თბილისი:
მანჩესტერი:
16-04-2013, 18:46
ავტორი: UTD-Rule,
ნანახია: 2548,
კომენტარები: 21
"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელები არენდით
"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელებმა,რომლებიც განათხოვრებულნი არიან სხვადასხვა კლუბებში კიდევ ერთხელ ითამაშეს თავიანთ გუნდში,ამ სიახლეში კი განვიხილავთ მათ თამაშს და შედეგს.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელებმა,რომლებიც განათხოვრებულნი არიან სხვადასხვა კლუბებში კიდევ ერთხელ ითამაშეს თავიანთ გუნდში,ამ სიახლეში კი განვიხილავთ მათ თამაშს და შედეგს.

ანხელო ენრიკესი - "უიგანი"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ჩილელი ახალგაზრდა ფეხბურთელის არენდა ჯერ კიდევ არ ამართლებს,რადგან "უიგანის" მთავარი მწვრთნელი ისევ არ აძლვს მას სათამაშო დროს.იმის მიუხედავად,რომ ენრიკესი გუნდის განაცხადში ყოველთვის ხვდებას,მას მხოლოდ 5 მატჩი აქვს "უიგანის" მაისურით ჩატარებული და 1 გოლი აქვს გატანილი,მაგრამ საერთო ჯამში მას ახალ გუნდში მხოლოდ და მხოლოდ 18 წუთი აქვს ნათამაშები.ამჯერადაც ენრიკესი ფა თასის ნახევარფინალში "მილუოლის" წინააღმდეგ 89-ე წუთზე შემოვიდა შეცვლაზე."უიგანი" ამ მომენტისთვის მიმდინარე ინგლისის პრემიერ ლიგაში მე-18 ადგილს იკავებს 31 ქულით და მათ შემდეგი მატჩი 17 აპრილს "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ აქვთ.

ფაბიო და სილვა - "ქუინს პარკ რენჯერსი"

"წითელი ეშმაკების" ბრაზილიელი მცველი ფაბიო და სილვა ისევ ვერ მოხვდა "ქუინს პარკ რეინჯერსის" ძირითად შემადგენლობაში "ევერტონის" წინააღმდეგ.ფაბიოს გუნდი ორ ბურთიანი სხვაობით დამარცხდა "ევერტონთან".ანხელო ენრიკესის არენდისგან განსხვავებით ფაბიოს არენდა ამართლებს,რადგან მას "ქუინს პარკ რეინჯერსის" მაისურით 18 მატჩი აქვს ჩატარებული."ქუინს პარკ რეინჯერსი" ამ მომენტისთვის მიმდინარე ინგლისის პრემიერ ლიგაში მე-19 ადგილს იკავებს 24 ქულით და მათ შემდეგი მატჩი 20 აპრილს "სტოკ სიტის" წინააღმდეგ აქვთ.

მაიკლ კინი - "ლეიკესტერ სიტი"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა ფეხბურთელმა მაიკლ კინმა კიდევ ერთი სრული მატჩი ჩაატარა "ლეიკესტერ სიტიში",ამჯერად "ბრიმინგჰემის" წინააღმდეგ.ეს მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.მაიკლ კინის არენდას ნამდვილად შეგვიძლია წარმატებული დავარქვათ,რადგან მას თავისი ამჟამინდელი კლუბის მაისურით 23 მატჩი აქვს ჩატარებული და 4 გოლი აქქვს გატანილი."ლეიკესტერ სიტი" ამ წუთისათვის ინგლისის ჩემპიონშიპში 8-ე ადგილს იკავებს 62 ქულით,შემდეგი მატჩი კი მათ 16 აპრილს აქვს "ბოლტონის" წინააღმდეგ.

სემ ჯონსტოუნი - "უოლსოლი"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა მეკარემ 90 წუთი ითამაშა თავისი ამჟამინდელი კლუბის მაისურით "სკანთორფის" წინააღმდეგ.მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.სემმა ისეთი გოლის გაუშვა,სადაც მას არაფრის შესაძლებლობა ჰქონდა.მისი არენდა ჯერ-ჯერობით წარმატებით მიმდინარეობს.გასულ სეზონში სემი განათხოვრებული იყო "ოლდჰემში" და 13 შეხვედრის ჩატარება მოახერხა.მის გუნდს შემდეგი მატჩი 20 აპრილს აქვს "ბარის" წინააღმდეგ.

ფედერიკო მაკედა - "შტუტგარდი"

"მანჩესტერ იუნაიტედის" იტალიელი ფორვარდი ფედერიკო მაკედა ისევ მოხვდა "შტუტგარდის" განაცხადში,მაგრამ ისე ვერა და ვერ ახერხებს ძირითად შემადგენლობაში მოხვედრას.გერმანიის ბუნდესლიგის ბოლო ტურში ფედერიკოს გუნდი "მიუხენგლადბას" დაუპირისპირდა,ამ მატჩი 80-ზე წუთზე გამოვიდა მოედანზე იტალიელი ფორვარდი.მაკედას ახალი გუნდის მაისურით ჯერ-ჯერობით არცერთი გოლი არ გაუტანია.მისი გუნდი ამ წუთებში მე-12 ადგილს იკავებს 36 ქულით და შემდეგი მატჩი მათ 17 აპრილს "ფრეიბურგის" წინააღმდეგ აქვთ.
სტატიები
21 კომენტარი
№21
ავტორი: Z A C K™
16 აპრილი 2013 23:11
  • სიახლეები: 46
  • კომენტარები: 896
ენრიკესი ათამაშონ ნაგლებმა რისთვის წაიყვანეს rage
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ I’ll always love you, Sir Alex.
Manager of my favorite club for my entire life.
Chewer of gum and winner of trophies, you’ll always be in our hearts.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top