტუტგარდი"

"მანჩესტერ იუნაიტედის" იტალიელი ფორვარდი ფედერიკო მაკედა ისევ მოხვდა "შტუტგარდის" განაცხადში,მაგრამ ისე ვერა და ვერ ახერხებს ძირითად შემადგენლობაში მოხვედრას.გერმანიის ბუნდესლიგის ბოლო ტურში ფედერიკოს გუნდი "მიუხენგლადბას" დაუპირისპირდა,ამ მატჩი 80-ზე წუთზე გამოვიდა მოედანზე იტალიელი ფორვარდი.მაკედას ახალი გუნდის მაისურით ჯერ-ჯერობით არცერთი გოლი არ გაუტანია.მისი გუნდი ამ წუთებში მე-12 ადგილს იკავებს 36 ქულით და შემდეგი მატჩი მათ 17 აპრილს "ფრეიბურგის" წინააღმდეგ აქვთ.
სტატიები
21 კომენტარი
№1
ავტორი: UTD-Rule
16 აპრილი 2013 18:46
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ჩემპიონშიპში ბევრს არ უთამაშია ფა თასის გამო...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№2
ავტორი: I L C
16 აპრილი 2013 18:50
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
აქედან ყველაზე მეტად ფაბიოს გადმოსვლა მინდა smile
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№3
ავტორი: Zizou
16 აპრილი 2013 18:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 834
ისე ცოტა არ იყოს ტეხავს, ლიგის ფინალში რო გაქ ნათამაშები და ქპრ-ს ძირითადში არ ხარ wink

საღოლ ავტორ
0
№4
ავტორი: UTD-Rule
16 აპრილი 2013 19:00
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
Zizou,
ეჰ რა დრო იყო what
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№5
ავტორი: BaaBunaa
16 აპრილი 2013 19:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 77
არადა მაკედა როგორ მომწონდა sad
0
№6
ავტორი: Vodafone
16 აპრილი 2013 19:41
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
ეე რას ერჩის უიგანის მწვრთნელი ენრიკესს, 18 წუთის მეტი არ უნდა ჰქონდეს ნათამაშები, აშკარად ძაან ნიჭიერია და მისცეს შანს, ფაბიო იმედია თავისი ძმისნაირ პროგრესს განიცდის და მთავარი მარცხენა მცველი გახდება
0
№7
ავტორი: VaRdo
16 აპრილი 2013 20:13
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ენრიკესი ძაან დაჩაგრეს. თქვენი დედებს დავეცი როგორ არ შეგაგინოთ თუ არ გინდოდათ რაღას მიგყავდათ? ეგრე ხომ იუნაიტედშიც იქნებოდა? დაჟე უფრო ბევრს ითამაშებდა ვიდრე მანდ. გავარდეთ ნეტა და ვეღარასოდეს გადმოხვიდეთ "პრემიერ ლიგაში"
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№8
ავტორი: gilmour
16 აპრილი 2013 20:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
ერთი სიტყვით არ ამართლებს არენდები წელს. ფაბიოს ძირითადის მცველად მოვიაზრებთ 1–2 სეზონში და ქპრს შემადგენლობაში ვეღარ ხვდება, ენრიკესი მოკლეს სკამის ხეხვით და მაკედამ ჯობია გუნდი კი არა სპორტი შეცვალოს და რამე სხვა ითამაშოს.
0
№9
ავტორი: VaRdo
16 აპრილი 2013 20:18
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: gilmour
რამე სხვა ითამაშოს.


მაგალითად დროშობანა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№10
ავტორი: Luka Gelashvili
16 აპრილი 2013 20:39
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
ენრიკესის და ფაბიოს იმედები მაქ მანჩესტერში )) რა აზრი ქონდა ენრიკესის არენდას მაინც არ ათამაშებენ და ეხლა სხვა გუნდს უნდა არენდით ((
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top