თბილისი:
მანჩესტერი:
13-04-2013, 13:07
ავტორი: Jubo,
ნანახია: 2469,
კომენტარები: 11
სტივ ბრიუსი: "ფალკაოს ტრანსფერი რუნიზე ზეგავლენას არ მოახდენს"
სტივ ბრიუსი თვლის, რომ ფალკაო „მანჩესტერ იუნაიტედისთვის“ ერთ-ერთი საუკეთესო შენაძენი იქნება.
სტივ ბრიუსი:
„ჰალ სიტის“ მწვრთნელმა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ფალკაოს შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი „იუნაიტედში“ გადასვლა რუნიზე ზეგავლენას არ მოახდენს.
ესპანური მედია უკვე რამდენიმე დღეა რადამელ ფალკაოს მომავალს „მანჩესტერ იუნაიტედს“ უკავშირებს. „წითლებთან“ ერთად, რადამელისთვის „სიტიც“ და „ჩელსიც“ იბრძვიან.
„ვერ ვიტყოდი, რომ ფალკაოს ტრანსფერი რუნის „მანჩესტერული“ კარიერისთვის დასასრული იქნებოდა. ხალხი ასე ფიქრობს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ფალკაოს „იუნაიტედში“ გადასვლის შემთხვევაშიც, რუნის გუნდში მაინც დიდი ადგილი ეკავება."
ფალკაომ ევროპული კლუბების ყურადღება მადრიდის „ატლეტიკოში“ მიღწეული წარმატებებით მიიპყრო. რადამელმა წინა სეზონში ჯერ ევროპის ლიგა, შემდეგ კი „ჩელსისთან“ სუპერ თასი მოიგო, სადაც მან ჰეთ-თრიკი შეასრულა. ფალკაო 22 გოლით მესამე ადგილს იკავებს პრიმერა დივიზიონის ბომბარდირთა სიაში.
სტივ ბრიუსი თვლის, რომ 27 წლის კოლუმბიელი „მანჩესტერ იუნაიტედისთვის“ შესანიშნავი შენაძენი იქნება.
“ფალკაო საოცარი ფეხბურთელია. „პორტოში“ მან ჩინებული ორი სეზონი ჩაატარა, შემდეგ კი „ატლეტიკოში“ დიდ თანხად გადავიდა. ის ტიპიური 9 ნომერი ცენტრ-ფორვარდია, მისნაირი მსოფლიოში არც ისე ბევრია, თავდამსხმელები ახლა ძირითადად 10 ნომერს ირჩევენ.
არ იქნება გასაკვირი, თუ მას „მანჩესტერ იუნაიტედში“ ვიხილავ, რადგან ეს კლუბი მუდმივად ცდილობს გუნდის გაძლიერებას.“
- განაცხადა სტივ ბრიუსმა.

წყარო: talksport.com
ახალი ამბები, ინტერვიუები
11 კომენტარი
№1
ავტორი: Luka Gelashvili
13 აპრილი 2013 13:06
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
რუნიზე გავლენას ვერავინ მოახდენს likeaboss
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№2
ავტორი: I L C
13 აპრილი 2013 13:09
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
რუნი არსად არ წავა და ამის გადმოსვლა ცოტა ეჭვქვეშაა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№3
ავტორი: red devil
13 აპრილი 2013 13:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Ise babu 9 nomers amas xo ar unaxavda?:D
0
№4
ავტორი: Red Hooligan
13 აპრილი 2013 13:57
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
TrueDeviL ,
+12312312312
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№5
ავტორი: love united
13 აპრილი 2013 14:10
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ვახ თან ზუსტად 9 ნომერი თავისუფალია...გადმოდი ფალკაო,შენი რა მიდის?.. wink
0
№6
ავტორი: ლადო
13 აპრილი 2013 14:16
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ნეტა დავითრიოთ ფალკაო, მაგრამ 60 მილიონი რაღაც დიდი თანხად მეჩვენება
0
№7
ავტორი: Amerigo
13 აპრილი 2013 15:30
  • სიახლეები: 15
  • კომენტარები: 1181
Lado Ghonghadze,
ფალკაო და დავისვენეთ
0
№8
ავტორი: REDBOY
13 აპრილი 2013 21:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 49
რაღათ გვინდა ამდენი ფორვარდი ერთი წესიერი ნახევარმცველი იყიდოს
0
№9
ავტორი: nika1997
14 აპრილი 2013 01:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 572
გადმოვიდეს კაი იქნება ამრა რუნიზე გავლეანს ვე მოახდენს
0
№10
ავტორი: buka oboladze
14 აპრილი 2013 23:57
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
რუნი არსად არ წავა, რაც წიგნი წავიკითხე იმის მერე დავრწმუნდი რომ რუნი მანჩესტერელია სულით
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top